დუისი
დუისი — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დუისი, წინუბანი).
სოფელი | |
---|---|
დუისი | |
დუისის შესასვლელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | დუისი |
კოორდინატები | 42°08′44″ ჩ. გ. 45°17′38″ ა. გ. / 42.14556° ჩ. გ. 45.29389° ა. გ. |
დაარსდა | 1826 |
ცენტრის სიმაღლე | 640 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2354[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქისტები 93,7 % ქართველები 4,1 % ჩეჩნები 1,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 0901 |
მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 640 მ-ზე, ახმეტიდან 16 კმ-ში]. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 354 ადამიანი. დუისის ტერიტორიაზეა ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობა.
ისტორია
რედაქტირებადუისის ტერიტორია ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა პანკისის ხეობაში. თავდაპირველი მოსახლეობისაგან დაიცალა XVIII საუკუნის II ნახევარში, ლეკიანობის დროს. კვლავ მოშენდა XIX საუკუნის შუა წლებში და ამჟამად ქისტებითაა დასახლებული. გადმოცემით, სოფლის სახელწოდებაც ქისტი მოახალშენე დუის სახელიდან მომდინარეობს. რუსეთის გენერალური შტაბის ხუთვერსიანი რუკისა და XIX საუკუნის კამერალური აღწერის მიხედვით, დუისის მეორე სახელწოდება იყო პანკისი.
დუისში დგას 1902 წელს აგებული მეჩეთი, რომლის მინარეთის ფასადი აგურში გამოყვანილი ორნამენტებითაა შემკული. აქვეა 2002 წელს აშენებული ახალი, ე. წ. დიდი მეჩეთი. სოფლის აღმოსავლეთით შერმოჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების ორი დარბაზული ეკლესია: საყდრისთავისა და ღვინეთის.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 504.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.