ერაყის ეროვნული მუზეუმი (ბაღდადი)
ერაყის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში. დაფუძნდა ბრიტანელი მოგზაურისა და მკვლევარის გერტრუდ ბელის მიერ და გაიხსნა მისი გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს. თავდაპირველად ეწოდებოდა ბაღდადის არქეოლოგიური მუზეუმი. შუამდინარეთის არქეოლოგიური სიმდიდრის წყალობით მუზეუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში. ბრიტანეთის მკვლევარებთან ასოციაციის გამო მუზეუმის გამოფენები ორენოვანია (არაბული და ინგლისური). მუზეუმი მოიცავს 28 გალერეასა და საცავს.
სპარსეთის ყურის ომის დროს, 1991 წელს მუზეუმი დაიხურა აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შიშით. მუზეუმი ხელახლა გაიხსნა 2000 წლის 28 აპრილს ყოფილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინის დაბადების დღეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Virtual Museum of Iraq დაარქივებული 2009-06-11 საიტზე Wayback Machine.
- Lost Treasures from Iraq დაარქივებული 2004-03-20 საიტზე Wayback Machine.
- The 2003- Iraq War & Archaeology დაარქივებული 2016-03-28 საიტზე Wayback Machine.
- Bogdanos, Matthew. The Casualties of War: The Truth about the Iraq Museum American Journal of Archaeology, 109, 3 (July 2005) დაარქივებული 2009-03-06 საიტზე Wayback Machine.