სანტი... (ქართული აღნიშვნა ; საერთაშორისო c) — ფიზიკური სიდიდის ერთეულის სახელწოდების თავსართი ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. წარმოადგენს თავსართს იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 10-2 (1/100, ერთი მეასედი) ამოსავალ ერთეულს.

წარმოშობილია ლათინურიდან — centum (ასი).

მაგალითებირედაქტირება

  • 1 სანტიმეტრი = 10-2 მეტრი = 0.01 მეტრი.

ლიტერატურარედაქტირება