მოკაზმული
მოკაზმული — ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინი. გულისხმობს თავისუფალ, გადამუშავებულ თარგმანს, დედნის პერიფრაზს. მოკაზმულის უძველესი წერილობითი დადასტურება მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“ (978-988) გვხვდება. უკანასკნელი დროის გამოკვლევების მიხედვით მოკაზმული, ძველი თარგმანის გადაკეთება-გადამუშავებასთან ერთად, ძლისპირის მიხედვით მის ზუსტად გამართვა-შეწყობასაც უნდა ნიშნავდეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ინგოროყვა პ., თხზ. კრ. შვიდ ტომად, ტ. 3, 1965;
- ჯღამაია ც., ტერმინი „მოკაზმული“ მიქაელ მოდრეკილის იადგარში, კრ.: ხელნაწერთა ინსტიტუტის XIV სამეცნიერო სესიის თეზისები, თბ., 1972;
- ჯღამაია ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 69, თბ., 1984