დუეინ ოლმენი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|დუეინ ოლმენი}} |
ჰოვარდ დუეინ ოლმენი (ინგლ. Howard Duane Allman; დ. 20 ნოემბერი, 1946 — გ. 29 ოქტომბერი, 1971) — ამერიკელი გიტარისტი, ვოკალისტი და სიმღერების ტექსტების ავტორი. The Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. დუეინი 24 წლის ასაკში მოტოციკლით მოყვა ავტოავარიაში და გარდაიცვალა 1971 წლის 29 ოქტომბერს.
დუეინ ოლმენი | |
---|---|
დუეინ ოლმენი 1971 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჰოვარდ დუეინ ოლმენი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Skydog |
დაბ. თარიღი | 20 ნოემბერი, 1946 |
დაბ. ადგილი | ნეშვილი, ტენესი, აშშ |
წარმოშობა | აშშ |
გარდ. თარიღი | 29 ოქტომბერი, 1971 |
გარდ. ადგილი | მეიკონი, ჯორჯია US |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა | გიტარისტი, ვოკალისტი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, სლაიდ-გიტარა, ვოკალი |
აქტიური | 1961–1971 |
ლეიბლ(ებ)ი | Mercury, Capricorn |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
საიტი | allmanbrothersband.com |
დუეინ ოლმენი ვიკისაწყობში |
დუეინ ოლმენი აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად, ჟურნალ Rolling Stone-ის 2003 წლის გამოკითხვით, მუსიკოსი მეორე ადგილს იკავებს ყველა დროის 100 უდიდეს გიტარისტთა სიაში, ჯიმი ჰენდრიქსის შემდეგ.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებადუეინ ოლმენი დაიბადა 1946 წლის 20 ნოემბერს, ნეშვილში (ტენესის შტატი). მისი მშობლები აშშ-ს არმიის სერჟანტი, უილის ოლმენი[1] და ჯერალდინი (ნი რობინსი) იყვნენ. დუეინი უფროსი ვაჟშვილი იყო. მუსიკოსს ჰყავს უმცროსი ძმა გრეგ ოლმენი (დ. 1947 წ). ოჯახი ნორფოლკში (ვირჯინია) ცხოვრობდა, იქ მუსიკოსის მამა მოკლეს. 1957 წელს ოჯახი გადავიდა დეიტონა ბიჩში (ფლორიდა). სადაც ბიჭები შეიყვანეს სეიბრიზის უმაღლეს სკოლაში. ზაფხულში ძმები ბებიასთან ნეშვილში ჩავიდნენ, სადაც გრეგმა მეზობლისგან გიტარის დაკვრის სწავლა დაიწყო. 1960 წელს დუეინმა შიძინა თავისი პირველი გიტარა-Harley 165 motorbike, გრეგმა კი-Teisco Silvertone. დუეინი იმდენად დაინტერესდა გიტარით, რომ დედამ Gibson Les Paul უყიდა.
ბიჭები ბლუზით კიდევ უფრო მოიხიბლნენ მას შემდეგ, რაც ბი ბი კინგის კონცერტს დაესწრნენ ნეშვილში. დუეინი ნელ-ნელა ხვეწდა გიტარაზე დაკვრის მანერას და სულ უფრო სწრაფად და კარგად უკრავდა.
კარიერა
რედაქტირებაAllman Joys და Hour Glass
რედაქტირებადუეინ და გრეგ ოლმენები მაყურებლის წინაშე პირველად 1961 წელს გამოვიდნენ. მალევე დუეინმა მიატოვა სკოლა. ამ პერიოდში მათ ჰქონდათ პატარ-პატარა ჯგუფები. მათი პირველი მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო 1965 წელს ჩამოყალიბებული-The Allman Joys. 1965 წელს გრეგ ოლმენი ასრულებს სეიბრიზის უმაღლეს სკოლას და The Allman Joys იწყებს უფრო აქტიურ მოღვაწეობას ნეშვილსა და სენტ-ლუისში (მისურის შტატი). შემდეგი ჯგუფი იყო The Hour Glass, რომელიც 1967 წლის დასაწყისში ლოს-ანჯელესში გადავიდა. იქ ჯგუფმა ორი ალბომი შექმნა, მაგრამ მათთვის ამ ალბომებს წარმატება არ მოუტანია. ხმის ჩამწერმა კომპანიამ-Liberty, ბაზარს წარუდგინა ისინი, როგორც პოპ ჯგუფი, იგნორირებული იყო მუსიკოსების ბლუზზე ორიენტირების სურვილი.
1968 წლის დასაწყისში The Hour Glass დაიშალა, დუეინი და გრეგი ფლორიდაში დაბრუნდნენ. დუეინს ახალი ჯგუფი აღარ შეუქმნია. ოლმენი ასრულებდა The Hour Glass-ის ალბომებიდან სიმღერებს.
მუსიკოსმა 1968 წლის ნოემბერში უილსონ პიკეტთან ერთად დაიწყო მუშაობა ალბომზე-„Hey Jude“, მისი შესრულებით დაინტერესდნენ სხვადასხვა ცნობილი მუსიკოსები. მათ შორის იყო ერიკ კლეპტონი, ასევე მოიხიბლა Atlantic Records-ის პროდიუსერი და აღმასრულებელი ჯერი ვექსლერი, რომელმაც დაუყოვნებლივ გააფორმა კონტრაქტი დუეინთან. დუეინ ოლმენი ასევე მუშაობდა შემდეგ მუსიკოსებთან- კლერენს კარტერი, კინგ კერტისი, არეთა ფრანკლინი და სხვებთან.
