ევრაზიული კავშირი

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი — შეთავაზებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს, ტაჯიკეთსა[2][3][4] და სხვა, ძირითადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი
ევრაზიული კავშირის რუკა
{{{link alias-s}}} მდებარეობა
ევრაზიული კავშირის რუკა
პოლიტიკური
ცენტრები
ყაზახეთის დროშა ნურ-სულთანი
ყირგიზეთის დროშა ბიშკეკი
სომხეთის დროშა ერევანი
ბელარუსის დროშა მინსკი
რუსეთის დროშა მოსკოვი
ოფიციალური ენა ბელარუსული
ყაზახური
რუსული
სომხური
ყირგიზული
სავარაუდო
წევრები
ბელარუსის დროშა ბელარუსი ყაზახეთის დროშა ყაზახეთი ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი რუსეთის დროშა რუსეთი სომხეთის დროშა სომხეთი
ლიდერები
 -  ევრაზიის კავშირის
საგანგებო რწმუნებული
რუსეთის დროშა ვიქტორ ხრისტენკო 1
 -  დაარსების თანხმობა 18 ნოემბერი 2011 
 -  ევრაზიული ეკონომიკური სივრცე (აქტიურია) 1 იანვარი 2012 
 -  ევრაზიული კავშირი (დაგეგმილია) 2015[1] 
ფართობი
 -  სულ 20,007,860 კმ2 
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 183,319,693 
 -  სიმჭიდროვე 8.36 კაცი/კმ2 
დროის სარტყელი +3-დან +12-მდე

1 — კანდიდატი
2 — ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მიერ.

იდეა, რომელიც ძირითადად ევროპის კავშირის ინტეგრაციის ანალოგიურია, ყურადღების ქვეშ 2011 წლის ოქტომბერში, მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის წყალობით მოექცა,[4][5] მაგრამ თავდაპირველად, როგორც კონცეფცია გაჟღერებულ იქნა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მიერ, მისი 1994 წლის, მოსკოვის უნივერსიტეტში გამართული, გამოსვლის დროს[6]. 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სამიზნო ხელშეკრულებას 2015 წლისთვის ევრაზიული კავშირის შექმნასთან დაკავშირებით[7]. ხელშეკრულებამ მოიცვა სამოქმედო გეგმა მომავალი ინტეგრაციისთვის და დააარსა ევრაზიული კომისია (ევრო კომისიის მოდელის მიხედვით), ასევე ევრაზიული ეკონომიკური სივრცე, რომელმაც ფუნქციონირება 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო[7][8]. 2015 წლის 12 აგვისტოს ძალაში შევიდა ყირგიზეთის რესპუბლიკის ევრაზიის კავშირთან მიერთების ხელშეკრულება, რითიც ყირგიზეთი ევრაზიული კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ამავე წლიდან სომხეთიც ევრაზიული კავშირის სრულ უფლებიანი წევრია, სომხეთის მოქალაქეებს მიეცათ სრული უფლება კავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში იმუშავონ ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებით და არ იქნებიან წოდებულნი „შრომით მიგრანტებად“. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებული არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.

  1. Ukraine cannot get observer status at Eurasian Econ Union due to Association Agreement with EU, Russia დაარქივებული 2020-05-08 საიტზე Wayback Machine. , Interfax-Ukraine (14 June 2013)
  2. „Putin calls for the Eurasian Union“. B92. RIA Novosti. 4 October 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 4 October 2011.
  3. „Putin calls for 'Eurasian Union' of ex-Soviet republics“. BBC News. 4 October 2011. ციტირების თარიღი: 4 October 2011.
  4. 4.0 4.1 Bryanski, Gleb (3 October 2011). „Russia's Putin says wants to build "Eurasian Union". Yahoo! News. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 4 October 2011.
  5. „Новый интеграционный проект для Евразии – будущее, которое рождается сегодня“. Izvestia (Russian). 3 October 2011. ციტირების თარიღი: 4 October 2011.
  6. „Kazakhstan welcomes Putin's Eurasian Union concept“. The Daily Telegraph. 6 October 2011. ციტირების თარიღი: 8 October 2011.
  7. 7.0 7.1 „Russia sees union with Belarus and Kazakhstan by 2015“. BBC News. 18 November 2011. ციტირების თარიღი: 19 November 2011.
  8. „Евразийские комиссары получат статус федеральных министров“. Tut.By (Russian). 17 November 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 19 November 2011.
 
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი-ს წევრი და კანდიდატი სახელმწიფოები