ელენა რუბინშტეინი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელენა რუბინშტეინი (ინგლ. Helena Rubinstein, ქალიშვილობის სახელი: Chaja Rubinstein, 1972 წლის 25 დეკემბერი - 1965 წლის 1-ლი აპრილი[1]) — პოლონელ-ამერიკელი ბიზნესმენი, კოლექციონერი და ქველმოქმედი. კოსმეტიკის მეწარმე, კოსპეტიკური კომპანიის Helena Rubinstein Incorporated-ის დამფუძნებელი და ეპონიმი. აღნიშნულმა კომპანიამ ელენა რუბინშტეინი აქცია ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალად მსოფლიოში.[2]

ელენა რუბინშტეინი
დაბადების სახელი Chaja Rubinstein
დაბადების თარიღი 25 დეკემბერი, 1872
კრაკოვი, პოლონეთი
გარდაცვალების თარიღი 1 აპრილი, 1965 (92 წლის)
მანჰეტენი, ნიუ-იორკი
სხვა სახელები პრინცესა გურიელი, მადამ ელენა რუბინშტეინი, ჩაია რუბინშტეინი
ეროვნება პოლონელი
საქმიანობა ბიზნესმენი, მეცენატი, კოლექციონერი, კოსმეტოლოგი
ცნობილია როგორც კოსმეტიკური კომპანიის Helena Rubinstein Incorporated დამფუძნებელი და ეპონიმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ელენა რუბინშტეინი იყო პოლონეთში მცხოვრები ებრაელი ოჯახის შვილი და იყო რვა ქალიშვილთაგან უფროსი.[3] ელენა რუბინშტეინი გახლდათ ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსის მარტინ ბუბერის ბიძაშვილი, ასევე რუთ რაპაპორტის დედის ბიძაშვილი.

ემიგრაცია ავსტრალიაში

რედაქტირება

გარიგებულ ქორწინებაზე უარის თქმის შემდეგ ელენა რუბინშტეინი 1896 წელს დატოვა პოლონეთი და გადასახლდა ავსტრალიაში, სადაც აღმოჩნდა ფულისა და ინგლისური ენის ცოდნის გარეშე. [4] ელენა რუბინშტეინის ჩაცმულობის სტილი და რძისფერი კანის ფერი შეუმჩნეველი არ დარჩა ქალაქის ქალბატონებისათვის და ელენა რუბინშტეინმა მალევე იპოვა თავისი სილამაზის კრემის ენთუზიაზმით გამსჭვალული მყიდველები. მან იპოვა ბაზარი, სადაც შეძლო კრემის გაკეთება. კრემის ძირითადი ინგერდიენტი იყო ლანოლინი.

ავსტრალიაში, დასავლეთ ვიქტორიის რეგიონში, ელენა რუბინშტეინის ბიძა იყო გამყიდველი. აღნიშნულ ადგილას ცხვრების მეშვეობით ამზადებდნენ უამრავ ლანოლინს, იქ აწარმოებდნენ საუკეთესო მატყლს მთელს ქვეყანაში. ლანოლინის მძაფრი სუნის განეიტრალების მიზნით ელენა რუბინშტეინმა ექპსერიმენტები ჩაატარა ლავანდას, ფიჭვის ქერქსა და წყლის შროშანებზე.

ელენა რუბინშტეინმა და ბიძამ ერთმანეთში იკამათეს, ამიტომ ელენამ მელბურნში დაიწყო ოფიციანტად მუშაობა, სადაც შეხვდა თაყვანისმცემელს, რომელიც მზად იყო მისთვის დაეხარჯა ფული კრემის Crème Valaze წარმოებისთვის. რუბინშტეინი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც მხოლოდ ელენა, მალევე შეძლო გაეხსნა საკუთარი სალონი ფეშენებელურ - კოლინზის ქუჩაზე, სადაც ის ყიდდა გლამურს, როგორც კლიენტების მეცნიერებას, სადაც კლიენტების კანს უკეთებდნენ "დიაგნოსტიკას" და უწერდნენ შესაბამის "მკურნალობას".

შემდეგი იყო სიდნეი, სადაც 5 წლის განმავლობაში იყო იმდენად შემოსავლიანი, რომ დაეფინანსებინა Salon de Beauté Valaze ლონდონში. ელენა რუბინშტეინმა შექმნა მსოფლიოში პირველი კოსმეტიკური კომპანია. მისი ბიზნესი აღმოჩნდა უკიდურესად წარმატებული და მოგვიანებით მან გამოიყენა აღნიშნული შემოსავალი საქველმოქმედო ორგანიზაციების დასაფინანსებლად განათლების, ხელოვნების და ჯანდაცვის სფეროში.

ელენა რუბინშტეინმა სწრაფადვე გააფართოვა თავისი საქმიანობის სფერო. 1908 წელს მისმა დამ ჩესკამ თავის თავზე აიღო მელბურნში არსებული მაღაზიის ხელმძღვანელობა მაშინ, როდესაც 100 000 დოლარიანი მოგების შემდეგ რუბინშნეტინი გადავიდა ლონდონში და უნდა დაეწყო ის, რაც უნდა ყოფილიყო საერთაშორისო წამოწყება. იმ დროისთვის ქალებს არ შეეძლოთ ბანკიდან სესხის აღება, ამიტომ თავად შეაგროვა.

ქორწინება და ბავშვები - ლონდონი და პარიზი

რედაქტირება

1908 წელს ელენა რუბინშტეინმა იქორწინა პოლონეთში დაბადებულ ამერიკელ ჟურნალისტზე ედვარდ უილიამ ტიტუსზე. მათ ორი ვაჟი შეეძინათ, როი ვალენტინ ტიტუსი (ლონდონი, 1909 წლის 12 დეკემნერი - ნიუ იორკი, 1989 წლის 18 ივნისი) და ჰორაციტ ტიტუსი (ლონდონი, 1912 წლის 23 აპრილი - ნიო იორკი, 1958 წლის 18 მაისი). ისინი საბოლოოდ გადავიდნენ პარიზში, სადაც მან 1912 წელს გახსნა სალონი. მისი მეუღლე დაეხმარა რეკლამირებაში და შექმნა პატარა გამომცემლობა, გამოაქვეყნა "ლედი ჩატერლის საყვარელი" და აიყვანა სამუელ პუტნამი რათა გადაეთარგმა ცნობილი მოდელის კიკი'ს მემუარები.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ელენა რუბინშტეინი და ტიტუსი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდნენ, სადაც მან გასხსნა კოსმეტიკის სალონი 1915 წელს. მიუხედავად სერიოზული კონკურენციისა ამერიკის ბაზარზე ელიზაბეტ არდენისა და ჩარლზ რევსონის სახით, ელენა რუბინშტეინმა გახსნა უსაზღვრო ამერიკული ბაზარი და მან იცოდა ბაზრის გამოყენება. ელენა რუბინშტეინი, ისევე როგორც მისი კონკურენტი ელიზაბეტ არდენი, კარგად ერკვეოდა ეფექტურ მარკეტინგში, მდიდრული შეფუთვის, ლამაზი ფორმის კოსმეტიკური საშუალების მიმზიდველობის და ცნობილ ადამიანთა მოწონების მნიშვნელობასა და კანის მოვლის ფსევდომეცნიერების პოპულარიზაციაში. არდენთან დაპირისპირება მთელი ცხოვრება გაგრძელდა, ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს და ერთი და იმავე მიზნისკენ მიდიოდნენ. ელენა რუბინშტეინმა თავის კონკურენტის შესახებ აღნიშნა: "მისი შეფუთვითა და ჩემი პროდუქტით ჩვენ შეგვეძლო მსოფლიოს მართვა".[5]

1917 წლიდან ელენე რუბინშტეინმა დაიწყო თავისი პროდუქციის საბითუმო წარმოება. "სილამაზის დღემ" სხვადასხვა სალონებში დიდ წარმატებას მიაღწია.

1928 წელს ელენა რუბინშტეინმა ამერიკული ბიზნესი 7.3 მილიონ დოლარად მიჰყიდა Lehman Brother-ს (2007 წელს 88 მილიონი დოლარი). დიდი დეპრესიის დაწყების შემდეგ, მან მილიონ დოლარზე ნაკლებად იყიდა თითქმის უსარგებლო აქციები და საბოლოოდ კომპანიის ღირებულება 100 მილიონ დოლარამდე გაზარდა, სალონები და სავაჭრო ობიექტები დააარსა ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ათეულ ქალაქში. ელენა რუბინშტეინის სპა ცენტრი მდებარე მეხუთე ავენიუზე, 715, აერთიანებდა რესტორანს, სპორტდარბაზს და ჟოან მიროს შემოქმედებას. მან დაავალა ხელოვან სალვადორ დალის მისი პორტრეტის შემცველი საპუდრო დიზაინის შექმნა.

განქორწინება და მეორე ქორწინება

რედაქტირება

განქორწინების შემდეგ 1938 წელს ელენა რუბინშტეინი დაქორწინდა პრინც არჩილ გურიელ-ჭყონიაზე (დაბადებული საქართველოში 1895 წლის 18 თებერვალს, გარდაცვლილი ნიუ-იორკში 1955 წლის 21 ნოემბერს), რომლის თავადის წოდების ბუნდოვანი პრეტენზიები გამომდინარეობდა იქიდან, რომ ის დაიბადა უპატრონო ჭყონიების ოჯახში, ბებიამისი გურიელების შთამომავალი იყო, ამიტომ ბებიის გვარი საგანგებოდ, ღირსების მომატებისათვის დაუწყვილა თავის გვარს.[6]

