ემი უაინჰაუსი

(გადამისამართდა გვერდიდან ემი ვაინჰაუზი)

ემი ჯეიდ უაინჰაუსი (ინგლ. Amy Jade Winehouse; დ. 14 სექტემბერი, 1983 — გ. 23 ივლისი, 2011) — ბრიტანელი სოულ, ჯაზ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი და სიმღერების ტექსტების ავტორი. მისი 2003 წლის სადებიუტო ალბომი — Frank მერკურის ჯილდოზე იყო ნომინირებული. 2007 წლის 14 თებერვალს მან მიიღო ჯილდო „Brit Award“ საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი ქალბატონის ნომინაციაში, ისევე როგორც სამჯერ - აივორ ნოველოს ჯილდო. გამოსცა ორი სტუდიური ალბომი. გარდაიცვალა 2011 წლის 23 ივლისს.[1]

ემი უაინჰაუსი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ემი ჯეიდ უაინჰაუსი
დაბ. თარიღი 14 სექტემბერი 1983
დაბ. ადგილი ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი 23 ივლისი, 2011 (27 წლის)
გარდ. ადგილი კემდენი, ლონდონი, ინგლისი
დასაფლავებულია Edgware
ჟანრ(ებ)ი ნეო სოული, რითმ-ენდ-ბლუზი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 2003–2011
ლეიბლ(ებ)ი Island, Lioness, Universal Republic (აშშ)
საიტი
ემი უაინჰაუსი ვიკისაწყობში

ადრეული წლები

რედაქტირება

ემი დაიბადა საუთგეიტის (ლონდონი) რაიონში, ბრიტანელი ებრაელების ოჯახში, დედის მხრიდან რუსული ფესვებით[2][3]. სწორედ მისი გავლენით ემი დაინტერესდა ჯაზით.[4] მამამისი, მიტჩელ (მიტჩ) უაინჰაუსი, ტაქსის მძღოლი იყო. დედა, ჯენის უაინჰაუს სიტონი ფარმაკოლოგიით იყო დაკავებული. ბებია, როგორც ცნობილია, დიდი ხნის წინ რონი სკოტის შეყვარებული იყო.[5] ემის ძმა, ალექსი, მასზე ოთხი წლით უფროსია.[6] მიტჩი ემის ხშირად უმღეროდა ფრენკ სინატრას სიმღერებს. ემი იმდენად მიეჩვია სიმღერას, რომ ყოველთვის ღიღინებდა და კლასში მისი გაჩუმება რთული იყო.[7] გოგონას მშობლები დაშორდნენ, როდესაც შვილი 9 წლის იყო.[8]

ამავე პერიოდში ბებიის, სინთიას შემოთავაზებით, დედამ ემი მიიყვანა სიუზი ერნშოუს თეატრალურ სკოლაში.[9] 10 წლის ასაკში ემიმ ბავშვობის მეგობარ ჯულიეტ ეშბისთან ერთად დააარსა რეპ-ჯგუფი Sweet 'n' Sour.[10] ერნშოუს სკოლაში ის 4 წლის განმავლობაში სწავლობდა, შემდგომ კი გადავიდა სილვია იანგის თეატრალურ სკოლაში, საიდანაც გარიცხული იყო 14 წლის ასაკში - თითქოს და დაუსწრებლობისა და ცხვირის პირსინგის გამო. თუმცა, სილვია იანგი ამ ინფორმაციას უარყოფა - „15 წლის ასაკში იგი სკოლებს იცვლიდა - გავიგე, რომ გარიცხეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. მე მას არასოდეს გავრიცხავდი.“[11] სილვია იანგის სკოლის სხვა მოზარდებთან ერთად იგი გამოჩნდა გადაცემის The Fast Show 1997 წლის ერთ-ერთ ეპიზოდში.[12] პარალელურად ის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას იცვლიდა.[13][14][15][16]

დისკოგრაფია

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

კლუბი 27

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Police: Singer Amy Winehouse dies, The Washington Post
  2. Niv Elis (2010). „Surprise! They're Jewish!“. Moment Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 19 June 2011.
  3. „1911 census reveals David Beckham's rag and bone man ancestor ... and who lived in your house before WW1“. Daily Mail. London. 2009-01-13.
  4. Mulholland, Garry. "Charmed and Dangerous." The Observer. 1 February 2004. Retrieved on 28 October 2006.
  5. Amy Winehouse had talent to burn. Instead, it burned her დაარქივებული 2011-08-04 საიტზე Wayback Machine. Daily Telegraph, Neil McCormick, 9:00PM BST 23 Jul 2011
  6. Eliscu, Jenny. (14 June 2007), "The Diva and Her Demons." დაარქივებული 2011-12-11 საიტზე Wayback Machine. Rolling Stone. (1028):58–69. Retrieved 23 July 2011.
  7. Sanderson, Elizabeth. "Amy Winehouse's mother explains why she feels powerless to stop her troubled daughter’s descent into hell of addiction." Daily Mail. 18 August 2007. Retrieved on 1 July 2008.
  8. Sturges, Fiona (25 July 2011). „Amy Winehouse: Singer who won the hearts of millions but was unable to overcome her dependency on drink and drugs“. The Independent. ციტირების თარიღი: 28 July 2011.
  9. Sandall, Robert. "Can Amy Winehouse be saved?" დაარქივებული 2008-10-07 საიტზე Wayback Machine. The Times. 27 July 2008.
  10. Singer of the Week – Amy Winehouse. AskMen.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 2 September 2008.
  11. Young, speaking to Adrian Goldberg on Radio 5 Live, 23 July 2011
  12. „Amy Winehouse: 1983-2011“. The Telegraph. Telegraph Media Group. 23 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 25 July 2011.
  13. Braddock, Kevin. "Fame Academy: The Brit School." The Independent 28 January 2007. Accessed: 17 May 2008.
  14. "Dan Gillespie " დაარქივებული 2016-12-18 საიტზე Wayback Machine. , The Gay & Lesbian Awards, Retrieved 27 May 2009.
  15. Osidge. Hidden London. ციტირების თარიღი: 27 May 2009.