დახმარება:შემოკლებული აღნიშვნები
(გადამისამართდა გვერდიდან დ:შემოკ)
მოგესალმებით · მასწავლებელი · ცნობარი · სარჩევი · დახმარება · ფორუმი
ვიკიპედიის სტატიებში, სადაც ამის აუცილებლობა არსებობს, სიტყვები შეამოკლეთ ამგვარად:
გეოგრაფია
- ა. გ. - აღმოსავლეთის გრძედი
- ალპ. - ალპური
- არქ. - არქიპელაგი (სახელწოდებასთან)
- ატმ. - ატმოსფერული
- აღმ. - აღმოსავლეთი
- აღმ-ით - აღმოსავლეთით
- დას. - დასავლეთი
- დას-ით - დასავლეთით
- დ. გ. - დასავლეთის გრძედი
- ზ. დ. - ზღვის დონიდან (რიცხვთან ერთან)
- კ. - კუნძული (სახელწოდებასთან)
- კ-ები - კუნძულები
- მდ. - მდინარე (სახელწოდებასთან)
- მდ-ები - მდინარეები
- მცხ. - მცხოვრები
- მწვ. - მწვერვალი (სახელწოდებასთან)
- ნ.-კ. - ნახევარკუნძული
- ოკ. - ოკეანე (სახელწოდებასთან)
- ს. გ. - სამხრეთი განედი
- სამხრ. - სამხრეთი
- სამხრ-ით - სამხრეთით
- სამხრ.-აღმ. - სამხრეთ-აღმოსავლეთი
- სამხრ.-აღმ.-ით - სამხრეთ-აღმოსავლეთით
- სამხრ.-დას. - სამხრეთ-დასავლეთი
- სამხრ.-დას.-ით - სამხრეთ-დასავლეთით
- სუბალპ. - სუბალპური
- სუბტროპ. - სუბტროპიკული
- ტროპ. - ტროპიკული
- უღელტ. - უღელტეხილი
- ქ. - ქალაქი (სახელწოდებასთან)
- ქ-ები - ქალაქები
- ჩ. გ. - ჩრდილოეთის განედი
- ჩრდ. - ჩრდილოეთი
- ჩრდ.-ით - ჩრდილოეთით
- ჩრდ.-აღმ. - ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი
- ჩრდ.-აღმ.-ით - ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით
- ჩრდ.-დას. - ჩრდილოეთ-დასავლეთი
- ჩრდ.-დას.-ით - ჩრდილოეთ-დასავლეთით
- წყალსაც. - წყალსაცავი (სახელწოდებასთან)
გრამატიკა
ტექსტთან დაკავშირებული
- ა. შ. — ასე შემდეგ
- ე. ი. — ესე იგი
- თხზ. — თხზულება
- სქ. — სქოლიო
- შრ. — შრომა
- იხ. — იხილე
- ტ. — ტომი
- შდრ. — შეადარე
- თ. — თავი
- ნ. — ნახე
- ნაწ. — ნაწილი
- ნახ. — ნახატი
- გვ. — გვერდი
- მაგ. — მაგალითად
- ავტ. — ავტორი
წოდებათა და თანამდებობათა აღმნიშვნელი
- აკად. — აკადემიკოსი
- დოც. — დოცენტი
- ლაბ. — ლაბორანტი
- პროფ. — პროფესორი
- მასწ. — მასწავლებელი
- აკად. წ/კ — აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
კავშირ-ზმნიზედები
- ე. ი. — ესე იგი
- ა. შ. — ასე შემდეგ
- მისთ. — მისთანანი
- სხვ. — სხვა
- ე. წ. — ეგრეთ წოდებული
დამკვიდრებული შემოკლებანი
- ექ. — ექიმი
- ინჟ. — ინჟინერი
- ქ.-ნი — ქალბატონი
- ბ.-ნი — ბატონი
დროის ერთეულები
- აგვ. - აგვისტო, აგვისტოსი
- ათასწლ. - ათასწლეული
- აპრ. - აპრილი, აპრილისა
- ახ. სტ. - ახალი სტილით (თარიღთან)
- ახ. წ. - ახალი წელთაღრიცხვით (თარიღთან)
- გვიანდ. - გვიანდელი
- დეკ. - დეკემბერი, დეკემბრისა
- დღ-ღ - დღე-ღამე
- თ - თვე
- თებ. - თებერვალი, თებერვლისა
- იანვ. - იანვარი, იანვრისა
- ივნ. - ივნისი, ივნისისა
- ივლ. - ივლისი, ივლისისა
- ნოემბ. - ნოემბერი, ნოემბრისა
- ს. - საუკუნე (თარიღთან)
- სს. - საუკუნეები
- სექტ. - სექტემბერი, სექტემბრისა
- სთ - საათი
- ძვ. სტ. - ძველი სტილით (თარიღთან)
- ძვ. წ. - ძველი წელთაღრიცხვით (თარიღთან)
