ელის უოკერი
ელის მელსენიორ ტალულა-კეიტ უოკერი (დ. 9 თებერვალი, 1944) — ამერიკელი მწერალი, პოეტი რომანისტი და სოციალური აქტივისტი. 1982 წელს მან დაწერა რომანი „იისფერი“ (The Color Purple), რისთვისაც მოიპოვა ეროვნული წიგნის ჯილდო მხატვრული ლიტერატურისთვის და დაჯოლდცერის პოვდა პულირემიით, ასევე მხატვრული ლიტერატურისთვის. უოლკერმა დაწერა რომანები „მერიდიანი“ (1976) და „გრეინჯ კოპლენდის მესამე ცხოვრება“ (1970). იგი ფემინისტურ იდეოლოგიას იზიარებდა და 1983 წელს შემოიტანა ტერმინი „womanist“, რაც ნიშნავს „შავი ფერის ფემინისტს“.
ელის უოკერი | |
---|---|
უოკერი 2007 წელს | |
დაბადების თარიღი | 9 თებერვალი, 1944 |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | პოეტი, ნოველისტი, სოციალური აქტივისტი |
ადრეული წლები
რედაქტირებაელის მალსენიორ ტალულაჰ-კეიტ უოკერი დაიბადა 1944 წლის 9 თებერვალს, ჯორჯიის შტატ ეატონტონში..[1] უოკერი რვა და-ძმას შორის ყველაზე უმცროსია. მშობლები: დედა-შინამოსამსახურე მინინი ლუ-ტალულა გრენტ უოკერი, ხოლო მამა მოიჯარე უილი ლი-უოკერია. ელის ოთხი წლის ასაკში ჩაირიცხა სკოლა East Putnam Consolidated-ში.[2] [1][3]
მან 8 წლის ასაკში თვალთახედვა დაკარგა: მისმა ერთ-ერთმა ძმამ ცივი იარაღით მარჯვენა თვალი დაუზიანა, ოჯახის უსახსრობის გამო დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო, რის გამოც მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. ამის შემდეგ მომავალი მწერალი კითხვითა და ესეების წერით დაკავდა. ცხოვრების ეს მონაკვეთი მას აღწერილი აქვს ესეში „სილამაზე: როდესაც სხვა მოცეკვავე თავად ხარ“.
უოკერმა განათლება მიიღო ისტ პუტნამის ფერადკანიანთა სკოლაში ხოლო 1961 წელს დაამთავრა ბატლერ-ბეიკერის საშუალო სკოლა. 17 წლის ასაკში უოკერმა მიიღო სტიპენდია ატლანტაში- სპელმანის ფერადკანიან ქალთა კოლეჯში, სადაც იგი დაინტერესდა რუსული ლიტერატურით და სამოქალაქო უფლებებით. 1963 წელს მას შესთავაზეს სარა ლოურენსის კოლეჯის სტიპენდია და მას შემდეგ, რაც მისი აქტივისტი მენტორი ჰოვარდ ზინი გაათავისუფლეს სპელმანიდან, უოკერი გადავიდა სარა ლოურენსში. იქ მან შეისწავლა პოეზია მურიელ რუქისერთან ერთად (1913–1980), რომელიც დაეხმარა მას 1968 წელს ლექსების პირველი კრებულის "ერთხელ"- გამოცემაში. 1964 წელს იგი დაორსულდა, რამაც სუიციდისკენ და მძიმე დეპრესიისკენ უბიძგა. სწორედ ამ პერიოდში მან დაწერა თავისი პირველი მოთხრობა „სიკვდილით ჯოჯოხეთისკენ“ (To Hell with Dying). უოლკერი ასევე სწავლობდა აღმოსავლეთ აფრიკაში, გაცვლითი პროგრამის სტუდენტად 1966 წლამდე.
სპელმანის კოლეჯში სწავლის დროს, უოკერი გახდა პარიზის უნივერსიტეტის სტიპენდიატი, რაზეც მან უარი განაცხადა და მარტინ ლუთერ კინგთან შეხვედრის შემდეგ შეუერთდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობას.
კარიერა
რედაქტირებაკოლეჯის დამთავრების შემდეგ, უოკერმა მუშაობა დაიწყონიუ–იორკის საქალაქო კეთილდღეობის დეპარტამენტში, იქამდე სანამ სამხრეთში დაბრუნდებოდა. იგი ასევე მუშაობდა იურიდიული თავდაცვის ფონდში — „ეროვნული ასოციაცია ფერადკანიანთა განვითარებისთვის“, მისისიპის შტატში. უოკერი ასევე იყო კონსულტანტი და პროგრამის Mississippi Children of Head Head Start მონაწილე. მოგვიანებით მან მუშაობა დაიწყო ჯექსონის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1968–1969) და ტუგალუს კოლეჯში (1970–1971). 23 წლის ასაკში უოკერის ესემ "სამოქალაქო უფლებების მოძრაობა:რა კარგი იყო ის?" (“The Civil Rights Movement: What Good Was It?”), 1967 წელს გაიმარჯვა ამერიკელი მეცნიერების ესეების კონკურსში და მოგვიანებით დაიბეჭდა ჟურნალში. ეს იყო მისი პირველი გამოქვეყნებული ნაწარმოები, რომელშიც 300$ ოდენობის ფულადი ჯილდო მიიღო.
ტუგალუს კოლეჯში მუშაობის გარდა, უოლკერმა 1970 წელს გამოსცა თავისი პირველი რომანი, "გრეინჯ კოპლენდის მესამე ცხოვრება". რომანში აღწერილია გრეინჯ კოპელანდის, მოძალადე, უპასუხისმგებლო ქმრისა და მამის ცხოვრება. 1972 წლის შემოდგომაზე უოკერი ხელმძღვანელობდა კურსს „ფერადკანიანი ქალი მწერლები“, მასაჩუსეტსის ბოსტონის უნივერსიტეტში.[4]
უოკერის 1975 წელს გამოქვეყნებულმა სტატიამ „Zora Neale Hurston“, ხელი შეუწყო ამ აფრო-ამერიკელი მწერალისა და ანთროპოლოგის საქმიანობისადმი ინტერესის გაღვივებას.[5]
1976 წელს, ნიუ–იორკში გადასვლის შემდეგ, გამოიცა უოკერის მეორე რომანი, „მერიდიანი.“ რომანში აღწერილია სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი მუშაკების მოღვაწეობა 1960–იან წლებში. ფემინისტი ჟურნალისტი გლორია სტეინემი აღნიშნავს, რომ „მერიდიანი“ "ხშირად მოიხსენიება, როგორც სამოქალაქო უფლებების მოძრაობის საუკეთესო რომანი, და შედის როგორც ამერიკის ისტორიის, ასევე ლიტერატურის კურსების პროგრამათა სიაში".
1982 წელს გამოქვეყნდა რომანი „იისფერი“, რომელიც ბესტსელერი გახდა. „The New York Times“ მას "თვალწარმტაც და საუკეთესოდ დაწერილ რომანს" უწოდებს. ეს ეპისტოლარული რომანი, ასახავს აფრო-ამერიკელი ქალის, სელის ცხოვრებასა და თვითრეალიზაციას 1909–1947 წლებში ჯორჯიის შტატში. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი საშინელ ძალადობას განიცდის მამის, მოგვიანებით კი ქმრის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ იგი გახდა ბესტსელერი და პოპულარობით სარგებლობს საშუალო სკოლის კლასებში, მკაფიო სექსუალურობისა და სპეციფიკური ენის გამო, იგი რამდენიმე ოლქში აკრძალულია .
სტივენ სპილბერგმა წიგნის მიხედვით გადაიღო დრამა, რომელშიც მთავარ როლს ასრულებენ ვუპი გოლდბერგი და ოპრა უინფრი, 1985 წელს ფილმის ჩვენება აშშ-ს კინოთეატრებში 21 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და $142 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო. ოპრა უინფრიმ და ვუპი გოლდბერგმა გაიმარჯვეს ოსკარის ნომინაციაში-როლის საუკეთესო შესრულებისთვის. როდესაც სპილბერგმა ფილმის გადაღება დაასრულა, მან უოკერს აჩუქა აფრო-ამერიკელი მხატვრის ბილ ტრეილორის ნახატი: „კაცი თეთრზე, ქალი წითელზე“. ნახატი აუქციონზე 507,000 აშშ დოლარად გაიყიდა. 2005 წელს, ფილმი „იისფერი“ გახდა ტონის პრემიის ლაურეატი მიუზიკლი, რომელიც 3 წლის მანძილზე იდგმებოდა. 2018 წელს წიგნის 5 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა და ითარგმნა 25 ენაზე.
1998 წელს უოკერმა გამოაქვეყნა რომანი „მამაჩემის ღიმილის ნათელი“, რომელიც ქალის სექსუალურ ორიენტაციას ეხება. მთავარი გმირები არიან რობინზონები, ანთროპოლოგი ცოლ-ქმარი. New York Times ამის შესახებ წერს: ამ რომანში განხილულია "საზიანო გზები, რომლითაც ჩვენი პურიტანული კულტურა თრგუნავს ქალის სექსუალობას“. უოკერს დაწერილი აქვს კიდევ რამდენიმე რომანი, მათ შორის არის "ჩემი ნაცნობი ტაძარი" და "სიხარულის საიდუმლოს ფლობა" (რომელშიც მოყვანილია რამდენიმე პერსონაჟი წიგნიდან „იისფერი“) მან გამოაქვეყნა მოთხრობების, პოეზიისა და სხვა მწერლობის არაერთი კრებული, რომლებიც ორიენტირებულია ფერადკანიანების, განსაკუთრებით ქალების ბრძოლაზე და მათ ცხოვრებაზე რასისტულ, სექსისტურ და ძალადობრივ საზოგადოებაში.
2000 წელს უოლკერმა გამოაქვეყნა თავის ცხოვრებაზე დაფუძნებულ მოკლე ნაწარმოებთა კოლექცია, სახელწოდებით „The Way Forward Is With Broken Heart“ (რევოლუციური გულით), რომელიც ეხება სიყვარულსა და რასობრივ ურთიერთობებს. იგი დეტალურად აღწერს რასობრივ ურთიერთობას მელვინ როზენმან ლევენთალთან, სამოქალაქო უფლებების ადვოკატთან, რომელიც მასთან ერთად ამ პერიოდში მისისიპში მუშაობდა.[6] ვინაიდან რასათშორისი ქორწინება სამხრეთ შტატებში უკანონო იყო, წყვილი დაქორწინდა 1967 წლის 17 მარტს ნიუ-იორკში ხოლო 1976 წელს განქორწინდნენ.[7] მათ 1969 წელს შეეძინათ ქალიშვილი რებეკა.[3] რებეკა უოკერი, ელის უოკერის ერთადერთი შვილი, ამერიკელი რომანისტი, რედაქტორი, მხატვარი და აქტივისტია.
2007 წელს უოკერმა ხელნაწერისა და საარქივო მასალისგან შემდგარი ნაშრომების 122 ყუთი გადასცა ემორის უნივერსიტეტის არქივსა და იშვიათი წიგნების ბიბლიოთეკას. გარდა რომანების პროექტებისა, ნაშრომები მოიცავს გამოუქვეყნებელ ლექსებს, რედაქტორებთან მიმოწერას. კრებულში ვრცელი მიმოწერა გვხვდება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან, ასევე შედის პოეზიის ჩანაწერი, რომელიც უოკერმა 15 წლის ასაკში შეადგინა სახელწოდებით "ლექსები ბავშვობის პოეტის შესახებ".
