ერიკ ჯონსონი
ერიკ ჯონსონი (დ. 17 აგვისტო, 1954) — ამერიკელი გიტარისტი და მუსიკოსი ოსტინიდან, ტეხასი. იგი კარგადაა ცნობილი მისი წარმატებებით ინსტრუმენტული როკის ჟანრში. მიუხედავად ამისა, ჯონსონი ხშირად უთავსებს ერთმანეთს ჯაზს, ფიუჟენს, ნიუ ეიჯს, გოსპელსა და ქანთრის სტილის მუსიკას მისივე ჩანაწერებში.[1] ჯონსონი წერს და ასრულებს ვოკალურ პარტიებსაც. იგი არის ასევე გამოცდილი პიანისტი.
ერიკ ჯონსონი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | EJ |
დაბ. თარიღი |
17 აგვისტო, 1954 ოსტინი, ტეხასი, აშშ |
დაბ. ადგილი | ოსტინი |
ჟანრ(ებ)ი | როკი, ინსტრუმენტული როკი, ნიუ ეიჯი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო |
აქტიური | 1969 წლიდან დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Ark21 Records, Warner Bros., Capitol Records, Favored Nations |
საიტი | EricJohnson.com |
ერიკ ჯონსონი ვიკისაწყობში |
ჟურნალმა Guitar Player ჯონსონს უწოდა „პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი გიტარისტი“.[2] ჯონსონის სტილისტურმა დივერსიფიკაციამ და გიტარის ტექნიკურმა ცოდნამ მაღალი შეფასება მიიღო ისეთი გიტარისტების მხრიდან, როგორებიც არიან: კარლოს სანტანა, ერიკ კლეპტონი, ალან ჰოლდსუორთი, ლარი კარლტონი, სტივ მორსი, ბილი გიბონსი, ჯონი ვინტერი, ჯეფ ბაქსტერი, ბი ბი კინგი, ჯო სატრიანი და სტივი რეი ვონი. 1990 წელს ჯონსონმა ჩაწერა არა ერთ გზის პლატინად შეფასებული ალბომი Ah Via Musicom. მასშია შესული სინგლი Cliffs of Dover, რისთვისაც 1991 წელს ჯონსონმა მიიღო გრემი კატეგორიაში „საუკეთესო როკ-ინსტრუმენტული შესრულება“.[3]
ერიკ ჯონსონს სამჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ჯო სატრიანის პროექტში G3. ამ მაჩვენებლით იგი უტოლდება პოლ გილბერტს და მასთან ერთად ინაწილებს მეორე ადგილს (პირველი ამ მხრივ ჯონ პეტრუჩია, რომელსაც ექვსჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული) მოწვეულ გიტარისტებს შორის.
სოლო ალბომები
რედაქტირება- Seven Worlds (1978) (re-issue, 1998)
- Tones (1986)
- Ah Via Musicom (1990)
- Venus Isle (1996)
- Souvenir (2002)
- Bloom (2005)
- Live from Austin, TX (2005)
- Live From Austin TX '84 (2010)
- Up Close (2010)
ჯილდოები და ჩარტები
რედაქტირება- ალბომები:
- 1991 – Ah Via Musicom – გრემი – საუკეთესო როკ-ინსტრუმენტული შესრულების ნომინაცია
- 1991 – Ah Via Musicom – ბილბორდი – ბილბორდ 200 – (#67)
- 2006 – Bloom – გრემი – საუკეთესო პოპ-ინსტრუმენტული შესრულების ნომინაცია
- სიმღერები:
- 1987 – Zap – (ალბომიდან Tones) – გრემი – საუკეთესო როკ-ინსტრუმენტული შესრულების ნომინაცია
- 1990 – Cliffs of Dover – (ალბომიდან Ah Via Musicom) – ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები – (#5)
- 1990 – High Landrons – (ალბომიდან Ah Via Musicom) – ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები – (#31)
- 1991 – Righteous – (ალბომიდან Ah Via Musicom) – ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები – (#8)
- 1991 – Trademark – (ალბომიდან Ah Via Musicom) – ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები – (#7)
- 1992 – Cliffs of Dover – (ალბომიდან Ah Via Musicom) – გრემი – გამარჯვებული – საუკეთესო როკ-ინსტრუმენტული შესრულება[3]
- 1997 – Pavilion – (ალბომიდან Venus Isle) – გრემი - საუკეთესო როკ-ინსტრუმენტული შესრულების ნომინაცია
- 1998 – S.R.V. – (ალბომიდან Venus Isle) – გრემი – საუკეთესო როკ-ინსტრუმენტული შესრულების ნომინაცია
- 2002 – Rain (ალბომიდან Live and Beyond) – გრემი – საუკეთესო პოპ-ინსტრუმენტული შესრულების ნომინაცია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მეტ პინსონი. "Eric Johnson: In Full Bloom". (2006-08-06) MusicPlayers.com.
- ↑ ჯიმი ლესლი. "On Tackling Odd Meters: Eric Johnson". (2006 წლის აგვისტო) ჟურნალი Guitar Player
- ↑ 3.0 3.1 ერიკ ჯონსონი დაარქივებული 2009-01-11 საიტზე Wayback Machine. საიტზე Grammy.com.