The Allman Brothers Band-ის შექმნა
რედაქტირებაThe Allman Brothers Band შეიქმნა ჯეკსონვილში (ფლორიდის შტატი) 1969 წლის მარტში, დუეინ ოლმენისა და გრეგ ოლმენის მიერ. ჯგუფის წევრები ასევე იყვენენ: ჯეი ჯოჰანი იოჰენსონი (დასარტყმელი საკრავები), დიკი ბეტსი (გიტარა, ვოკალი, სიმღერების ავტორი) , ბერი ოკლი (ბას-გიტარა). ისინი ძირითადად უკრავდნენ სამხრეთულ როკს, მაგრამ მათი მუსიკა ასევე შეიცავდა ბლუზის, ჯაზის და ქანთრის ელემენტებს.
სადებიუტო ალბომის, „The Allman Brothers Band“-ის გამოსვლამდე, ჯგუფი უკრავდა სხვადასხვა შოუბეში. მეორე ალბომი Idlewild South გამოიცა 1970 წელს, მას შედარებით დიდი წარმატება ხვდა წილად. Idlewild South-ის გამოშვების შემდეგ დუეინ ოლმენი ასევე მონაწილეობს ერიკ კლეპტონის ჯგუფ Derek and the Dominos-თან ერთად Layla and Other Assorted Love Songs-ის ჩაწერაზე. 1970 წლის 4 და 5 აპრილს ჯგუფმა ცინცინატიში (ოჰაიოს შტატი) გამართა კონცერტები, სადაც ჩაიწერა Live at Ludlow Garage.
1971 წელს, 12 და 13 მარტს ჩაიწერა საკონცერტო ალბომი-At Fillmore East, რომელიც Rolling Stone-ს გამოკითხვებით ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის 49-ადგილზეა.
დუეინ ოლმენი ხვდება დონა რუსმენს, რომლისგანაც უჩნდება ერთადერთი ქალიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მათ შვილი შეეძინათ, ურთიერთობა დიდხანს მაინც ვერ გაგრძელდა.
გარდაცვალება
რედაქტირებასაკმაოდ წარმატებული ალბომის At Fillmore East ჩაწერიდან რამდენიმე თვეში დუეინ ოლმენი გარდაიცვალა. 1971 წლის 29 ოქტომბერს ის გადაჭარბებული სიჩქარის გამო ავარიაში მოყვა მოტოციკლით. ავარიისას მუსიკოსმა მიიღო შინაგანი ორგანოების მასიური დაზიანება. საავადმყოფოში დუეინ ოლმენს ჩაუტარდა გადაუგებელი ოპერაცია, თუმცა დაზიანებები იმდენად სერიოზული იყო, რომ მისი გადაჩენა ვერ მოხერხდა.
დუეინის დაკრძლვიდან რამდენიმე კვირიანი გლოვის შემდეგ, ჯგუფმა განაგრძო მუშაობა და ჩაწერა ალბომი Eat a Peach. დუეინ ოლმენის სიკვდილიდან 13 თვეზე ნაკლები იყო გასული, როდესაც ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ბას-გიტარისტი ბერი ოკლი დუეინის მსგავსად ავარიაში მოყვა მოტოციკლით და გარდაიცვალა. ავარია დუეინის ინციდენტთან ახლოსვე მოხდა.
ისინი გვერდიგვერდ არიან დაკრძალულნი.
დისკოგრაფია
რედაქტირება- The Allman Brothers Band
- „The Allman Brothers Band“ (1969)
- „Idlewild South“ (1970)
- „At Fillmore East“ (1971)
- „Eat a Peach“ (1972)
- Derek & the Dominos
- „Layla and Other Assorted Love Songs“ (1970)
ლიტერატურა
რედაქტირება- Duane Allman: An Anthology (1972), liner notes.
- The Allman Brothers Band: Dreams (1989 boxed set), liner notes.
- Allman, Galadrielle (2014). Please Be with Me: A Song for My Father, Duane Allman. New York: Spiegel & Grau. ISBN 978-1-4000-6894-4.
- Poe, Randy, Skydog: The Duane Allman Story. Backbeat Books.
- Freeman, Scott. Midnight Riders: The Story of the Allman Brothers Band, Little, Brown & Co. 1995.
- Leavell, Chuck with J. Marshall Craig. Between Rock and a Home Place, Macon, GA: Mercer University Press, 2004.
- Perkins, Willie. No Saints, No Saviors, Macon, GA: Mercer University Press, 2005.
- Poe, Randy. Skydog: The Duane Allman Story, Milwaukee, WI: Backbeat Books, 2006.
- Reid, Jan. Layla and Other Assorted Love Songs by Derek and the Dominos (Rock of Ages). New York: Rodale, Inc., 2006.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- დუეინ ოლმენი დაარქივებული 2011-07-23 საიტზე Wayback Machine.
- დუეინ ოლმენის ხსოვნას დაარქივებული 2009-02-01 საიტზე Wayback Machine. MSNBC-ზე
- ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტი დაარქივებული 2007-07-05 საიტზე Wayback Machine.
- როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესული შემსრულებლები დაარქივებული 2018-08-15 საიტზე Wayback Machine.
- დუეინ ოლმენის ბლოგი
- Duane Allman.info
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Allman, Galadrielle (2014), Please Be with Me: A Song for My Father, Duane Allman, New York: