ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეთოლოგია — ცხოველთა ქცევის მეცნიერული და ობიექტივისტური, ძირითადად ფოკუსირებულია ბუნებრივ პირობებში ქცევაზე და ქცევა განიხილება როგორც ევოლუციურად შეძენილი თვისება.[1] ბიჰევიორიზმი ასევე შეისწავლის ცხოველთა ქცევას, თუმცა უმთავრესად ლაბორატორიულ კონტექსტში, ევოლუციურ შეგუებულობაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილების გარეშე.[2] ისტორიის მანძილზე ცხოველთა ქცევას მრავალი ბუნებისმეტყველი შეისწავლიდა. ეთოლოგიის საფუძვლები ჩარლზ დარვინის ნაშრომებსა და XIX-XX საუკუნის ამერიკელი და გერმანელი ორნიტოლოგების ნაშრომებშია. ეთოლოგიის თანამედროვე დისციპლინის ჩამოყალიბების პერიოდად 1930-იანი წლები მიიჩნევა ნიდერლანდელი ბიოლოგის, ნიკოლას ტინბერგენის ნაშრომებით, ასევე ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 1973 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების კონრად ლორენცისა და კარლ ფონ ფრიშის ნაშრომები.[3] ეთოლოგია ლაბორატორიული და საველე მეცნიერების კომბინაციაა და მჭიდრო კავშირი აქვს სხვა დისციპლინებთან, როგორიცაა ნეიროანატომია, ეკოლოგია და ევოლუციური ბიოლოგია. როგორც წესი ეთოლოგები დაინტერესებული არიან ქცევითი პროცესებით, ვიდრე ცხოველთა ჯგუფებით[4] და ხშირად ერთი სახის ქცევას შეისწავლიან, როგორიცაა აგრესია, კამუფლაჟი და სხვა.

ჩარლზ დარვინი (1809–1882) — ერთ-ერთი პირველი ეთოლოგი, რომელმაც ცხოველთა ემოციების გამოხატვა შეისწავლა

ეთოლოგია

რედაქტირება

ტერმინი 'ეთოლოგია (Ethology) წარმოდგება ბერძნული სიტყვებისგან: ethos, რაც „თვისებას“ ნიშნავს და logia, რაც შესწავლას ნიშნავს. ტერმინის პოპულარიზაცია დაკავშირებულია ამერიკელი მირმეკოლოგის, უილიამ მორტონ უაილირის სახელთან.[5]

ეთოლოგიის საწყისები

რედაქტირება

ერთი ვერსიით, პირველი თანამედროვე ეთოლოგი ჩარლზ დარვინი იყო, რომლის 1872 წლის წიგნმაც ემოციების გამოხატვა ადამიანებსა და ცხოველებში მრავალ ეტოლოგზე იქონია გავლენა. დარვინი თავის პროტეჟეს, ჯორჯ რომანესს ქცევებისადმი ინტერესს უღვიძებდა. პროტეჟემანთროპომორფული და კოგნიტივისტური მეთოდების გამოყენებით ცხოველების დასწავლა და ინტელექტი გამოიკვლია, თუმცა სამეცნიერო წრეებისგან მხარდაჭერა არ მიუღია.[6]

სხვა ადრეულ ეთოლოგებს შორის ჩარლზ ო. უაიტმენი, ოსკარ ჰეინროთი, უოლეს კრეიგი და ჯულიან ჰაქსლი ინსტინქტურ ქცევებზე კონცენტრირებული დაკვირვებების ნაცვლად, განსაზღვრულ გარემოებებში ყველა სახეობის კვლევაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ახალი სახეობების შესასწავლად ეთოლოგები ეთოგრამებს (ქცევების მთავარი ტიპების აღწერა შემთხვევათა სიხშირის მიხედვით) იყენებდნენ. ეთოგრამები ქცევათა ობიექტურ, დაგროვებით მონაცემთა ბაზას ქმნიდა, რომელიც მკვლევრებს კვლევის პროცესში შეიძლება გამოეყენებინათ.[5]

კვლევის ველის ზრდა

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომამდე კონტინენტურ ევროპაში კორად ლორენცისა და ნიკო ტინბერგენის ნაშრომების წყალობით ეტოლოგია ძლიერ განვითარდა. ომის შემდეგ ტინბერგენი ოქსფორდის უნივერსიტეტში გადავიდა და ეთოლოგია გაერთიანებულ სამეფოში უფრო ძლიერი გახდა, გავლენა მოახდინა უილიამ თროუპზე, რობერტ ჰინდისა და პატრიკ ბეიტსონზე კემბრიჯის უნივერსიტეტის ცხოველთა ქცევის სუბ-დეპარტამენტში.[7] ამ პერიოდში ეტოლოგია ძალიან განვითარდა ჩრდილოეთ ამერიკაშიც.

