ელ-რეის ეროვნული პარკი
ელ-რეის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional El Rey) — ეროვნული პარკი არგენტინის ჩრდილო-დასავლეთში, სალტის პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ სალტადან 80 კმ-ში. მისი ფართობია 441.62 კმ².
ელ-რეის ეროვნული პარკი
Parque Nacional El Rey | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | სალტის პროვინცია, არგენტინა |
კოორდინატები | 24°41′29″ ს. გ. 64°37′13″ დ. გ. / 24.69139° ს. გ. 64.62028° დ. გ. |
ფართობი | 441,62კმ² |
დაარსდა | 1948 |
მმართველი ორგანო | არგენტინის ეროვნული პარკების ადმინისტრაცია |
პარკი შეიქმნა ადგილობრივი ეკოსისტემის დაცვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით. კლიმატი თბილია. ნალექების საშუალო წლიური ჩამონადენი 500-700 მმ-ს შეადგენს.
ფლორა საკმაოდ მრავალფეროვანია, სიმაღლის ცვლასთან ერთად, მისი ხუთი დონე გამოიყოფა. რაც შეეხება ფაუნას, აღსანიშნავია ტაპირი, ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი სამხრეთ ამერიკაში (300 კგ).
ეს ტერიტორია წარსულში დასახლებული იყო ადგილობრივი ინდიელებით, ამიტომ ბევრია არქეოლოგიური ძეგლი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არგენტინის ეროვნული პარკების ადმინისტრაცია დაარქივებული 2006-09-08 საიტზე Wayback Machine.
- [1] დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.