ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დორი შამუნი (არაბ. دوري شمعون ნოემბერი, 8, 1931, დეირ ალ-კამარი) — ლიბანელი პოლიტიკოსი, 1990 წლიდან ეროვნულ- ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე. 1952-1958 წლებში ლიბანის პრეზიდენტ ქამილ შამუნის უფროსი ვაჟი. 1990 წელს მოკლული დანი შამუნის ძმა.

დორი შამუნი
არაბ. دوري شمعون
დაბ. სახელი دوري شمعون
დაბადების თარიღი 8 ნოემბერი, 1931 (90 წლის)
დაბადების ადგილი დეირ ელ კამარი, ლიბანი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
რელიგია ქრისტიანი მარონიტი
პარტია ლიბანის ნაციონალ-ლიბერალური პარტია
საქმიანობა ნაციონალ-ლიბერალური პარტიის ლიდერი 1990 წლიდან, ლიბანის პარლამენტის წევრი
მამა ქამილ შამუნი
დედა ზელფა შამუნი
მეუღლე/ები ნაილა გაბრიელ თაბეტი
შვილ(ებ)ი ქამილ დორი შამუნი

წარმომავლობა და შეხედულებები

რედაქტირება

დაიბადა ლიბანის პრეზიდენტის (1952-1958 წლებში), ეროვნულ-ლიბერალური პარტიის  დამფუძნებლის, ქამილ შამუნის ოჯახში. ეკუთვნოდა გავლენიან მარონიტულ კლანს. მიიღო ინჟინრის დიპლომი.

დორი შამუნი იყო ეროვნული ლიბერალური პარტიის (ელპ) წევრი, რომელიც დააარსა მამამისმა. იგი იზიარებდა მემარჯვენე ნაციონალისტურ და ანტიკომუნისტურ შეხედულებებს, იყო მემარჯვენე ქრისტიანული ლიბანის ფრონტის მომხრე, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას (პგო) და პალესტინის ლიბანში ყოფნას. [1][2]

სამოქალაქო ომის ეპიზოდი

რედაქტირება

1980 წლის ზაფხულში, რამდენიმე კვირის განმავლობაში, დორი შამუნი იყო ეროვნულ-ლიბერალური პარტიის  შეიარაღებული ფორმირებების “ვეფხვების მილიციის” მეთაური. ამასთან, მისი ფუნქცია მხოლოდ ნომინალური იყო. 1980 წლის 7 ივლისს კატაიბის ფალანგისტმა მებრძოლებმა საფრაში ეროვნულ-ლიბერალური პარტიის  ბოევიკები და აქტივისტები დახოცეს. მეთაური დანი შამუნ უმცროსი იძულებული გახდა გაქცეულიყო და დამალულიყო. უკვე აგვისტოში ქამილ შამუნმა, ფალანგისტთა ზეწოლის შედეგად, დაშალა "ვეფხვების მილიცია."

დიდი ხნის განმავლობაში დორი შამუნს არანაირი  არ გამოუმჟღავნებია  პოლიტიკის მიმართ ინტერესი. მამისა და უმცროსი ძმისგან განსხვავებით, მას სამოქალაქო ომში  აქტიური მონაწილეობა არ მიუღია.[3]

ძმის მკვლელობა. პარტიის თავმჯდომარის პოსტი

რედაქტირება

1990 წლის 21 ოქტომბერს ეროვნულ-ლიბერალური პარტიის  თავმჯდომარე დანი შამუნი ოჯახთან ერთად მოკლეს. (ქამილ შამუნი უფროსი გარდაიცვალა სამი წლით ადრე.) დორი შამუნი როგორც ოჯახის ტრადიციის გამგრძელებელი, სათავეში ჩაუდგა  პარტიას. მას შემდეგ ის არის ეროვნულ-ლიბერალური პარტიის  თავმჯდომარე და შამუნის კლანის მეთაური. [4]

პირველი მწვავე პოლიტიკური პრობლემა იყო დანი შამუნის მკვლელობის საქმის გამოძიება. მკვლელობაში დაადანაშაულეს  „ლიბანის ძალების“ მეთაური, ფალანგისტი სამირ ჯააჯა. 1995 წელს სასამართლომ ჯააჯას სიკვდილით დასაჯის განაჩენი გამოუტანა, ხოლო შემდეგ სასიკვდილო შეცვალა სამუდამო პატიმრობით. დორი შამუნმა არ ცნო განაჩენი, ნდობა გამოუცხადა ჯააჯას  და სირიის სპეცსამსახურები დაადანაშაულა  ძმის მკვლელობაში. სამირ ჯააჯას დაცვამ გამოიწვია კონფლიქტი დორი შამუნსა და მის ძმისშვილს ტრეისი შამუნს შორის (დანი შამუნის ქალიშვილი, რომელიც შეეძინა ქორწინებაში პატი მორგანთან).

2005 წელს სამირ ჯააჯას მოუხსნეს დანი შამუნის მკვლელობის ბრალდება და გაათავისუფლეს.

