ელიზაბეტ პეტცი
ელიზაბეტ პეტცი (დ. 8 იანვარი, 1985, ერფურტი, გდრ) — გერმანელი მოჭადრაკე, ფიდეს საერთაშორისო ოსტატი. ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი.
ელიზაბეტ პეტცი. 2016 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) | გერმანია |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 იანვარი, 1985 |
დაბადების ადგილი | ერფურტი, გდრ |
წოდება | საერთაშორისო ოსტატი (2004) |
ფიდე რეიტინგი | 2467 (მარტი 2021)[1] |
მაქსიმალური რეიტინგი | 2502 (ივნისი 2016) |
საიტი | elisabeth-paehtz.de |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელიზაბეტი ქალაქ ერფურტში დაიბადა. ჭადრაკის თამაში ბავშვვობაში მამამისმა თომას პეტცმა ასწავლა, რომელიც დიდოსტატი იყო, გდრ-ში ერთ-ერთ უძლიერეს მოჭადრაკედ ითვლებოდა. 9 წლის ელისაბეტი გემანიის 11 წლამდელ გოგონებში ჩემპიონი გახდა, ხოლო 1999 წელს დიდებში ქალთა შორის იჩემპიონა. იმავე წელს ჰანოვერში, კომპიუტერების გამოფენაზე, მსოფლიოს მე-13 ჩემპიონ გარი კასპაროვთან ორი საჩვენებელი მატჩი ითამაშა. კასპაროვმა შეაქო გოგონა, დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და უკეთ განვითარებისთვის ახალი სპონსორების მოძიებაში დაეხმარა.[2] 2002 წელს 18 წლამდელ გოგონათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო სამ წელიწადში 20 წლამდელებში მოიგო მსოფლიოს ოქრო. 2004 წელს დრეზდენის სპორტის უმაღლეს სკოლაში დაიწყო სწავლა და ერთ წელიწადში დიპლომიც მიიღო.
გამოდის Dresdner Sport Club 1898 კლუბში და გერმანიის ქალთა ლიგაში ასპარეზობს. ელიზაბეტს მამაკაცთა ჩემპიონატშიც აქვს ნათამაები SC Kreuzberg-ის შემადგენლობაში.
2006 წელს „ფიშერის ჭადრაკის“ (ჭადრაკი 960) პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა და ფინალში გავიდა, სადაც რუს ალეკსანდრა კოსტენიუკთანდ ამარცხდა 2,5:5,5.
პეტცი საკმაოდ პოპულარულია გერმანიაში და ტელეშოუებშიც ხშირად იწვევევნ. სკოლის დასრულების შემდეგ ჯარის კლუბებში სპორტის განვითარებისთვის ბუნდესვერში ჩაეწერა.
2017 წელს ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში მესამე ადგილზე გავიდა.[3]
2018 წელს სწრაფ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო,[4] ხოლო ბლიცში ვერცხლს დაეუფლა.[5] ამ წელს ფიდეს რეიტინგში საკმაო პუნქტები მოუგროვდა და ქალთა ათეულშიც შეაბიჯა.
2019 წელს, ევროპის ქალთა ინდივიდულაურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო.
გერმანიის ქალთა ნაკრები
რედაქტირებანაკრებში 13 წლისას 1998 წელს უხმეს და მას მერე უცვლელი წევრია. ქალთა ოლიმპიადაზე 1998 წელს სათადარიგო იყო, მომდევნო სამზე მეორე დაფაზე იჯდა, ხოლო შემდეგ სულ პირველ დაფაზე გამოდის. მედლები არც პირადულში და არც გუნდურში არ მოუპოვებია. 2007 წელს ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე გამოვიდა, ნაკრებმა მექვსე ადგილი დაიკავა, თვითონ კი პირველ დაფაზე ინდივივდუალური ბრინჯაო აიღო. მან 2 მოიგო და 6 დაასრულა ყაიმით. 10-ჯერ იასპარეზა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, სადაც მხოლოდ ერთი ინდივიდუალური მედალი აქვს მოგებული. 2001 წელს მეორე დაფაზე მოთამაშე, თავის პოზიციაზე მესამე ადგილზე გავიდა. მან 3 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და ერთი წააგო.
ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი
რედაქტირებაქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მოსკოვში იასპარეზა და მესამე ეტაპამდე მივიდა. 64 მონაწილეს შორის 29-ე ნომრად იყო განთესილი და შეჯიბრი ნოკაუტ-სისტემით ჩატარდა. პირველ ეტაპზე პოლონელ ივეტა რაძიევიჩს მოუგო 3,5:2,5, შემდეგ ჩინელ ვან პის 1,5:0,5 და მესამეში რუმინელ კრისტინა ადელა ფოისორთან დამარცხდა 0,5:1,5
რეიტინგით მეორმოცე იყო ელისტაში და ისევ სამი ეტაპის გადალახვა შეძლო. მისი სამივე მეტოქე ჩინელი იყო. პირველში ჯერ ვან პის სძლია 1,5:0,5, შემდეგ ჭაო სიუეს 2,5:1,5 მაგრამ შემდეგ სიუ იუხუასთან დამარცხდა 0,5:1,5.
პირველივე ეტაპზე დასრულა გამოსვლა ეკატერინბურგში, სადაც 30-ე ნომრად იყო განთესილი. იგი პენ ჩჟაოცინთან დამარცხდა 2:4.
ნალჩიკში მე-16 ნომერი იყო რეიტინგით და მეორე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა. აზებაიჯანელი ილაჰა ყადიმოვას ძლევის შემდეგ 4:3 უკრაინელ ანა უშენინასთან დამარცხდა 1,5:0,5.
რეიტინგით მეოცე იყო ანთაქიაში და ისევ მეორე ეტაპამდე მივიდა. პოლონელი იოლანტა ზავადსკაიასთან მოგების შემდეგ 3:1, ლიეტუველ ვიქტორია ჩმილიტესთან დამარცხდა 1,5:2,5.
2015
რედაქტირებაპირველივე ეტაპიდან გამოვარდა სოჭში, სადაც მე-20 ნომერი იყო. იგი ქართველ მერი არაბიძესთან დამარცხდა 2:4.
2017
რედაქტირებარეიტინგით მე-14 იყო თეირანში და ისევ მეორე ეტაპამდე მივიდა. მასპინძელი ათოუშა პოურკაშიანის მოგების შემდეგ 1,5:0,5, შვედ პია კრამლინგთან დამარცხდა 1:3.
2018
რედაქტირებახანტი-მანსიისკში პირველივე ეტაპზე დამარცხდა ირანელ მობინა ალინასაბთან 0,5:1,5. გერმანელი მე-10 ნომრად იყო განთესილი.
ოჯახი
რედაქტირება2015 წლის სექტემბერში ცოლად გაყვა წარმოშობით ალბანელ და ამჟამად იტალიის სახელით მაოსპარეზე დიდოსტატ ლუკა შუტაის.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://ratings.fide.com/profile/4641833/top
- https://www.365chess.com/players/Elisabeth_Paehtz
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=50272
- http://videos.chessdom.com/elisabeth-paehtz დაარქივებული 2019-10-07 საიტზე Wayback Machine.
- https://www.elisabeth-paehtz.de/
- http://www.olimpbase.org/playersc/pphbnjth.html