ენთემენა
ენთემენა — ენანათუმ I-ის შვილი, ეანათუმის ძმისშვილი და შუმერული სახელმწიფოს, ლაგაშის მმართველი დაახლოებით ძვ.წ. 2360-2340 წლებში, რომელმაც ლაგაშის ძალაუფლება აღადგინა. ენთემენამ, ურუქის მმართველ ლუგალ-ქინიშე-დუდუს დახმარებით, დაამარცხა უმას მმართველი — ენშაქუშანას მემკვიდრე ურ-ლუმა, რომელიც მოხსენიებულია შუმერის მეფეთა სიაში.
ენთემენა | |
---|---|
ენთემენას კონუსი, ერთ-ერთი უძველესი დიპლომატიური დოკუმენტი (დაახლ. ძვ.წ. 2400) | |
ლაგაშის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | დაახლ. ძვ.წ. 2360 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 2340 |
წინამორბედი: | ენანათუმ I |
მემკვიდრე: | ენანათუმ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დინასტია: | ლაგაშის I დინასტია |
ენთემენა ოცი წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე მართავდა ლაგაშს. გარდაიცვალა დაახლოებით ძვ.წ. 2340 წელს. იმ დოკუმენტებში, სადაც მისი ცხოვრების შესახებ გარკვეული ინფორმაციაა მოცემული, დიდი ადგილი უკავია ენთემენას შვილს — ლუმა-თურს ან ხუმა-ბანდას (მისი სახელი იკითხება სხვადასხვაგვარად და ნიშნავს ახალგაზრდას), რომელსაც მეტსახელად ეანათუმს უწოდებდნენ. როგორც ჩანს, იგი ენთემენას პირველი შვილი იყო, თუმცა, იგი მამაზე ადრე გარდაიცვალა, რის გამოც, ლაგაშის მმართველის ტახტი ენთემენას მეორე შვილმა — ენანათუმ II-მ დაიკავა.
არტეფაქტები
რედაქტირება- არსებობს ენთემენას ქანდაკება, რომელიც ერთ-ერთი უძველესია მეფეთა ქანდაკებებს შორის. მესოპოტამიიდან, იგი ერაყის ეროვნულ მუზეუმში გადაიტანეს და განათავსეს. 2003 წელს, ერაყში შეჭრისას, ქანდაკება მოიპარეს, თუმცა, 2010 წელს, იგი იპოვეს და მუზეუმში დააბრუნეს.[1]
- ენთემენას მიერ საკუთარი ღმერთისთვის მიძღვნილი ვერცხლის ლარნაკი, ამჟამად, ლუვრშია განთავსებული. ასევე, ნიფურში აღმოჩენილია ენთემენას მეორე, კალციტისგან დამზადებული ლარნაკი.
- ენთემენას კონუსი, გარკვეულწილად, ღმერთის — ბად-თიმირასადმი მიძღვნილ სამშვიდობო ხელშეკრულებას წარმოადგენს. აღმოჩენილ დიპლომატიურ დოკუმენტთა შორის, იგი ერთ-ერთი უძველესია.
გალერეა
რედაქტირება-
ენთემენას ვერცხლის ლარნაკი, ლუვრი.
-
ენთემენას ერთ-ერთი არტეფაქტი, ლუვრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Надпись Энметены на «историческом конусе» დაარქივებული 2013-01-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Kept safe in US, Iraqi royal statue heads home“. Boston Globe. September 7, 2010. ციტირების თარიღი: 2010-09-11. ციტატა: „King Entemena ruled in 2400 BC, when the land that makes up modern-day Iraq was a cradle of civilization. ...“ დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება)
ლაგაშის I დინასტია | ||
წინამორბედი: ენანათუმ I |
ლაგაშის მმართველი დაახლ. ძვ.წ 2360 — 2340 |
მემკვიდრე: ენანათუმ II |