არჩილ გურიელი-ჭყონია იყო 23 წლით უმცროსი ელენა რუბინშტეინზე. ელენე რუბინშტეინს სურდა სამეფო ტიტულის მოპოვება და ცოლად გაყვა ლამაზ, ახალგაზრდა მამაკაცს. არსებობს მოსაზრება, რომ ქორწინება მარკეტინგული ნაბიჯი იყო. ქორწინების შემდეგ ელენა რუბინშტეინი საკუთარ თავს როგორც ელენა პრინცესა გურიელს უწოდებდა. [7]

მხატვარმა სალვადორ დალიმ ელენა რუბინშტეინისა და არჩილ გურიელ-ჭყონიას პორტრეტები შექმნა: "ჰელენა რუბინშტეინი – კლდეზე მიჯაჭვული ქალი – პრომეთე" და "არჩილ გურიელი–ჭყონია ჩაქურაში". გურულ ჩაქურაში გამოწყობილი არჩილ გურიელ–ჭყონიას პორტრეტი მთებისა და მიჯაჭვული ამირანის ფონზეა დახატული, ზუსტად ისე, როგორც გურიელმა აღუწერა დალის საქართველო.[8]

 
ელენა რუბინშტეინი, 1959, თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმი

ელენა რუბინშტეინმა დააარსა ელენა რუბინშტეინის თანამედროვე ხელოვნების პავილიონი თელ-ავივში და 1957 წელს ელენა რუბინშტეინის მოგზაურობის ხელოვნების სტიპენდია ავსტრალიაში.[9] 1953 წელს დააარსა ელენა რუბინშტეინის საქველმოქმედო ფონდი, რათა უზრუნველეყო თანხები ორგანიზაციებისათვის, რომლებიც მუშაობდნენ ჯანმრთელობის, სამედიცინოს კვლევებისა და რეაბილიტაციის სფეროში. მანვე დააარსა ამერიკა-ისრაელის კულტურული ფონდი და ისრაელის სტიპენდიები.

მისი თანამშრომლები მას "მადამ"-ს უწოდებდნენ. ის თავს არიდებდა ფუჭ საუბარს, მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საავადმყოფოში მწოლიარე მდგომარეობაშიც ყოფნის დროსაც კი.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

რედაქტირება

ელენა რუბინშტეინი გარდაიცვალა 1965 წლის 1-ელ აპრილს ბუნებრივი სიკვდილით და დაკრძალულია მაუნტ-ოლივერის სასაფლაოზე კვინსში.

1973 წელს The company Helena Rubinstein, Inc. გაიყიდა Colgate Palmolive-ზე, და დღეს ეკუთვნის L'Oréal-ს.[10][11]

ელენა რუბინშტეინის ფონდი ფუნქციონირებდა 2011 წლამდე, რომელმაც ექვსი ათწლეულის განმავლობაში 130 მილიონი დოლარის თანხა გაანაწილა პირველ რიგში საგანმანათლებლო, სახელოვნებო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე ნიუ-იორკში.[12] ფონდი იყო დიდი ხნის განმავლობაში ბავშვთა პროგრამირების მხარდამჭერი ნიუ იორკის PBS– ის შვილობილი WNET– ისთვის.

2014 წლის 31 ოქტომბრიდან 2015 წლის 22 მარტამდე მანჰეტენის ებრაულ მუზეუმში გაიმართა გამოფენა "ჰელენა რუბინშტეინი: სილამაზე ძალაა".[13][14]

  1. Woodhead, Lindy (2003). War Paint (1st ed.). Hoboken, NJ: John Wiley & Sons. ISBN 978-0-471-48778-4.
  2. "The Beauty Merchant". Time. April 9, 1965. Retrieved August 8, 2008.
  3. Stonehouse, Cheryl (March 16, 2013). "Helena Rubinstein, the penniless refugee who built a cosmetics empire". Daily Express. London.
  4. Dzienkiewicz, Marta; Rzezak, Joanna; Karski, Piotr; Monod-Gayraud, Agnes (2017). Polish Pioneers: Book of Prominent Poles. Warszawa: Wydawnictwo Dwie Siostry. p. 50. ISBN 978-8-3653-4168-6. OCLC 1060750234.
  5. "The Powder & the Glory". Powder and Glory
  6. http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000045/
  7. Mrs. Astor and the Gilded Age
  8. http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000045/
  9. Poynter, J. R. Rubinstein, Helena (1870–1965). Australian Dictionary of Biography. Australian National University. Retrieved December 20, 2010
  10. Reckert, Clare M. (September 6, 1973). "Colgate Acquires Cosmetics Maker Helena Rubinstein". The New York Times. Retrieved November 10, 2020
  11. Levin, Doron P. (October 15, 1988). "L'Oreal buys Rubinstein in shrouded deal". The New York Times.
  12. "Helena Rubinstein Foundation to Close at Year's End" (Press release). Helena Rubenstein Foundation. November 7, 2011.
  13. Rosenberg, Karen (October 30, 2014). "Celebrating Helena Rubinstein at the Jewish Museum". The New York Times.
  14. "Helena Rubinstein: Beauty Is Power". The Jewish Museum.