ელ-რიფი
ელ-რიფი (არაბ. جبال الريف) — ქედი ატლასის მთების სისტემაში, ჩრდილოეთ მაროკოში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ. მაქსიმალური სიმაღლე 2456 მ (მთა თიდიგინი). უმეტესწილად აგებულია კირქვებით. დასერილია მდინარეთა მრავალრიცხოვანი ხეობებით. ჩრდილოეთ კალთის ქვედა მონაკვეთებზე გვხვდება მაკვისი და კორპის მუხის ტყეები, უფრო მაღლა ტუიასგან, ღვიისგან და კედრისგან შემდგარი წიწვოვანო ტყე, სამხრეთ კალთებზე ხეხილის ბაღებია. ქედის სამხრეთ ნაწილში, იქ, სადაც იგი მაროკოს მესეტაში გადადის, განლაგებულია უძველესი ქალაქი ფესი.
ელ-რიფი | |
---|---|
კოორდინატები: 35° ჩ. გ. 4° დ. გ. / 35° ჩ. გ. 4° დ. გ. | |
ქვეყანა | მაროკო |
უმაღლესი წერტილი | თიდიგინი |
სიმაღლე | 2456 მ |
ფართობი | 34,631 კმ² |
სიგრძე | 201 კმ |
სიგანე | 314 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ელ-რიფი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ელ-რიფი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)