დმანისის მეორე საჯარო სკოლა

საჯარო სკოლა

ქ.დმანისის მეორე საჯარო სკოლა — რუსულენოვანი[1] საჯარო სკოლა ქალაქ დმანისში. დაარსდა 1932 წელს ეთნიკურად რუსების (დუხობორების) მიერ.[2]

სსიპ ქალაქ დმანისის მეორე საჯარო სკოლა
დაარსდა: 1932 წელს
დირექტორი: ინესა მანელოვა (მ/შ)
ტიპი: საჯარო
მოსწავლე: 180
მისამართი: ი.გოგებაშვილის 18, დმანისი, საქართველოს დროშა საქართველო
ელ. ფოსტა: dmanisi_meore@yahoo.com

1839 წელს გამოვიდა რუსეთის იმპერიის მთავრობის განკარგულება რუსი სექტანტების კავკასიაში გადმოსახლების შესახებ. ვინც წინაგამართულ სასამართლოზე უარს იტყოდა და არ დაბრუნდებოდა მართლმადიდებლობას, ვალდებული იყო საცხოვრებლად წასულიყო კავკასიაში. ამ სასჯელით 1841-1845 წლებში ჯავახეთში ჩამოსახლდა 497 ოჯახი, მათგან 1844 წელს ერთი ნაწილი ქალაქ დმანისსა და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში დასახლდა.

დმანისის რუსულენოვანი სკოლა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პირველი სკოლაა. 1990-იან წლებამდე სკოლა რჩებოდა დმანისის პირველ საჯარო სკოლად, ხოლო 1990-იან წლებში იგი გადაკეთდა ქართულენოვან სკოლად. ამის შემდეგ რუსულენოვანი სკოლა განთავსდა დმანისის ყოფილ აზერბაიჯანულენოვან სკოლის შენობაში და მიეცა მეორე საჯარო სკოლის სტატუსი. 2010 წელს სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ჰეიდარ ალიევის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელია.

წლების განმავლობაში ამ სკოლის მოსწავლეები იყვნენ: აზერბაიჯანის მთავარი პროკურორი ზაქირ კარალოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი და დმანისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი, რომელიც აგრეთვე ამავე სკოლის დირექტორი იყო 2007-2014 წლებში.