ენტონი კარო
სერ ენტონი კარო (Sir Anthony Caro; დ. 8 მარტი, 1924, ნიუ-მალდენი, ინგლისი — გ. 23 ოქტომბერი, 2013, ლონდონი, ინგლისი) — ინგლისელი აბსტრაქტული სტილის მოქანდაკე, რომელიც ძირითადად „ნაპოვნი“ ინდუსტრიული ობიექტების ლითონის კონსტრუქციებზე მუშაობდა.
ენტონი კარო | |
---|---|
დაიბადა | 8 მარტი, 1924[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] |
დაბადების ადგილი | სურეი |
გარდაიცვალა | 23 ოქტომბერი, 2013[1] [2] [3] [4] [6] [16] [10] [9] [11] [13] [14] [15] (89 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი |
ჟანრი | აბსტრაქციონიზმი |
საიტი | http://www.anthonycaro.org |
კარომ მოდერნიზმი აღმოაჩინა ჰენრი მურის თანაშემწედ მუშაობისას 1950-იან წლებში. ამერიკელ მოქანდაკე დევიდ სმითთან შეხვედრის შემდეგ ადრეულ 1960-იან წლებში კარო მის ადრეული ფიგურულ სტილს თავს ანებებს და იწყებს სკულპტურების შექმნას მზა ლითონის ნაწილების კოლექციების შედუღებითა და ჭანჭიკებით აწყობით. აწყობილ, დასრულებულ ნახელავს შემდგომში იგი ერთ მკვეთრ ფერში ღებავდა.
კარო საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარული 1950-იან წლების ბოლოს გახდა. ამ პერიოდში ის ასევე ასწავლიდა სენტ-მარტინის ხელოვნების სკოლაში (ამჟამად სენტ-მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი ლონდონში), სადაც შთაგონების წყარო გახდა ბრიტანეთის აბსტრაქციონისტ სკულპტორთა მთელი თაობისთვის, რომელთა შორის იყვნენ ბრიუს მაკლინი, ბარი ფლანაგანი, რიჩარდ ლონგი და გილბერტ ენდ ჯორჯი.
მას ხშირად მიაწერენ პირველად ქანდაკებისთვის კვარცხლბეკის გამოცლას, თუმცა სმითი და ბრინკუში ორივე გაცილებით ადრე იმავე მიმართულებით მოღვაწეობდნენ. კაროს სკულპტურები როგორც წესი საკუთარ თავს ეყრდნობა და პირდაპირ იატაკზე და მიწაზე დევს. ამგვარად ისინი ხსნიან ბარიერს ნამუშევარსა და მაყურებელს შორის, იწვევს რა ამ უკანასკნელს მიუახლოვდეს სკულპტურას და გაეცნოს მას ყველა მხრიდან.
კაროს დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად მის ნამუშევართა რეტროსპექტივა მოეწყო ლონდონის ტეიტ მოდერნში 2005 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ენტონი კარო“ ვიკისაწყობში.
- ენტონი კაროს ოფიციალური საიტი
- Anthony Caro Exhibition დაარქივებული 2009-09-09 საიტზე Wayback Machine. — Tate Gallery
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Anthony Caro
- ↑ 3.0 3.1 Anthony Caro — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
- ↑ Kunstindeks Danmark
- ↑ 6.0 6.1 SNAC — 2010.
- ↑ Structurae — Ratingen: 1998.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ 10.0 10.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 11.0 11.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 13.0 13.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 14.0 14.1 Munzinger Personen
- ↑ 15.0 15.1 Lynton N., McNay M. Sir Anthony Caro obituary — The Guardian, 2013.
- ↑ Cooke L. Caro, Sir Anthony // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T014196