ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2018
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2018 — ყოველწლიური ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 63-ე გამოშვება. კონკურსი, ისტორიაში პირველად, გაიმართება პორტუგალიაში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის წარმომადგენელმა სალვადორ სობრალმა სიმღერით „Amar pelos dois“ გაიმარჯვა 2017 წლის კონკურსში, რომელიც ჩატარდა უკრაინის დედაქალქ კიევში. კონკურსი გაიმართა ლისაბონის პავილიაუ ატლატიკუს არენაზე და იყო შემდგარი ორი ნახევარფინალისა (8 და 10 მაისი) და ფინალისგან (12 მაისი). სამივე ღონიზძიების წამყვანები იყვნენ ფილომენა კაუტელა, სილვია ალბერტო, დანიელა რუა და კატარინა ფურტადო. ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული ისრაელის წარმომადგენელი ნეტა გახდა სიმღერით TOY. ნეტამ ფინალში 529 ქულა დააგროვა და ისრაელს მეოთხედ მოუტანა გამარჯვება(1978,1979,1989, 2018). შესაბამისად, ევროვიზიის კონკურსი 2019 წელს ისრაელში გაიმართა.[2]
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2018 All Aboard! • ყველა ბორტზე! | ||||
---|---|---|---|---|
თარიღები | ||||
ნახევარფინალი 1 | 8 მაისი, 2018 | |||
ნახევარფინალი 2 | 10 მაისი, 2018 | |||
ფინალი | 12 მაისი, 2018 | |||
მასპინძელი | ||||
ღონისძიება | პავილიაუ ატლატიკუ, ლისაბონი, პორტუგალია | |||
წამყვან(ებ)ი | ფილომენა კაუტელა სილვია ალბერტო დანიელა რუა კატარინა ფურტადო | |||
აღმასრულებელი ხელმძღვანელი | იუნ ულა სანი | |||
აღმასრულებელი პროდიუსერი | ჟოან ნუნო ნოგიერა[1] | |||
მასპინძელი მაუწყებელი | პორტუგალიის რადიო და ტელევიზია (RTP) | |||
მონაწილეები | ||||
მონაწილეთა რაოდენობა | 43 | |||
დებიუტანტი ქვეყანა | არა | |||
დაბრუნებული ქვეყნები | ||||
გასული ქვეყნები | არა | |||
| ||||
ხმის მიცემა | ||||
ხმის მიცემის სისტემა | თითოეული ქვეყანა საუკეთესო 10 სიმღერას აფასებს 12, 10, 8–1 ქულით ორ ნაწილად, პროფესიონალური ჟიურის შეფასებითა და ტელემაყურებელთა ხმებით. | |||
გამარჯვებული სიმღერა | ისრაელი ნეტა | |||
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი | ||||
|
მონაწილე ქვეყნები
რედაქტირებაევროპის მაუწყებელთა კავშირმა 2017 წლის 7 ნოემბერს გამოაცხადა, რომ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 42 ქვეყანა. რუსეთმა დაადასტურა თავისი დაბრუნება წინა კონკურსიდან გასვლის შემდეგ, ხოლო მაკედონიას დროებით შეუჩერდა მონაწილეობის უფლება, ქვეყნის ეროვნული მაუწყებლის მიერ გადაუხდელი ვალების გამო. თუმცა, ათი დღის შემდეგ, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა განაცხადა, რომ მაკედონიას კონკურსში მონაწილეობის უფლება მიეცემა და ამით მონაწილეთა რიცხვმა 43-მდე გაზრდა.
პირველი ნახევარფინალი
რედაქტირებაპირველ ნახევარფინალში 19 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. პორტუგალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო ამ ნახევარფინალში აძლევს ხმას.
მეორე ნახევარფინალი
რედაქტირებამეორე ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს 18 ქვეყანა. საფრანგეთი, გერმანია და იტალია ამ ნახევარფინალში აძლევს ხმას.
ფინალი
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Mikheev, Andy. ESCKAZ – Eurovision 2018 – Event page/ Организация конкурса. ESCKAZ. ციტირების თარიღი: 29 January 2018.
- ↑ https://1tv.ge/news/evrovizia-2018-gamarjvebuli-israeli-gakhda/
- ↑ 3.0 3.1 43 Countries will participate. European Broadcasting Union (17 November 2017). ციტირების თარიღი: 17 November 2017.
- ↑ Eurovision Song Contest 2018 First Semi-Final. European Broadcasting Union (29 January 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 29 January 2018.
- ↑ 5.0 5.1 „Albania: "Mall" to Remain in Albanian for Eurovision – Eurovoix“. Eurovoix (ინგლისური). 26 December 2017. ციტირების თარიღი: 26 December 2017.
- ↑ Vatmanidis, Theo (4 October 2017). „Greece update – 2018 Eurovision entry to be ‘exclusively’ in Greek“. EuroVisionary (English). ციტირების თარიღი: 4 October 2017.
- ↑ 7.0 7.1 „Eurovision Cyprus: Eleni Foureira's first reactions and statements about Eurovision - ESCToday.com“. Eurovision News, Polls and Information by ESCToday (ინგლისური). 1 February 2018. ციტირების თარიღი: 2 February 2018.
- ↑ Eurovision Song Contest 2018 Second Semi-Final. European Broadcasting Union (29 January 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 29 January 2018.
- ↑ ESC2018: RTCG quer canção em montenegrino na Eurovisão em Lisboa Portuguese. ციტირების თარიღი: 2 November 2017
- ↑ Eurovision Song Contest 2018 Grand Final. European Broadcasting Union (29 January 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 29 January 2018.
- ↑ Italy: Sanremo 2018 line-up includes Annalisa, Nina Zilli and Noemi - wiwibloggs (15 December 2017).