- წ - წელიწადი
- წმ - წამი
პოლიტიკა
- ადმ.-ტერ. - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
- ადმ. ც. - ადმინისტრაციული ცენტრი
- აო - ავტონომიური ოლქი (სახელწოდებასთან)
- ასსრ - ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
- აშშ - ამერიკის შეერთებული შტატები
- გაერო - გარეთიანებული ერების ორგანიზაცია
- გდრ - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა
- გფრ - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
- თავ-რე - თავმჯდომარე
- ნატო - ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
- პრეზ. - პრეზიდენტი
- რესპ. - რესპუბლიკა
- სსრ - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
- სსრ კავშირი - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი
- სეატო - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია
- სუამი - საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვის ეკონომიკური გაერთიანება
სიდიდეთა ერთეულები
- ა - ამპერი
- Å - ანგსტრემი
- ა. ე. - ასტრონომიული ერთეული
- ა. სთ - ამპერ-საათი
- ატ - ატმოსფერო ტექნიკური
- ატმ - ატმოსფერო ფიზიკური
- ბერ - ბიოლოგიური ეკვივალენტი რენტგენისა
- ბრ/წთ - ბრუნი წუთში
- გ - გრამი
- გბ - გილბერტი
- გ-ეკვ - გრამ-ეკვივალენტი
- გრად - გრადუსი
- გს - გაუსი
- °C - გრადუსი ცელსიუსუს
- დბ - დეციბელი
- დკლ - დეკალიტრი
- დმ - დეციმეტრი
- დნ - დინი
- დღ-ღ - დღე-ღამე
- ე - ერსტედი
- ევ- ელექტრონგოლტი
- ერგ - ერგი
- ვ - ვოლტი
- ვ·ა - ვოლტ-ამპერი
- ვბ - ვებერი
- ვტ - ვატი
- ვტ·სთ - ვატ-საათი
- ზ. მილ ზღვის მილი
- K - კელური
- კ - კულონი
- კალ კალორია
- კარ- კარატი
- კგ - კილოგრამი
- კგძ - კილოგრამ-ძალა
- კდ - კანდელა
- კევ - კილოელექტრონვოლტი
- კვ2 - კვადრატული მეტრი
- კვ3 - კუბური მეტრი
- კვტ - კილოვატი
- კვტ/სთ - კილოვატ-საათი
- კვძ - კვანძი
- კკალ- კილოკალორია
- კმ - კილომეტრი
- კმოლ - კილომოლი
- ლ - ლიტრი
- ლმ - ლუმენი
- ლქ- ლუქსი
- მ - მეტრი
- მგ - მილიგრამი
- მეგევ - მეგაელექტრონვოლტი
- მეგეტ - მეგავატი
- მეგომ - მეგაომი
- მეგჰც- მეგაჰერცი
- მინ- მინუტი
- მკფ - მიკროფარადა
- მკწმ- მიკროწამი
- მლ - მილილიტრი
- მმ - მილიმეტრი
- მმ ვწყ. სვ. - მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტისა
- მმ წყ. სვ.- მილიმეტრი წყლის სვეტისა
- მოლ - მოლი
- მქს - მაქსველი
- ნ - ნიუტონი
- ნმ - ნანომეტრი
- ნტ - ნიტი
- ნწმ- ნანოწამი
- ომ- ომი
- პა - პასკალი
- პზ - პუაზი
- პს - პარსეკი
- პფ - პიკოფარადა
- რ - რენტგენი
- რად - რადიანი
- რად - რადი
- სეკ - სეკუნდი
- სიმ - სიმენსი
- სინ. წ. სინათლის წელიწადი
- სმ - სანტიმეტრი
- სნთ- სანთელი
- სპქ - სანტიპუაზი
- სსტ სატისტოქსი
- სტ - სტოქსი
- სტერ - სტერადიანი
- ტ - ტონა
- ტლ- ტესლა
- ტძ - ტონა-ძალა
- ფ- ფარადა
- ც - ცენტნერი
- ც/ჰა - ცენტნერი ჰექტარზე
- ც. ძ. - ცხენის ძალა
- წ - წელიწადი
- წმ- წამი
- ჯ - ჯოული
- ჰა - ჰექტარი
- ჰლ - ჰექტოლიტრი
- ჰც - ჰერცი