ვაგარშაკ აკობიანი

ვაგარშაკ აკობიანი (სომხ. Վաղարշակ Հակոբյան; დ. 1 იანვარი, 1991, წაღკაძორი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი თურქოლოგი და პოლიტიკოსი. სომხეთის მე-7 მოწვევის ეროვნული კრების წევრი 2019 წლიდან. საპარლამენტო ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი ალიანსის“ წევრი.[1][2] ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი. აკობიანი მცირე ხნის განმავლობაში იყო სომხეთის დიასპორის მინისტრის მოადგილე (2018 წლიდან 2019 წლის 14 იანვამდრე).

ვაგარშაკ აკობიანი
სომხ. Վաղարշակ Սոսեի Հակոբյան

დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1991(1991-01-01) (33 წლის)
დაბადების ადგილი წაღკაძორი
მოქალაქეობა  სსრკ
 სომხეთი
განათლება Q21697128? და Institute of Oriental Studies of Armenia
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვაგარშაკ აკობიანი დაიბადა 1991 წლის 1 იანვარს, წაღკაძორში, სომხეთის სსრ-ში, სსრკ-ში.

განათლება

რედაქტირება

1997–2007 წლებში აკობიანი სწავლობდა წაღკაძორის სკოლაში. 2007–2011 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. არის თურქოლოგიის ბაკალავრი. 2013 წელს დაამთავრა სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (NAS) საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო ცენტრის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მიიღო ორიენტალიზმის მაგისტრის ხარისხი. 2013–2016 წლებში აკობიანი სწავლობდა სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასპირანტურაზე. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (ფილოსოფიის დოქტორი; Ph.D).

სოციალური და პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

2012 წელს აკობიანმა დააფუძნა ახალგაზრდა სომეხ პოლიტიკოსთა ასოციაცია. 2015–2016 წლებში იყო ერევნის ფრანგული კოლეჯისა და ევროპის რეგიონული აკადემიის ლექტორი. 2018 წლიდან 2019 წლის 14 იანვრამდე იყო სომხეთის დიასპორის მინისტრის ასისტენტი. 2018 წლის 9 დეკემბრიდან არის სომხეთის ეროვნული კრების წევრი, საპარლამენტო ფრაქცია: „ჩემი ნაბიჯი ალიანსი“. არჩეული იქნა მე-10 საარჩევნო ოლქიდან (კოტაიქის პროვინცია). არის ბაჰრეინ-სომხეთის, ეგვიპტე-სომხეთის, საფრანგეთი-სომხეთის, ირანი-სომხეთის, ყაზახეთი-სომხეთის, ქუვეითი-სომხეთის, ყირგიზეთი-სომხეთის, მონღოლეთი-სომხეთისა და სომხეთ-ტაჯიკეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეასისა და რუსეთის ფედერალურ ასამბლეას შორის თანამშრომლობის საპარლამენტო კომიტეტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის საპარლამენტო კომიტეტის წევრი. ვაგარშაკ აკობიანი არის ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბელის წევრი. სომხეთის ეროვნული კრების 11 დეპუტიტსაგან შემდგარი რეგიონული და ევრაზიული ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი.

აკობიანი არის პოლიტიკური პარტია „საზოგადოებრივი კონტრაქტის“ წევრი.

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

ვაგარშაკ აკობიანი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

აკობიანი არის დაუოჯახებელი. არ ჰყავს შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. National Assembly of Armenia | Official Web Site | parliament.am. ციტირების თარიღი: 2019-01-20
  2. www.brightarmenia.am. ციტირების თარიღი: 2019-01-20[მკვდარი ბმული]