G3 (ტურნე)

(გადამისამართდა გვერდიდან G3)

G3 — რეგულარული საკონცერტო ტურნე, ორგანიზებული გიტარისტ ჯო სატრიანის მიერ. იგი მოიცავს თვითონ მას ორი სხვა გიტარისტის თანხლებით. მისი დასაწყისიდან, 1996 წლიდან, G3 ტარდებოდა თითქმის ყოველ წელს და მასში მონაწილეობდნენ გიტარის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან: სტივ ვაი (სატრიანის ყოფილი მოსწავლე), ერიკ ჯონსონი, კენი უეინ შეფარდი, ინგვი მალმსტინი, ჯონ პეტრუჩი, რობერტ ფრიპი, პოლ გილბერტი, ული ჯონ როთი, მიხაელ შენკერი, ადრიან ლეგი და მრავალი სხვა განსაკუთრებული სტუმარი, მათ შორის ტონი მაკალპინი, ჯონი ჰილანდი, სტივ ლუკათერი, სტივ მორსი, კრის დუართი, ენდი ტიმონსი, ნილ შონი, გარი ჰოი, ბრაიან მეი, ბილი გიბონსი, ჯონი ეი., ჯორჯ ლინჩი, პატრიკ რონდატი, ჰერმან ლი, ალეხანდრო სილვა და ერიკ სარდინასი.

ჯო სატრიანი, სტივ ვაი და ჯონ პეტრუჩი მელბურნში, ავსტრალია, 2006 წლის დეკემბერი.

სტატისტიკა

რედაქტირება

Dream Theater, Mr. Big, სკორპიონსი, ალკატრაზი და Racer X არიან ის ჯგუფები, რომელთა ერთზე მეტი წევრი გამოდიოდა G3-ის ტურნეებზე: ჯონ პეტრუჩი გიტარაზე და მაიკ პორტნოი დრამებზე (2001, 2002, 2005, 2006 და 2007), პოლ გილბერტი გიტარაზე (2001, 2002 და 2007) და ბილი შიჰანი ბას გიტარაზე (2001, 2002, 2003, 2004, 2005 და 2006), მიხაელ შენკერი და ულრიხ როთი ორივე გიტარაზე (1998) და პოლ გილბერტი და ბრიუს ბუიე ორივე გიტარაზე (2007).

ალკატრაზი წარმოდგენილი იყო ასევე ორი წევრით: ინგვი მალმსტინი და სტივ ვაი. დევიდ ლი როთის ჯგუფს G3-ის ტურნეზე ჰყავდა ოთხი წევრი: სტივ ვაი, ბილი შიჰანი, მეტ ბისონეტი და გრეგ ბისონეტი.

ჯონ პეტრუჩი, პოლ გილბერტი, ერიკ ჯონსონი და რობერტ ფრიპი არიან ის გიტარისტები (თუ არ ჩავთვლით ჯო სატრიანისა და სტივ ვაის), რომელთაც დაუკრეს G3-ის ტურნეზე რამდენიმეჯერ:

წამყვანი გიტარისტები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება