ეკატერინე სოხაძე
ეკატერინე სოხაძე (დ. 16 მარტი, 1907, ქუთაისი — გ. 22 მაისი, 1984) — ქართველი საოპერო მომღერალი (სოპრანო), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.
ეკატერინე სოხაძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 16 მარტი, 1907 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
წარმოშობა | ქართველი |
გარდ. თარიღი | 22 მაისი, 1984 (77 წლის) |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
საქმიანობა | მომღერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1925–1928 წლებში სიმღერას ეუფლებოდა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში. 1930 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ამავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა – გუნოს „ფაუსტში“), ამ დროიდან 1953 წლამდე ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო; 1930–1936 წლებში ორჯერ მიიწვიეს სოლისტად სსრკ მოსკოვის დიდ თეატრში. მას ჰქონდა ხავერდოვანი ტემბრის ხმა და დახვეწილი ვოკალური ტექნიკა (ლირიული სოპრანო). მისი შესრულებული პარტიებია: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), მარგარიტა (გუნოს „ფაუსტი“), მიქაელა (ბიზეს „კარმენი“), დეზდემონა (ვერდის „ოტელო“), ტატიანა (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ნედა (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), ნესტანი (შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“), ყივჩაღი ქალიშვილი (ბოროდინის „თავადი იგორი“), ბატერფლაი (პუჩინის „ჩიო–ჩიო–სანი“), ნატალია (ი. ძერჟინსკის „წყნარი დონი“).
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1937 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1945 — საქართველოს სახალხო არტისტი
- 1946 — ლენინის ორდენი[1]
- 1947 — სტალინური პრემია
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2007. გვ. 259