ელისე (ჯოხაძე)
(გადამისამართდა გვერდიდან ელისე (მეუფე))
მიტროპოლიტი ელისე (ერისკაცობაში — ელდარ რაჟდენის ძე ჯოხაძე; დ. 16 თებერვალი, 1949, შქმერი — გ. 16 მარტი, 2015, ონი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ნიკორწმინდის ეპარქიის მიტროპოლიტი.
ელისე | |
---|---|
ნიკორწმინდის ეპარქიის მიტროპოლიტი | |
მეუფე ელისე | |
პროვინცია | რაჭა |
ეპარქია | ნიკორწმინდის ეპარქია |
ეკლესია | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ინთრონიზაცია | 1996 |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | ელდარ ჯოხაძე |
დაბადების თარიღი | 16 თებერვალი, 1949 |
დაბადების ადგილი | შქმერი |
გარდაცვალების თარიღი | 16 მარტი, 2015 |
გარდაცვალების ადგილი | ონი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
ბიოგრაფია
რედაქტირება1985 წელს მღვდლად ეკურთხა. 1985-1994 წლებში იყო მოძღვარი ნიკორწმინდაში, დიდუბის ეკლესიაში, ხოლო 1994-1996 წლებში — ანჩისხატისა და მეტეხის ეკლესიებში; 1996 წლის 15 მარტს ბერად აღიკვეცა, ხოლო 1996 წლის 17 მარტს — ეპისკოპოსად ეკურთხა; 2002 წელს გახდა ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი, 2008 წლის 16 თებერვალას — მიტროპოლიტი. კათედრა ჰქონდა ნიკორწმინდაში, რეზიდენცია ამბროლაურსა და ონში. გარდაიცვალა 2015 წლის 16 მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ქალაქ ონში.