ემილ ავდალიანი
ემილ ავდალიანი (დ. 11 მაისი, 1990, თბილისი) ― ქართველი ისტორიკოსი, ევროპის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი.[1]
ემილ ავდალიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 მაისი, 1990 თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოქსფორდის უნივერსიტეტი |
პროფესია |
ისტორიკოსი აღმოსავლეთმცოდნე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაემილ ავდალიანი 1990 წლის 11 მაისს თბილისში დაიბადა. 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ბაკალავრის ხარისხით. 2011-2012 წლებში სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე. 2016 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამა. სადოქტორო ნაშრომი „რომი და ბიზანტია ბარბაროსთა მიგრაციის წინააღმდეგ: დუნაის და პონტოს საზღვრების შედარებითი ანალიზი (IV-VII სს.)“ დაიცვა თედო დუნდუას ხელმძღვანელობით.
2013-2014 წლებში Forbes Georgia-ს თანარედაქტორად, ხოლო 2015-2020 წლებში ქართულ-უკრაინულ ჟურნალ „საქართველოს“ აღმასრულებელ რედაქტორად მუშაობდა. იყო საქართველოს უნივერსიტეტისა (2014-2018) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (2014-2019) მოწვეული ლექტორი. 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ხოლო 2019 წლიდან ― ევროპის უნივერსიტეტის პროფესორია. 2020 წლიდან მუშაობს „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორად.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ევრაზიის ანალიტიკოსის პოზიციაზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებში. რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ადგილობრივ ქართულ და უცხოურ გამოცემებში (Center for European Policy Analysis, Royal United Services Institute და ა.შ.).[1]
ძირითადად მუშაობს სამხრეთ კავკასიასა და ევრაზიაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე.[2] იკვლევს ირანის, თურქეთის და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას.[1]
ფლობს ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, სპარსულ, ჩინურ და ქურთულ ენებს.[1]
ნაშრომები
რედაქტირებამონოგრაფიები
რედაქტირება- Avdaliani, E. (2022). New World Order and Small Regions: The Case of South Caucasus. ISBN: 978-981-19-4037-8.
- ავდალიანი, ე. (2022). საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (XIII-XIV სს.): წიგნი მეორე. გამომცემლობა „მერიდიანი“. ISBN 978-9941-34-144-1.
- დუნდუა, თ. ჩიქობავა, ა. ავდალიანი, ე. (2020). მონეტა, როგორც პროპაგანდის საშუალება ქართული ნუმიზმატიკური ძეგლების მიხედვით. გამომცემლობა „მერიდიანი“. ISBN: 978-9941-25-974-6.
- ავდალიანი, ე. (2019). საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები: VI-XIII სს. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“.
- ავდალიანი, ე. (2018). ქართული მეწარმეობის ისტორიიდან: XIX-XX საუკუნეების მიჯნა. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“. ISBN 978-9941-254550.
- ავდალიანი, ე. (2017). რომი, ბიზანტია და საიმპერიო თავდაცვითი სისტემა IV-VII საუკუნეებში. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“. ISBN 978-9941-25-320-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Geocase. Emil Avdaliani - Director of Middle East Studies დაარქივებული 2022-11-09 საიტზე Wayback Machine. . Retrieved November 8, 2022.
- ↑ The Caspian Post. Emil Avdaliani დაარქივებული 2022-11-09 საიტზე Wayback Machine. . Retrieved November 8, 2022.