ელენე ფურეირა (ბერძ. Ελένη Φουρέιρα; დ. 7 მარტი, 1987) — ბერძენი მომღერალი და მოცეკვავე. მუსიკალური კარიერა დაიწყო 2007 წელს, ბერძნულ გოგონათა ჯგუფ „Mystique“-ში, ჯგუფის დაშლის შემდეგ 2009 წელს დაიწყო სოლო კარიერა.

ელენი ფურეირა

ფურეირა 2018 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 მარტი, 1987 (1987-03-07) (37 წლის)
დაბ. ადგილი Fier[1]
ჟანრ(ებ)ი ლაიკო, პოპი, საცეკვაო პოპი
აქტიური 2007–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Universal Music Greece, Minos EMI, Panik Records, Sony Music
საიტი elenifoureira.gr
ელენი ფურეირა ვიკისაწყობში

ფურეირამ გააფორმა სოლო კონტრაქტი Universal Music Greece-თან და 2010 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი რომელსაც თავისი სახელი დაარქვა, ალბომმა საბერძნეთში მიიღო პლატინის სერტიფიკატი. მოგვიანებით შუერთდა Minos EMI-ს და გამოუშვა მეორე და მესამე სტუდიური ალბომები „Ti Poniro Mou Zitas“ და „Anemos Agapis“ 2012 და 2014 წლებში. ალბომმა მიიღო დადებითი შეფასება საბერძნეთსა და კვიპროსში. 2015 წელს დატოვა Minos EMI და 2015 წელს შეუერთდა „Panik Records“-ს. მეოთხე სტუდიური ალბომი „Vasilissa“, რომელიც გამოუშვა 2017 წლის დეკემბერში.

2018 წელს წარადგინა კვიპროსი ევროვიზიაზე, სიმღერით „Fuego“. 2018 წლის 8 მაისს პირველი ნახევარფინალიდან გადავიდა ფინალში. მან დაიკავა მეორე ადგილი 436 ქულით. ეს იყო საუკეთესო შედეგი როგორისთვისაც კვიპროსს ევროვიზიაზე მიუღწევია.

2019 წელს გამოუშვა EP „Gypsy Woman“ რომელიც ევროპაში კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. 2020 წელს გამოუშვა სინგლები „Yayo“, „Temperatura“ და „Light It Up“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Happy Birthday Eleni Foureira, Who Turns 35 Today // Greek City Times — 2022.