ევგენი ვრონსკი (დ. 10 იანვარი, 1883, სოფ. სოროჩინსკოე, ახლანდელი სამარის ოლქი. — გ. 30 აპრილი, 1942) — საოპერო მომღერალი (ბარიტონი) და პედაგოგი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1941).

ევგენი ვრონსკი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 იანვარი, 1883
დაბ. ადგილი ბახვი
გარდ. თარიღი 30 აპრილი, 1942 (59 წლის)
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1909 წლიდან მღეროდა მოსკოვისა და ოდესის საოპერო თეატრების სცენებზე. 1915–1919 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს პარტიები: ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), რიგოლეტო (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“), დემონი (რუბინშტეინის „დემონი“).

1925 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1932 წლიდან პროფესორი). ო. ბახუტაშვილ–შულგინასთან ერთად იგი ქართული ვოკალური პედაგოგიური სკოლის ერთ–ეერთი ფუძემდებელია. მისი მოწაფეები იყვნენ: დ. ანდღულაძე, დ. ბადრიძე, დ. გამრეკელი, ვ. კანდელაკი, ბ. კრავეიშვილი, ნ. ხარაძე.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი. 2007. გვ. 103

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება