სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეფთვიმე.

ეფთვიმე I — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქი 1578-1616 წლებში.

კათოლიკოსობამდე იყო მოქვის მთავარეპისკოპოსი — მოქველი. ბიჭვინთის საკათოლიკოსოს შეუძინა დიდძალი მოძრავი ქონება: თვალ-მარგალიტით შემკული, ძვირფასი ქსოვილებისაგან დამზადებული საპატრიარქო შესამოსელი, ოქრო-ვერცხლისაგან ნაკეთები სარიტუალო ინვენტარი, მდიდრულად მოკაზმული საეკლესიო წიგნები, „ქართლის ცხოვრება“, თავისივე გადაწერილი „გულანი“ და სხვ. პირადი ქონებაც ეკლესიის საკუთრებად აქცია; კერძოდ, ოდიშის მთავარს, ლევან II დადიანს, ადგილ-მამულის საკათოლიკოსოსათვის გადასაცემად მისცა დიდი რაოდენობით ძვირფასი ნივთი. კათოლიკოსმა შეამკო მოქვის ტაძარი, სპეციალურად მოაჭედვინა და შესწირა მას მოქვის ღვთისმშობლის ხატი. მისი შეკვეთით გადაიწერა უამრავი ხელნაწერი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.
  • ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966.
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.