1973 წელს ეთოლოგიის განვითარებისთვის ლორენცი, ტინბერგენი და ფონ ფრიში ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ.[8]

დღეისთვის ეთოლოგია აღიარებული სამეცნიერო დისციპლინაა. ეთოლოგიის საკითხებს მრავალი ჟურნალი აშუქებს: Animal Behaviour, Animal Welfare, Applied Animal Behaviour Science, Animal Cognition, Behaviour, Behavioral Ecology და Journal of Ethology. 1972 წელს დაარსდა ადამიანის ეთოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება.[9]

სოციალური ეთოლოგია და თანამედროვე განვითარება

რედაქტირება

1972 წელს ინგლისელმა ეთოლოგმა, ჯონ კრუკმა შედარეითი ეთოლოგია სოციალური ეთოლოგიისგან განასხვავა და აღნიშნა, რომ არსებული ეთოლოგიის დიდი ნაწილი შედარებით ეთოლოგიას მიეკუთვნებოდა, ცხოველთა კვლევას, ხოლო მომავალში ეთოლოგები ცხოველთა სოციალური ჯგუფების ქცევასა და ამ ჯგუფების შიდა სოციალურ სტრუქტურაზე უნდა კონცენტრირდნენ.[10]

1970 წელს გამოიცა რობერტ ოდრის წიგნი The Social Contract: A Personal Inquiry into the Evolutionary Sources of Order and Disorder. წიგნში გამოკვლეული ცხოველთა ქცევები მსგავს გარემოებებში ადამიანის ქცევებთან იყო შედარებული.[11]

  1. Definition of ethology. Merriam-Webster. ციტირების თარიღი: 9 September 2016.
  2. Definition of behaviorism. Merriam-Webster. ციტირების თარიღი: 9 September 2016.
    Behaviourism. Oxford Dictionaries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 9 September 2016.
  3. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1973. Nobelprize.org.. ციტატა: „The Nobel Prize in Physiology or Medicine 1973 was awarded jointly to Karl von Frisch, Konrad Lorenz and Nikolaas Tinbergen 'for their discoveries concerning organization and elicitation of individual and social behaviour patterns'.“ ციტირების თარიღი: 9 September 2016.
  4. Gomez-Marin, Alex; Paton, Joseph J; Kampff, Adam R; Costa, Rui M; Mainen, Zachary F (2014-10-28). „Big behavioral data: psychology, ethology and the foundations of neuroscience“. Nature Neuroscience (ინგლისური). 17 (11): 1455–1462. doi:10.1038/nn.3812. ISSN 1097-6256. PMID 25349912.
  5. 5.0 5.1 Matthews, Janice R. (2009) Insect Behaviour. Springer, გვ. 13. ISBN 978-90-481-2388-9. 
  6. Keeley, Brian L.. (2004) Anthropomorphism, primatomorphism, mammalomorphism: understanding cross-species comparisons გვ. 527. York University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 December 2008. ციტირების თარიღი: 19 December 2008.
  7. Bateson, Patrick (1991). The Development and Integration of Behaviour: Essays in Honour of Robert Hinde. Cambridge University Press, გვ. 479. ISBN 978-0-521-40709-0. 
  8. Encyclopædia Britannica (1975). Yearbook of science and the future, გვ. 248. 
  9. Verbeek, Peter (2008). „Peace Ethology“. Behaviour. 145 (11): 1497–1524. doi:10.1163/156853908786131270.
  10. Crook, John H.; Goss-Custard, J. D. (1972). „Social Ethology“. Annual Review of Psychology. 23 (1): 277–312. doi:10.1146/annurev.ps.23.020172.001425.
  11. Ardrey, Robert (1970). The Social Contract: A Personal Inquiry into the Evolutionary Sources of Order and Disorder. Atheneum. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეთოლოგია“-დან