ეჰიმეს პრეფექტურა
ეჰიმეს პრეფექტურა (იაპონ. 愛媛県?) პრეფექტურა სიკოკუს ჩრდილო-დასავლეთით, იაპონიაში. დედაქალაქია მაცუიამა.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ეჰიმე 愛媛県 | |||||
![]() ეჰიმეს პრეფექტურა | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | შიკოკუ | ||||
შიდა დაყოფა | 7 ოლქი | ||||
კოორდინატები | 33°50′29″ ჩ. გ. 132°45′56″ ა. გ. / 33.841611° ჩ. გ. 132.765667° ა. გ. | ||||
მმართველი | მორიუკი კატო | ||||
ფართობი | 5,676.44 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1,493,126 კაცი (2000) | ||||
სიმჭიდროვე | 263 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+09:00 და Japan Standard Time | ||||
ოფიციალური საიტი | pref.ehime.jp/index-e.htm | ||||
ისტორიარედაქტირება
მეიძის რესტავრაციამდე , ეჰიმეს პრეფექტურას ერქვა იიოს პროვინცია. ჰეიანის პერიოდამდე ამ ტერიტორიაზე დომინირებდნენ მეთევზეები და მეზღვაურები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მეკობრეებსა და მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეკიგაჰარას ბრძოლის შემდეგ, ტოკუგავა სიოგუნი ამ ტერიტორიებს საკუთარ ალიანსს უქვემდებარებს, კატო იოშიაკიმ აქ ააშენა ციხესიმაგრე მაცუიამა საიდანაც დღევანდელი ქალაქი განვითარდა.
სახელი ეჰიმე მოდის კოძიკიდან და ნიშნავს - ლამაზ ქალწულს.
გეოგრაფიარედაქტირება
ეჰიმას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სეტოს ზღვა, აღმოსავლეთიდან კაგავას და ტოკუშიმას პრეფექტურები, ხოლო სამხრეთიდან კოჩის პრეფექტურა.
კუნძულზე მდებარე ორივე მაღალმთიანეთი შედის ამ პრეფექტურაში. ასევე სანაპირო, მრავალი კუნძულებით. აჰიმეს ყველაზე დასავლეთ წერტილი არის სადამისაკის ნახევარკუნძული, რომელიც იაპონიაში ყველაზე წვრილი ნახევარკუნძულია.
ქალაქებირედაქტირება
პრეფექტურაში თერთმეტი ქალაქია:
ეკონომიკარედაქტირება
მაცუიამას ირგვლივ განვითარებულია შემდეგი ინდუსტრიები, გემთმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა, ნავთობის გადამუშავება, ქაღალდის და ტექსტილის წარმოება. პრეფექტურის სოფლები ძირითადად ჩრთულია სოფლის მეურნეობასა და მეთევზეობაში და განსაკუთრებით განთქმული არიან ციტრუსოვანი კულტურების მოშენებაში.
იკატას ატომური სადგური გამოიმუშავებს სიკოკუს ელექტროენერგიის დიდ წილს.
მუზეუმებირედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ეჰიმის პრეეფქტურის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2003-02-02 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)