ეროვნულ-ლიბერალური პარტია დორი შამუნის ხელმძღვანელობით,  კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სირიის მიერ ლიბანის ოკუპაციას. დორი შამუნმა ბევრი იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში, ესაუბრა ლიბანის დიასპორის წარმომადგენლებს, სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ”სირიის პოლიციის ავტოკრატია ანგრევს ლიბანს ყველა მიმართულებით —მორალური, იურიდიული, პოლიტიკური და ეკონომიკური”.[5]

ეროვნულ-ლიბერალური პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა 1992, 1996 და 2000 წლების საპარლამენტო არჩევნებს,  როგორც ოკუპაციის პირობებში ჩატარებულს. ეს პოზიცია არ ეხებოდა ადგილობრივ არჩევნებს —1998-2009 წლებში დორი შამუნი ხელმძღვანელობდა მუნიციპალიტეტის საბჭოს და დეირ ალ-კამარის ადმინისტრაციას — შამუნების ოჯახის სოფელს შუფში.[6]

პოლიტიკური კურსი

რედაქტირება

2005 წელს ეროვნულ-ლიბერალური პარტია აქტიურად მონაწილეობდა „კედრების რევოლუციაში“. დორი შამუნი ანტისირიული ძალების 14 მარტის კოალიციას შეუერთდა. 2009 წელს დორი შამუნი აირჩიეს ლიბანის პარლამენტში. არჩევნებში მას მხარს უჭერდა ვალიდ ჯუმბლატის პროგრესულ სოციალისტური პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ქამილ შამუნისა და ვალიდ ჯუმბლატის დროს, ეროვნულ-ლიბერალური პარტია და პროგრესულ სოციალისტური პარტია ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ამან სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია ეროვნულ-ლიბერალური პარტიის ტრადიციულ ელექტორატში.[7][8]

მოწესრიგდა ურთიერთობა ფალანგისტურ კატაიბთან, რომელიც დანი შამუნისა და ბაშირ ჯემაიელის დროს მკაცრად მტრული იყო. ფალანგისტები და ნაციონალ- ლიბერალები ერთობლივ ანტისირიულ ქმედებებს ატარებენ. ამინ ჯემაიელმა ბოდიში მოიხადა 1980 წელს საფრაში გამართული ხოცვა-ჟლეტის გამო. ნაციონალ-ლიბერალური პარტიის და დორი შამუნის უახლოესი მოკავშირე გახდა სამირ ჯააჯა. მათი ალიანსი  ზოგირთმა დამკვირვებელმა უცნაურად მიიჩნია.[9][10][11]

ეროვნულ-ლიბერალური პარტია ყოველწლიურად ოქტომბერში  ატარებს დანი შამუნის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებებს.

როდესაც 2016 წლის დეკემბრის ბოლოს შეიქმნა საად ჰარირის მთავრობა, ეროვნულ-ლიბერალურმა პარტიამ ვერ მიიღო თანამდებობები მთავრობაში, დატოვა "14 მარტის კოალიცია" და ოპოზიციაში გადავიდა.  კავშირი „ლიბანის ძალებთან“ პრაქტიკულად დაიშალა. ეროვნულ-ლიბერალური პარტიის გავლენა ქამილ შამუნისა და დანი შამუნის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Afaf Sabeh McGowan, John Roberts, As'ad Abu Khalil, and Robert Scott Mason, Lebanon: a country study, area handbook series, Headquarters, Department of the Army (DA Pam 550-24), Washington D.C. 1989. - [1]
  • Alain Menargues, Les Secrets de la guerre du Liban: Du coup d'état de Béchir Gémayel aux massacres des camps palestiniens, Albin Michel, Paris 2004. ISBN 978-2226121271 (ფრანგ.)
  • Claire Hoy and Victor Ostrovsky, By Way of Deception: The Making and Unmaking of a Mossad Officer, St. Martin's Press, New York 1990. ISBN 0-9717595-0-2
  • David Gilmour, Palestine: The Fractured Country, Sphere Books, 1984 (2nd edition, 1987). ISBN 978-0747400745, 0747400741
  1. DORY CHAMOUN. Lebanese politician
  2. "Dory Chamoun in hospital".(არაბ)
  3. O'Ballance, Civil War in Lebanon (1998), p. 100.
  4. Klaus Wivel. The Last Supper: The Plight of Christians in Arab Lands / New Vessel Press; Tra edition, 2016.
  5. Interview: Dory Chamoun President of the National Liberal Party (NLP), Mayor of Deir al-Qamar
  6. Deir El Qamar. Personalities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-24. ციტირების თარიღი: 2021-11-08.
  7. دوري شمعون… آخر «الوطنيين الأحرار» (არაბ.)
  8. THE CONTINUOUS DOWNFALL OF POLITICAL MARONITISM
  9. Phalange, National Liberal Youths Declare Syria’s Ambassador 'Persona Non Grata'
  10. " نصب «شهداء الصفرا» يُربِك «الأحرار» (არაბ.)
  11. Geagea Says LF, FPM Not Trying to 'Eliminate Everyone' in Municipal Polls
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დორი_შამუნი“-დან