2013 წელს ელის უოკერმა გამოაქვეყნა ორი ახალი წიგნი: „ The Cushion in the Road: Meditation and Wandering as the Whole World Awakens to Being in Harm's Way“ და „მსოფლიო გაჰყვება სიხარულს, რომელიც სიგიჟეს ყვავილებად გადააქცევს (ახალი ლექსები). The World Will Follow Joy Turning Madness into Flowers (New Poems). ამავე წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი ელისის ცხოვრების შესახებ „Alice Walker: Beauty in Truth“ პრატიბჰა პარმარის რეჟისორობით. [8]
პულიცერისა და წიგნის ეროვნული ჯილდოსთან ერთად, უოკერი დაჯილდოებულია ო.ჰენრის პრემიით და მაჰმუდ დარვიშის სახელობის ლიტერატურული პრემიით მხატვრული ლიტერატურისთვის. გარდა ამისა, იგი 2006 წელს შეიყვანეს „კალიფორნიის დიდების დარბაზის სიაში“, ხოლო 2010 წელს მიიღო LennonOno-ს მშვიდობის პრემია.
დღეს უოკერი განაგრძობს არა მხოლოდ წერას, არამედ აქტიურ ეკოლოგიურ, ფემინისტურ და ეკონომიკურ-სამართლიანობის საკითხებში მუშაობას. მან 2004 წელს გამოაქვეყნა რომანი, ”ახლა დროა გული გადაგიშალო” და მას შემდეგ გამოვიდა რამდენიმე პოეტური კრებული და მხატვრული ნაწარმოები. მაგალითად, 2018 წელს უოლკერმა გამოაქვეყნა ლექსების კრებული სახელწოდებით "გულიდან ისრის ამოღება“.
აქტივიზმი და მიმდინარე სამუშაო
რედაქტირებაელის უოკერი 1960-იანი წლების დასაწყისში შეხვდა მარტინ ლუთერ კინგს. მისი შთაგონებით უოლკერი დაუბრუნდა სამხრეთს (American South) და იქ შეუერთდა „სამოქალაქო უფლებების მოძრაობას“ სადაც მოგვიანებით დაარეგისტრირა შავკანიანი ამომრჩევლები მისისიპისა და ჯორჯიის შტატებში.
2003 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, უოკერი დააპატიმრეს 26 აქტივისთტან ერთად თეთრი სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციის ხაზის გადაკვეთის დროს. დაკავებულთა შორის იყვნენ: მაქსინ ჰონგ კინგსტონი და ტერი ტემპესტ უილიამსი. ეს იყო ერაყის ომის საწინააღმდეგო მიტინგი, რომელიც უშუალოდ ომის წინა დღეს მოეწყო. უოკერმა ამ გამოცდილების შესახებ დაწერა ესსეში "ჩვენ ვართ ისინი, ვისაც დიდიხანია ველოდებოდით“ („We Are the Ones We Have Been Waiting For“)
უოკერის ფემინიზმის სპეციფიკური მიმართულება მოიცავდა ფერადკანიანი ქალების ადვოკატობას. 1983 წელს უოკერმა თავის კრებულში გამოიყენა ტერმინი „womanist“ რაც ნიშნავს "შავი ფერის ფემინისტს“. ეს ტერმინი დამკვიდრდა ფერადკანიანი ქალებისა და ფემინისტური მოძრაობის გაერთიანებისთვის "რასის, კლასისა და გენდერული ჩაგვრის გადაკვეთაზე". უოკერი აცხადებს, რომ „womanist“ გვაძლევს სიტყვის თავისუფლებას, რადგან ეს არის შავკანიანი ქალების წინაშე მდგარი საკითხები საზოგადოებაში. „ვუმანიზმი“ როგორც მოძრაობა, განხორციელდა 1985 წელს „ამერიკის რელიგიის აკადემიასა და ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოებაში“, რათა ფერადკანიან ქალთა პრობლემები გაეთვალისწინებინათ საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვალსაზრისით. ”
უოკერი ასევე იყო “ქალთა საერთაშორისო ლიგის მშვიდობისა და თავისუფლების”(Women's International League for Peace and Freedom) სპონსორი. 2015 წლის დასაწყისში მან დაწერა: ”მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოძრაობა მშვიდობისა და სამართლიანობისკენ გულისხმობს ჩვენი შინაგანი სულის სტაბილიზაციას, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ და გავაცნოთ სამყაროს ბევრად უფრო დომინანტური ჰუმანური ხედვა.“
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი
რედაქტირება2009 წლის იანვარში ელის უოკერი იყო მსახიობებთან დენი გლოვერთან, ჯეინ ფონდასთან და 50 სხვა ხელმმომწერთა შორის, რომლებმაც გააპროტესტეს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ისრაელის კინემატოგრაფისტთა ყურადღების ცენტრში მოქცეული ფილმი "ქალაქი ქალაქიდან" და დაგმეს ისრაელი, როგორც "აპარტეიდის რეჟიმი".
ორი თვის შემდგომ, უოკერი და 60 ქალი აქტივისტი გაემგზავრა ღაზის სექტორში ომის საწინააღმდეგო მოძრაობით, (Code Pink). მათი მიზანი იყო დახმარების მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მოსახლეობასთან შეხვედრა. ასევე ისრაელისა და ეგვიპტის დარწმუნება, რომ გაეხსნათ საზღვრები ღაზასთან. იგი აპირებდა ღაზას მონახულებას 2009 წლის დეკემბერში, ღაზის თავისუფლების მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად. 2011 წლის 23 ივნისს, ისრაელის წინააღმდეგ ტერორიზმის მხარდაჭერი უოკერი ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. მისმა მონაწილეობამ 2011 წლის ღაზის ფლოტილიაში გამოიწვია კომენტარი, სათაურით "ელის უოკერის ფანატიზმი", რომელიც ამერიკელმა პროფესორმა ალან დერშოვიცმა დაწერა „The Jerusalem Post“-ში.
2012 წელს უოკერმა უარი თქვა მისი წიგნის „იისფერი“ ებრაულ ენაზე გადათარგმნაზე.
2013 წლის მაისში, უოკერმა ღია წერილი გამოუგზავნა მომღერალ ალიშა კისს, რომელშიც სთხოვდა თელ-ავივში დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას. ”მე მჯერა, რომ ჩვენ ურთიერთპატივისცემით ვეკიდებით ერთმანეთის გზას და მუშაობას”, - წერს უოლკერი. ”ჩემთვის მწუხარება იქნება იმის ცოდნა, რომ თქვენ საკუთარ თავს საფრთხეში აყენებთ აპარტეიდის ქვეყანაში სცენაზე გამოსვლით.” კისმა უარყო საპროცესო მოთხოვნა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1967 წელს უოკერი დაქორწინდა მელვინ როზენმან ლევენტალზე, ებრაელ სამოქალაქო უფლებების დამცველზე. წყვილი საცხოვრებლად გადავიდა ჯექსონში, მისისიპიში და გახდა ძალადობრივი მუქარის მსხვერპლი. უოკერი და მისი მეუღლე პირველი, კანონიერად დაქორწინებული რასობრივი წყვილი იყო. მათ 1969 წელს ქალიშვილი შეეძინათ სახელად რებეკა, რომელიც ამერიკელი რომანისტი, რედაქტორი, მხატვარი და აქტივისტია. წყვილი 1976 წელს განქორწინდა, თუმცა კვლავ გააგრძელეს ერთად მუშოაბა მისისიპის სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში.
1970-იანი წლების ბოლოს უოკერი ჩრდილოეთ კალიფორნიაში გადავიდა. უოკერი არის „Wild Tree Press“- ის, ფემინისტური გამომცემლობის კომპანიის, “Anderson Valley California” თანადამფუძნებელი, რომელიც 1984 წელს მან და მწერალმა რობერტ ალენმა დააარსეს. 1990-იანი წლებში უოკერი ხვდება მომღერალსა და კომპოზიტორს ტრეისი ჩემპენს და თავს ბისექსუალად აცხადებს: ”მე ღია ვარ ადამიანის სულისთვის, იქნება ეს კაცი თუ ქალი“.
დედის, მინი ტალულა გრანტისა და მამისეული ბებიის პატივსაცემად, უოკერმა 1994 წელს ლეგალურად დაამატა "Tallulah Kate" მის სახელს. მინი ტალულა გრანტის ბებია, ტალულა, ჩეროკი იყო. ელის უოკერი მუსიკოსის რეჯი უოტსის ბიძაშვილია. ელის უოკერმა 2011 წელს გამოსცა წიგნი „The Chicken Chronicles,“ სადაც აღწერს თავის დიეტას (ძირითადად ვეგეტარიანულს) და 5 თვიან მცდელობას ვეგეტარიანელად გახდომისა.
ჯილდოები და პრიზები
რედაქტირება- „მაკდოველის“ კოლონიის სტიპენდიები (1967 და 1974)
- „ინგრამრილის ფონდის“ სტიპენდია (1967)
- „Candace Award, Arts and Letters”, 100 ქალი ქალის ეროვნული კოალიცია (1982)
- „პულიცერის პრემია” მხატვრული ლიტერატურისათვის (1983) წიგნისთვის “იისფერი“
- „ეროვნული წიგნის პრემია მხატვრული ლიტერატურისთვის“ (1983) „იისფერი“
- ო. ჰენრის პრემია "Kindred Spirits"-სთვის (1985)
- „კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტის საპატიო ხარისხი“ (1995)
- ამერიკის ჰუმანისტთა ასოციაციამ იგი დაასახელა "წლის ჰუმანისტად" (1997)
- „ლილიან სმიტის პრემია“ ხელოვნების ეროვნული ფონდისგან.
- „როზენტალის პრემია“ ხელოვნებისა და წერილების ეროვნული ინსტიტუტისგან
- წინა გვერდის ჯილდო საუკეთესო ჟურნალის კრიტიკისათვის ნიუ-იორკის Newswoman's Club- ისგან
- „ჯორჯიის მწერალთა დიდების დარბაზის“ სიაში შესვლა (2001)
- „კალიფორნიის დიდების დარბაზში“ შესვლა კალიფორნიის ისტორიის, ქალთა და ხელოვნების მუზეუმში (2006)
- „ადგილობრივი ადამიანის უფლებები“ს ჯილდო Global Exchange-სგან (2007)
- „LennonOno-ს გრანტი“ მშვიდობისათვის (2010)
რომანებისა და მოთხრობების კრებულები
რედაქტირება- “გრეინჯ კოპლენდის მესამე ცხოვრება” (1970)
- „სიყვარული და პრობლემები: შავკანიანთა ქალების ისტორიები“ (1973)
- „მერიდიანი“ (1976)
- „იისფერი“ (1982)
- „კარგ ქალს ვერ შეინარჩუნებ: მოთხრობები“ (1982)
- „სიკვდილით ჯოჯოხეთისკენ“ (1988)
- „ჩემი ნაცნობი ტაძარი“ (1989)
- „მწვანე ქვის ძიებაში“ (1991)
- „სიხარულის საიდუმლოს ფლობა „ (1992)
- „სრული ისტორიები“ (1994)
- „მამაჩემის ღიმილის შუქზე“ (1998)
- „წინ გადატეხილი გულით“ (2000) The Way Forward Is with a Broken Heart
- „დროა გული გადაგიშალოთ“ (2004)
ნარკვევები და პროზა
რედაქტირება- „ჩვენი დედების ბაღების ძიებაში: „ვუმანისტის“ პროზა“(1983)
- „ყველაფერი, რაც ჩვენ გვიყვარს, შენახულია“ (1983)
- „სიტყვით ცხოვრება“ (1988)
- „Warrior Marks“ (პრატიბჰა პარმართან ერთად) (1993)
- „ჩვენ ის ვართ, ვისაც ველოდებით“ (2006)
- „მეტყველების დაძლევა“(2010)
- Chicken Chronicles, A Memoir (2011)
- The cushion in the road - Meditation and wandering as the whole world awakens to be in harm's way (2013)
პოეტური კრებულები
რედაქტირება- „ერთხელ“ (1968)
- „რევოლუციური პეტუნიები და სხვა ლექსები“ (1973)
- „ღამე მშვიდობისა, უილი ლი, დილამდე“ (1979)
- „ცხენები ლანდშაფტს ალამაზებენ“ (1985)
- „მის ცისფერ სხეულზე ყველაფერი ვიცით: მიწიერი ლექსები“ (1991)
- „აბსოლუტური ნდობა დედამიწის სიკეთისადმი“ (2003)
- „პოემამ ჩემს მკლავზე იმოგზაურა: ლექსები და ნახატები“ (2003)
- „ლექსების შეგროვება“ (2005)
- „მძიმე დრო მოითხოვს განრისხებულ ცეკვას: ახალი ლექსები“ (2010)
- „გულიდან ისრის ამოღება“ (2018)
ლიტერატურა
რედაქტირება- Lewis, Jj. „Biography of Alice Walker, Pulitzer Prize Winning Writer“
- "Alice Walker: Biography and Awards”
- Gumbs, AP.Martens “Alice Walker-Official Biography"
- Television Networks “Alice Walker Biography”
- „Alice Walker (1944)"
- Spelman-College A. “Alice Walker-American writer”
- Hodge, A. “A Snapshot Look at Alice Walker's "The Color Purple"
- Collier, A. “10 Things You Might Not Know About Alice Walker”
- “Alice Walker Topic Overview”
- „Inner Light in a Time of Darkness: A Conversation with Author and Poet Alice Walker“
- Brown, B. „Toronto film festival ignites anti-Israel boycott“
- Goodstein, L. „Americans Are Joining Flotilla to Protest Israeli Blockade“
- Dershowitz, M. A „Alice Walker’s bigotry“
- „Alice Walker says no to Hebrew ‘Purple’"
- „Alice Walker Urges Singer Alicia Keys to Cancel July Concert in Israel”
- Benjamin, M. Buffa, A. „Global Women Launch Campaign to End Iraq War“
- „From the President's Corner” დაარქივებული 2021-12-17 საიტზე Wayback Machine.
- Joyce, D F. “Black Book Publishers in the United States”
- "Alice Walker archives open“
- The Pulitzer Prize”
- „Books by Alice Walker„
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ელის უოკერი
- Pulitzer Prize Winner in Fiction
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Bates, Gerri (2005). Alice Walker: A Critical Companion. Greenwood Press. OCLC 62321382.
- ↑ Moore, Geneva Cobb, and Andrew Billingsley. Maternal Metaphors of Power in African American Women's Literature: From Phillis Wheatley to Toni Morrison. University of South Carolina Press, 2017, OCLC 974947406.
- ↑ 3.0 3.1 The Officers of the Alice Walker Literary Society. About Alice Walker. Alice Walker Literary Society. ციტირების თარიღი: June 15, 2015.
- ↑ [1] Interview with Barbara Smith, May 7–8, 2003. p. 50. Retrieved July 19, 2017
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-09. ციტირების თარიღი: 2020-02-15.
- ↑ Campbell, Duncan. (2001-02-25) Interview: Alice Walker en. ციტირების თარიღი: 2018-03-26
- ↑ World Authors 1995-2000, 2003. Biography Reference Bank database. Retrieved April 10, 2009.
- ↑ Justice, Elaine (December 18, 2007). „Alice Walker Places Her Archive at Emory“ (პრეს-რელიზი). Emory University.