დრისვიატი (ლიეტუვ. Drūkšiai, ბელარ. Дрысвяты) — ტბა ლიეტუვის ზარასაის რაიონსა და ბელაორუსის ვიტებსკის ოლქის ბრასლავის რაიონში. ლიეტუვის სამხრეთით, ბალტიისპირეთის მთაგრეხილის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირში. ბრასლავის ტბათა ჯგუფში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი. იგნალინის აესისთვის წყლის მიმწოდებელი წყაროა.

დრისვიატი
ლიეტ. Drūkšiai, ბელარ. Дрысвяты
კოორდინატები: 55°37′00″ ჩ. გ. 26°36′00″ ა. გ. / 55.61667° ჩ. გ. 26.60000° ა. გ. / 55.61667; 26.60000
მდებარეობა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
სიმაღლე ზღვის დონიდან 172,4 მ 
სიგრძე 10.4 კმ კმ
სიგანე 9.9 კმ კმ
ფართობი 44,79 კმ²
მოცულობა 0,37 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 60,5 კმ
საშუალო სიღრმე 7,6 მ 
მაქსიმალური სიღრმე 33,3 
დრისვიატი — ლიეტუვა
დრისვიატი
დრისვიატი — ბელარუსი
დრისვიატი

ტბის 44.79 კმ² ფართობიდან დაახლოებით 34 კმ² ლიეტუვაშია, 10 კმ²-მდე ბელარუსში. მყინვარების მოძრაობის დროს ორი სამხრეთიდან ჩრდილოეთში და აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადაჭიმული ჩაღრმავებაა წარმოქმნილი. პირველის მაქსიმალური სიღრმე 29 მ-ია, მეორისა 33,3 მ. სიღრმეები ტბის ცენტრშია. ნაპირების უმეტესი ნაწილი ქვიშიანია.

ტბას მასში მოხვედრილი მცირე ზომის მდინარეები ავსებს. დრისვიატიდან მდინარე პრორვა გამოედინება, რომელიც ობოლის ტბისა და მდინარე დრისვიატკის გავლით ტბას მდინარე დისნასთან აერთებს (დასავლეთ დვინის შენაკადი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება