ირიაო
ქართული მუსიკალური ჯგუფი
ირიაო — ქართული მუსიკალური ჯგუფი, რომელიც სიმღერებს ჯაზისა და ეთნო-ხალხური მუსიკის ჟანრში ასრულებს. ჯგუფმა საქართველო 2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში წარადგინა.[1]
ირიაო | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | ჯაზი, ხალხური |
აქტიური | 2013-დან დღემდე |
წევრები |
დავით მალაზონია დავით ქავთარაძე ბიძინა მურღულია ლევან აბშილავა შალვა გელეხვა გიორგი აბაშიძე მიხეილ ჯავახიშვილი |
ირიაო ვიკისაწყობში |
წარმოშობა
რედაქტირებაჯგუფი ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავია. მისი დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ითვლება ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად, რომელმაც გააერთიანა ეს ორი ჟანრი. ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრისათვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა და ჯგუფებისათვის. მისივე ინიციატივით 2013 წელს დაარსდა ანსამბლი.[2]