დუშეთის მიწერილი სანადირო მეურნეობა

დუშეთის მიწერილი სანადირო მეურნეობამიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ დუშეთის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოება მიწერილი სანადირო მეურნეობის სახით ფლობდა 120 000 ჰექტარ სანადირო სავარგულს და მოიცავდა მთელი რაიონის სხვადასხვა უბანს. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — თიანეთის რაიონი, დასავლეთით — ლენინგორისა და ყაზბეგის რაიონი, ჩრდილოეთით — კავკასიონის ქედი, სამხრეთით — მცხეთის რაიონი. ამ რაიონის რელიეფი ძირითადად მთაგორიანი იყო. ტყეებს საკმაოდ დიდი ფართობი ეკავა და განლაგებული იყო არაგვის და მისი შენაკადების ხეობებში.

ტყის ზოლში მრავლად იყო ირემი, შველი, კურდღელი, გარეული ღორი, ციყვი, კვერნა, დათვი, როჭო, ქედანი, მტრედი და სხვ.

1964 წლიდან „ხარტიშოს“ მიდამოებში ჩამოყალიბდა სამონადირეო მეურნეობა, რომელიც 10 000 ჰექტარ ფართობს მოიცავდა. მეურნეობაში ძირითადად გავრცელებული იყო შველი და კურდღელი. გაძლიერებული იყო დაცვა, აშენებული იყო ორსართულიანი მონადირის სახლი და გაკრული იყო სათანადო წარწერები მეურნეობის საზღვრების ჩვენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება