დისკვალიფიცირებული, როგორც ადამიანი

(გადამისამართდა გვერდიდან დისკვალიფიცირებული როგორც ადამიანი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დისკვალიფიცირებული, როგორც ადამიანი ან აღარ ვივარგებ ადამიანად (იაპონ. 人間失格, Ningen Shikkaku), ინგლისურად ცნობილი, როგორც No Longer Human 一 იაპონელი მწერლის, ოსამუ დაძაის ნოველა, რომელიც, თავდაპირველად, 1948 წელს გამოიცა. სიუჟეტი მოგვითხრობს პრობლემატური ადამიანის, ობა იოძოს თავს გადამხდარი ისტორიის შესახებ, რომელიც უძლურია, საზოგადოებაში ფესვები გაიდგას, დაანახოს ხალხს მისი ნამდვილი სახე და რომელიც, სანაცვლოდ, ბედნიერებასა და ნეტარებას ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში ჰპოვებს. ნაწარმოების ორიგინალი სათაური ითარგმნება, როგორც „განდევნილი ადამიანი“,[1] ან „წარუმატებელი ადამიანი“.[2] წიგნმა დღის შუქი თავად მწერლის თვითმკვლელობიდან (მან თავი 38 წლის ასაკში მოიკლა, საკუთარ შეყვარებულთან ერთად) ერთი თვის შემდეგ იხილა.[2] "დისკვალიფიცირებული როგორც ადამიანი" ითვლება ომისშემდგომი იაპონური ლიტერატურის კლასიკად[3] და დაძაის შედევრად,[4] რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა მკითხველში.[5] აღსანიშნავია ისიც, რომ ის გამომცემლობა "შინჩოშას" ("Shinchosha") ყველაზე გაყიდვად იაპონურ ბესტსელერებს შორის მხოლოდ მეორე ადგილს იკავებს, ნაცუმე სოსეკის რომანის - „გული“ - შემდეგ.[5]

„დისკვალიფიცირებული, როგორც ადამიანი“
人間失格

თანამედროვე ინგლისურენოვანი გამოცემა
ავტორი ოსამუ დაძაი
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
გამომცემელი Shinchosha
გამოცემის თარიღი 1948
მედია ბეჭდური
გვერდი 177
ISBN 9780811204811

დონალდ კინმა, ამერიკელმა იაპონისტმა, რომელმაც პირველმა თარგმნა დაძაის ჩამავალი მზე და ზემოხსენებული რომანი ინგლისურ ენაზე, აღნიშნა:

„მისი სამყარო... შეესაბამება ჩეხოვს ან რევოლუციისშემდგომ საფრანგეთს, თუმცა თან დაერთვის იაპონური მგრძნობელობა ნიმუშის წარმოდგენაში. დაძაის რომანი სრულებით ერგება დასავლურ სამყაროს და, ამავდროულად, არ წააგავს არცერთ დასავლურ რომანს“.[6]

დისკვალიფიცირებული როგორც ადამიანი მოთხრობილია იმ ჩანაწერების სახით, რომლებიც მთავარმა გმირმა, ობა იოძომ (大庭葉蔵) დატოვა. ისინი დაყოფილია სამ თავად, ე.წ. „რვეულებად“, რომლებიც ასახავენ ობას ცხოვრებას ღრმა ბავშვობიდან ოცი წლის ასაკამდე. ჩანაწერებს თან ერთვის წინასიტყვაობა და პროლოგი უსახელო მთხრობელის მიერ, რომელსაც მოგროვილი ხელნაწერები წიგნად აუკინძავს იმ ნაცნობის დახმარებით, რომელმაც მას ათი წლის წინ აღნიშნული ჩანაწერები გადასცა.

პირველი რვეული

რედაქტირება

პირველ ნაწილში ობა გადმოგვცემს მის დამოკიდებულებას ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა „რას ნიშნავს განიცდიდე ადამიანი შიმშილს?“, „რას ნიშნავს იყო უბედური“ და ა.შ. ის თხრობას იწყებს იმ უყრმესი ბავშვობის წლების შესახებ, როცა მისი სხლის მიდამოებში არსებულ რკინიგზის სადგურს მხოლოდ „გასართობი“ მიზნით იყენებდა. ის ამბობს, რომ მისთვის „ეს ერთ-ერთი ძალიან ელეგანტური სერვისი იყო, რომელსაც რკინიგზა გვთავაზობდა“, თუმცა, მოგვიანებით, როდესაც აღმოაჩინა, რომ „ხიდი სხვა არაფერი იყო, გარდა უტილიტარული მოწყობილობისა, ყველანაირი ინტერესი დაკარგა მის მიმართ“.

ის ანალოგიურ დამოკიდებულებას განიცდიდა „მიწისქვეშა მატარებლები“ მიმართ.

ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ობა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა, რომელიც ალაგ-ალაგ მრავალი მოახლითა და დამლაგებლებითაც კი იყო დაკომპლექტებული. ობა ოჯახშივე საკმაოდ უცნაური, ექსცენტრიული ქმედებებით გამოირჩეოდა - მთხრობელი ღრმადაა დარწმუნებული, რომ მიუხედავად „სკოლაში თითქმის არსიარულისა“ და „გამუდმებით ავადმყოფობისა“, ის მაინც ვერ ახერხებდა საერთო ენის გამონახვას საკუთარ მშობლებთან. მან ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორიაც მოაყოლა: მაშინ, როდესაც მის სახელმწიფო მოხელე მამას ყოველდღიურად დედაქალაქში წასვლა უწევდა, ის ყოველ ჯერზე ეკითხებოდა საკუთარ შვილებს, თუ რა სურდათ რომ მათთვის ჩამოეტანა. როგორც მთხრობელი იხსენებს, ერთი ასეთი კრებისას, როცა მამა საკუთარ შვილებს სანუკვარი საჩუქრების შესახებ დაეკიტხა, ობა იმდენად დაიბნა, რომ მან ვერ შეძლო ადეკვატური პასუხის გაცემა და მთელი ღამის მანძილზე მას სინდისი ქენჯნავდა. ის თავს დამნაშავებ მიიჩნევდა საკუთარი არაადეკვატურობის გამო და საქმის გამოსწორება ღამით მამის ოთახში შესვლით, მისი უბის წიგნაკის გადაშლით და სასურველი საჩუქრის ჩაწერით გადაწყვითა (რაც იყო „ლომის ნიღაბი“, რადგან მალე იაპონური საახალწლო ფესტივალი დაიწყებოდა). ნარატორი ამბობს, რომ „ყოველთვის, როცა ეკითხებოდნენ, რა უნდა, ის ინსტიქტურად პასუხობდა - არვიცი“.

ის ხსნიდა, რომ არ ჰქონდა ძალა, ორი ალტერნატივიდან ერთი ამორჩევისთვის, რამაც მისი „სამარცხვინო ცხოვრება“ განაპირობა.

ობა, ასევე, სკოლის საკითხსაც ეხება. მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ მას სკოლაში საერთოდაც არ უვლია. ის სუსტი ჯანმრთელობის ბავშვი იყო, რის გამოც თვეების განმავლობაში საწოლად იყო მიჯაჭვული. ამან განაპირობა ის, რომ, ფაქტობრივად, საბოლოო გამოცდების პერიოდის გარდა, სხვა დროს სკოლაში გაკვეთილებს არ ესწრებოდა, ხოლო თუ ესწრებოდა, მისი იქ ყოფნა მხოლოდ გართობას ემსახურებოდა - ან გაკვეთილზე „კომიქსებს ხატავდა“, ან შესვენებებზე კლასელებს ართობდა კლასსა და დერეფანში არსებულ ნახატებთან დაკავშირებით საკუთარი არაორდინალური იუმორის წყალობით.

ობას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამქვეყნად მის ერთადერთ პლიუსს იუმორი წარმოადგენდა, თუმცა მას მაინც აწუხებდა შიშები სინამდვილის გამოვლენასთან დაკავშირებით. ის ყოველდღიურად იწერდა სახალისო ჟურნალებს ტოკიოდან, აგროვებდა აურაცხელ ინფორმაციას და საუთარი მოქნილობისა და გამჭირიახობის წყალობით გარშემომყოფთა გაღიმების მიზეზიც ხდებოდა. სწორედ ამავე მიზეზით აშინებდა მას იდეა პატივცემულად ყოფნის შესახებ.

ობა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორზეც, რომ „მშობლებზე მეტად ის მსახურებს ვერ უგებდა“. ჩანაწერებში ის აღნიშნავს, რომ სწორედ მსახურები იქცნენ მის „გარყვნის მიზეზად“, რაც მას ძალიან აწუხებდა და რასაც ის უდიდეს დანაშაულად აღიქვამდა. მას სურდა, ამ დანაშაულისგან გათავისუფლებულიყო და მესამე პირისთვის, მაგალითად მშობლისთვის, ეამბნა, თუმცა, მისი აზრით, ეს შეუძლებელი იყო, რადგან გარშემომყოფებს ის დალუქული ჰყავდათ „ნდობისა ან უნდობლობის სამყაროსგან“.

ის საკმაოდ კრიტიკულად ეკიდება „უბედურად“ ყოფნის საკითხსაც და ამბობს: „როგორ შეიძლება ჩემი მეზობლების დარდი შეესაბამებოდეს ნამდვილ დარდს, თუ მათ მოახერხეს სიცოცხლე თავის მოკვლის გარეშე, გაგიჟების გარეშე, ინარჩუნებენ ინტერესს პოლიტიკურ ჯგუფებში, არ მიეცემიან სასოწარკვეთას, მტკიცედ აგრძელებენ ბრძოლას არსებობისათვის“. ყოველივე ეს აბიძგებინებს მას, რომ „ის გარშემომყოფთა შორის განსხვავებულია“ და რომ მისთვის, პრაქტიკულად, „შეუძლებელია სხვა ადამიანებთან საუბარი“.

ნაწყვეტის ბოლოს ის ამატებს, რომ მისი „მარტოსულობა უცხო ქალებმაც კარგად იყნოსეს“, როგორც ის ამბობს: „ქალებმა ჩემში იპოვეს კაცი, რომელსაც შეეძლო სიყვარული საიდუმლოდ შეენახა“.

მეორე რვეული

რედაქტირება

მეორე ნაწილი იწყება იმ სანაპიროს მიდამოების აღწერით, სადაც ობას სკოლაში სიარული უწევდა. ის იხსენებს, რომ სანაპიროსთან საკმაოდ მაღალი ალუბლის ხეები იყო ჩამწკრივებული. როგორც ის ამბობს, მამამისმა მისი ამ სკოლაში შეყვანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სანაპიროსთან ახლოს მათი შორეული ნათესავები ცხოვრობდნენ და, მამისთვის, არსებობდა იმედი, რომ მისი ნათესავები მონიტორინგს გაუწევდნენ პატარა ობას სწავლებას, თუმცა ეს არასწორი გამოდგა: ის ჩვეული სიზარმაცით გამოირჩეოდა და ერთადერთი საჩინო რაც გააჩნდა, „სისულელეების წყალობით პოპულარობის მოპოვება იყო“.

მთხრობელი თვლიდა, რომ მან დროებით წარმატებას მიაღწია თავისი საკუთარი „მე“-ს დამალვაში, თუმცა მაინც არ დასცალდა ამის გაკეთება, როცა ის ტაკეიჩის გაეცნო. როგორც ობა იხსენებს, ფიზიკური ვარჯიშის გაკვეთილისას, ძელზე თავის მირტყმის შემდეგ ქვიშაში ჩაეფლო და კლასელთა დაცინვის ობიექტად იქცა. ტაკეიჩიმ შენიშნა, რომ მან ეს შეგნებულად გააკეთა და ამხილა, რაშიც არ ეთანხმებოდა თავად ობა. შედეგად, ის ტაკეიჩისთან საკმაოდ უცნაურ ურთიერთობას ამყარებს. ის მას წვიმაში გასეირნებას სთავაზობს, რის შემდეგაც სახლში შემოიპატიჟებს და ნატკენი ყურების დამუშავებას დაუწყებს. ტაკეიჩისთან საუბრისას ობასთვის საკმაოდ დასამახსოვრებელი ეს სიტყვები აღმოჩნდა - “სანაძლეოს დავდებ, ბევრ ქალს შეუყავრდები!”. როგორც თავად პროტაგონისტი განმარტავს, ეს სიტყვები იქცა მისი სამომავლო უბედურების წყაროდ, რომელმაც, ერთგვარად, იწინასწარმეტყველა კიდეც მისი მომავალი.

ობა იოძო აღნიშნავს, რომ ქალები ყველაზე რთული არსებები არიან საერთო ენის გამოსანახად. ის წერს, რომ ბავშვობიდან მოყოლებული ისეთ გარემოცვაში იზრდებოდა, რომლის უდიდეს ნაწილსაც ქალები შეადგენდნენ, თუმცა, მისი თქმით, ეს ურთიერთობები „თხელ ყინულზე გავლას“ ჰგავდა, რადგან ის ვერასდროს იგებდა მათ რეალურ მოტივებს.

შემდეგ ისტორია ინაცვლებს ორი ბიძაშვილის აღწერით, რომლებიც იმ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც ობას უწევდა დროის გატარება, სანამ სკოლაში სწავლობდა. ერთხელაც, ერთ-ერთმა სთხოვა მას, გაეკეთებინა სათვალეები, რომელიც უფროს დას ეკუთვნოდა. ამ მომენტში მას ჰაროლდ ლოიდს ადარებენ, რომლის პერსონაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმ დროის იაპონიაში.

ტაკეიჩის შემდგომი მოსვლისას, ის თან ვან გოგის ნახატს მოიტანს, რომელსაც „მოჩვენებათა სურათს“ უწოდებს. ეს მომენტი საკმაოდ დამაფიქრებელი აღმოჩნდა მთავარი გმირისთვის, მისი თქმით, მას ბავშვობიდან ჰქონდა შეხება ისეთივე ავტორების შემოქმედებებთან, როგორებიც არიან რენუარი, გოგენი, სეზანი და სხვანი. ის ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ პროფესიული ხერხების ერთობლიობა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, თუმცა მათი სურათები „მოჩვენებად“ არასდროს წარმოადგინა. ერთ დღესაც, სკოლაში ყოფნისას, ობა, ამ ე.წ. „მოჩვენებითი“ სტილის გავლენის ქვეშ მყოფი, ახალ ნახატს შექმნის და ტაკეიჩის აჩვენებს, რომელიც ეტყვის - “შენ დიდებული მხატვარი იქნები ერთ დღეს“. მიუხედავად ამისა, მთხრობელი მაინც სკეპტიკურად იყო განწყობილი მისი ამ სიტყვების მიმართ, რამდენადაც კლასში პოპულარული ის კომიქსების შემქნით უფრო გახდა, ვიდრე საკუთარი ნახატებით.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ობა გადადის ტოკიოში, კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად. როგორც თავად ამბობს, მას სამხატვრო აკადემიაში სურდა სწავლის გაგრძელება, თუმცა მისი პრინციპული მამა მის სახელმწიფო მოხელედ ჩამოყალიბებას ცდილობდა და გამომდინარე იქიდან, რომ ობას „წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა“, იძულებული იყო, დამორჩილებოდა მამის ნებას. აქ ის ეცნობა მასაო ჰორიკს, ხელოვანს, რომელიც მას სხვადასხვა გასართობ საშუალებებს გააცნობს და, აგრეთვე, შესთავაზებს ადგილობრივ „საიდუმლო კომუნისტურ შეხვედრაზე“ წასვლას, რომელიც, ჰორიკის აზრით, „ტოკიოს ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობაა“.

ობას თქმით, მას შემდეგ, რაც ის ლექციას მარქსიზმის და მისეული ეკონომიკიური საფუძვლების შესახებ დაესწრო, ამავე იდეოლოგიის არამყარ მიმდევრად იქცა. მისი აზრით, ყველაფერი, რაც იქ ითქვა, ზედმეტად ცხად რეალობას წარმოადგენდა, თუმცა „რაღაც მეტად შეუმჩნეველი იყო, მეტად საშიში, დამალული ადამიანების გულებში. სიხარბე ამას არ ერქვა, არც ამაოება. არც უბრალო კომბინაცია იყო ლტოლვისა და სიხარბისა“.

ერთ დღესაც, ის გათხოვილ ქალთან, ცუნეკოსთან, რომელიც ფულის გამომუშავების მიზნით მეძავობით ირჩენდა თავს, ერთ ღამეს გაატარებს. ობას სინდისი ქენჯნის, რადგან, მისი აზრით, „სამი მონეტა მისთვის საკმაოდ დამამცირებელია“. ობა გამოსავალს თვითმკვლელობაში პოულობს. გათხოვილ ქალთან ერთი ღამის გატარების შემდეგ, ის ცდილობს, მასთან ერთად შინჯუს წესით თავი მოიკლას (კამაკურას ტბაში ორმხრივი დახრჩობით), თუმცა მისი პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება - ქალი დაიხრჩობა, ხოლო თავად მას გადაარჩენენ, რის გამოც სინდისის ქენჯნა ორმაგად იზრდება მის გულში.

ის საკუთარი ოჯახის წევრებისგან ზიზღით აღსავსე დამოკიდებულების მსხვერპლი ხდება. მალევე, მას თვითმკვლელობაში თანამზრახველობისთვის ბრალს წაუყენებენ, რის გამოც დროებით დაკავების იზოლატორში გაამწესეს. აქ ის მოხუც პოლიციელს ეცნობა, რომელიც მას „ცეცხლთან გათბობას შესთავაზებს“. როგორც მკითხველი ამბობს, მასთან ბაასი ერთგვარ „არაფორმალურ დაკითხვას“ წარმოადგენდა. მომდევნო დღეს ჩატარებული ოფიციალური დაკითხვის შემდეგ ობას წინააღმდეგ ბრალი შეაჩერეს.

მეორე რვეული მთავრდება საღამოს პეიზაჟით, სადაც აღწერილია, თუ როგორაა შედარებული „თოლიის მოძრაობა ქალის სხეულთან“.

მესამე რვეული: პირველი ნაწილი

რედაქტირება

მესამე რვეულის დასაწყისში ობა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტაკეიჩის ორ წინასწარმეტყველებათაგან პირველი ახდა, ხოლო მეორემ - ვარაუდმა იმის შესახებ, რომ ობა დიადი მხატვარი გახდებოდა - კრახი განიცადა.

ობა უნივერსიტეტიდან გარიცხულია კამაკურაში მომხდარი ინცინდენტის გამო. მან ცხოვრება დროებით კამბალას - საკუთარი მეურვის - სახლში გააგრძელა. ერთ დღესაც, ამ უკანასკნელმა მთხრობელი საუზმეზე მოიპატიჟა, რა დროსაც ჰკითხა, თუ რის გაკეთებას აპირებდა სამომავლოდ. ობა გამოუტყდება, რომ მის რეალურ ოცნებას მხატვრობა წარმოადგენს, კამბალა კი მას რაციონალური აზროვნებისკენ და დაფიქრებისკენ მოუწოდებს. მომდევნო დილით, კამბალას გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა და სახლიდან გაიქცა.

ობა ჯერ საკუთარ წიგნებს გაყიდის ცოტა ფულის მოსაგროვებლად, შემდეგ კი ჰორიკის ეწვევა, მისივე თქმით, „ზუსტად ისე, როგორც ეს კამბალას შემთხვევაში“. კამბალას მსგავსად, ჰორიკიც მოუწოდებს ობას მოქმედებისკენ და ცხოვრების შეცვლისკენ. თავდაპირველად, ის კითხულობს, შეეცვალა თუ არა დამოკიდებულება მამასთან. ჰორიკის მალე წასვლა უწევდა, თუმცა შეხვედრის ობიექტი სახლშივე დაადგა - ეს იყო მაღალი ქალბატონი, რომელიც ჩუმად, გაუგებარ საკითხზე ესაუბრებოდა ჰორიკის. ქალმა ობას უთხრა, რომ „იმას გავხდა, ვისაც უბედური ბავშვობა ჰქონდა“.

მალე, ობამ ამ ქალბატონის სახლში დამხმარედ დაიწყო მუშაობა, რასაც მთავარი გმირრი საკმაოდ უცნაურად შეეგება. მან იგრძნო რომ, თითქოს, „პირველად მიყვებოდა შენახული კაცის ცხოვრებას“. ქალბატონის მეუღლე სამი წლის წინ გარდაცვალებია, ამჟამად კი ის მხოლოდ საკუთარ ხუთი წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ამ ერთგვარი სამუშაოს დაწყებიდან მალევე ობა შიზუკოსგან (ეს იყო ამ ქალბატონი ჟურნალისტის სახელი) ფულად ანაზღაურებას მოითხოვს, თუმცა დასძენს, რომ არაა გამორიცხული მალე გაექცეს ამ სამუშაოს, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა. ის ქალბატონთან აღიარებს, რომ ბუნებით ხელოვანია, რომ „მას სიგარეტისა და სასმელების ყიდვა სურს“ და რომ „ჰორიკიზე უკეთესი არტისტია“.შიზოკუ მას რედაქციაში კომიქსების მბეჭდავად მუშაობის დაწყებას შესთავაზებს, რამდენადაც ის აღფრთოვანებული იყო იმ ჩანახატებით, რომელთაც ობა მის ქალიშვილს უხატავდა. რედაქციაში ყოფნისას, შიზოკუ, ჰორიკისთან ერთად, თავად ობას დაუკითხავად, გადაწყვეტს, რომ ობა მის ფორმალურ მეუღლედ იქცეს და ყველანაირი კავშირი ობასა და მის ოჯახს შორის შეწყდეს.

თავდაპირველად, მსგავსმა ნაბიჯმა დიდი მოგება მოუტანა ობას - მას უკვე ლიქიორისა და სიგარეტის შეძენა შეეძლო -, თუმცა, როცა ის საკუთარ სახლზე ჩაფიქრდებოდა, უმალ დეპრესიას მიეცემოდა. ობას თქმით, ასეთ დროს მის შვებას შიგეკოსთან (შიზოკუს პატარა ქალიშვილი) ურთიერთობა წარმოადგენდა.

როგორც მთავარი გმირი ამბობს, „რაც მეტად ეშინოდა ხალხის, მეტად მოსწონდა ხალხს ის და რაც მეტად მოსწონდა ხალხს ის, მეტად ეშინოდა მათი - პროცესი, რომელიც საბოლოოდ აიძულებდა ყველასგან გაქცეულიყო“.

შიგეკოსთან საუბრისას ეს უკანასკნელი გამოტყდა, რომ ის საკუთარი ნამდვილი მამის დაბრუნებას ისურვებდა, რამაც ობას შოკური რეაქცია გამოიწვია. ამან ობა დააფიქრა, რომ, შესაძლოა, თვით ყველაზე პატარა შიგეკოც კი არ არის უსაფრთხო მისთვის.

ერთ დღეს, ჰორიკი მასთან შემდეგი სიტყვებით წამოემართება: “შენ ქალებთან სისულელეები უნდა შეწყვიტო. ძალიან შორს წახვედი. საზოგადოება მეტს აღარ აიტანს“. ობასთვის განხილვის საგნად იქცევა, თუ რას წარმოადგენს რეალურად საზოგადოება, რაზე ფიქრისასაც ის შემდეგ დასკვნამდე მიდის:

"საზოგადოება. ვგრძნობდი, რომ თითქოს ვიწყებდი საბოლოოდ რაღაც ბუნდოვანი აზრის შეძენას, თუ რას ნიშნავდა ეს. ეს არის ბრძოლა ერთ ინდივიდუმსა და კიდევ ერთს შორის, დაუყოვნებლივი ბრძოლა, რომელშიც უშუალო ტრიუმფი ყველაფერია. ადამიანები არასოდეს ემორჩილებიან ადამიანებს. მონებიც კი ვარჯიშობენ თავიანთ ბოროტულ შურისგებებზე. ადამიანებს არ ესმით ყოველი გზით გადარჩენის, გარდა ერთი ტერმინისა, დაუყოვნებლივი კამათისა. ისინი ლაპარაკობენ ქვეყნის მომავალსა და ასეთ რამეებზე, მაგრამ საგანი მათი ძალისხმევისა არის უცვლელად ინდივიდუმი, და თუნდ ერთხელ ინდივიდუალური საჭიროებები შესრულდეს, ინდივიდუმი ისევ შემოდის. გაუგებრობა საზოგადოებისა, არის გაუგებრობა ინდივიდუმისა. ოკეანე საზოგადოება არ არის; ის ინდივიდუმებისაა. ეს იყო ის, თუ როგორ შევძელი მიმეღო მცირე რაოდენობის თავისუფლება ჩემი ტერორისგან, ილუზია ოკეანისგან, სახელად სამყარო. ფრიად აგრესიულად მოქცევა ვისწავლე, დაუსრულებელი ღელვის წუხილის გარეშე, მანამდე რომ ვიცოდი, ვპასუხობდი, თითქოს ეს იყო საჭირო მომენტში."

დიდი ხნის მანძილზე, ობა საკუთარ კომიქსებზე მუშაობას საკმაოდ დათრგუნულ მდგომარეობაში აგრძელებდა, შვებას კი მხოლოდ და მხოლოდ ლიქიორით განტვირთვაში ხედავდა. ერთ-ერთი ფრანგული ლექსის წაკითხვისას, ის საკუთარ თავს გომბეშოსაც კი ადარებს და ამბობს, რომ „ის არის ცხოველი, უფრო დაბალი ვიდრე თვით კატა“. შიზოკუს სახლში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ ის სამუშაოს ტოვებს და ბარში აგრძელებს ცხოვრებას. მალე ის პორნოგრაფიული კომიქსების გამოქვეყნებას იწყებს, რომელთაც ომარ ხაიამის რუბაიატებიდან ურთავდა თითო სტროფს.

მალევე, მის ცხოვრებაში ჩნდება ჩვიდმეტი წლის გოგო, სახელად იოშიკო, რომელიც მას სმისგან თავის დანებებისკენ მოუწოდებს. ობას გოგო მყისვე შეუყვარდება, რადგან, მისივე თქმით, „მასში აღმოაჩენს რაღაც ქალწულებრივს, რაც ჯერ არავის დაუბინძურებია“. ობა, მისი ცოლად მოყვანის პერსპექტივით, იოშიკოს ჰპირდება, რომ დალევას თავს დაანებებს, თუმცა მეორე დღესვე არღვევს დათქმას, მიუხედავად იოშიკოს რწმენისა იმაში, რომ ობას სულაც არ დაულევია.

ნაწყვეტი მთავრდება იმის ხსენებით, რომ ობა და იოშიკო რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ.

მესამე რვეული: მეორე ნაწილი

რედაქტირება

იოშიკოს გამოჩენამ ობას ცხოვრებაში განაპირობა ის, რომ ამ უკანასკნელმა სმას თავი დაანება და მთელი ენერგია კომიქსების შექმნისკენ მიმართა. ცოტა ხანში ის კარიკატურისტად იწყებს მუშაობას.

ობა და იოშიკო ბარის ზედა სართულზე ქირაობენ ბინას და აქვე სახლდებიან. მოულოდნელად, ჰორიკი კვლავ ჩნდება ობას ხცოვრებაში,ამჯერად, ის მოუწოდებსმას, არ დაივიწყოს შიზოკუ და ხშირად მოინახულოს ქალიშვილთან ერთად.

ობას და ჰორიკის ურთიერთობა გრძელდება. ობა იხსენებს ზაფხულის ერთ დღეს, როცა ჰორიკი ობასთან შებინდებისას მოვიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათ ერთგვარი თამაშები წამოიწყეს. ერთ-ერთი ასეთი თამაშისას, რომლის მიზანსაც სუბსტანციათა ანტონიმების დადგენა წარმოადგენდა, ობამ ჰკითხა ჰორიკის, თუ რაუნდა იყოს დანაშაულის ანტონიმი. მასთან ბაასისას, ობა აშკარად ატყობს ქვეცნობიერ ზიზღს, რომელიც მის მიმართ გააჩნია ჰორიკის, თუმცა, როგორც ყოველთვის, უმოქმედობით პასუხობს. ობა მსჯელობს, რომ დანაშაულის ანტონიმს სასჯელი უნდა წარმოადგენდეს, რადგან სწორედ ამ უკანასკნელში ბუდობს ის ყველაზე მცირე დოზით, რა დროსაც ის ახსენებს დოსტოევსკის ნაწარმოებს - "დაშაული და სასჯელი". მანამ, სანამ სამზარეულოში იოშიკო მარცვლებს ამზადებდა, მასზე უცნობმა პიროვნებამ სექსუალურად იძალადა, რაც, როგორც ობამ, ისე ჰორიკიმ ერთობლივად შენიშნეს. იმედგაცრუებულ ობას ტოვებს ჰორიკი და ეუბნება, რომ „მან იოშიკოს უნდა აპატიოს, რადგან ის დიდ ჯილდოს მაინც არ წარმოადგენს მისთვის“.

ამ ინციდენტის შედეგად გამოწვეული მორიგი ტერორი მძიმედ მოქმედებს ობას ფსიქიკაზე და ის კიდევ ერთხელ სცდის - ამჯერად უკვე საძილე აბებით - თვითმკვლელობას.

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ის მორფინზე ხდება დამოკიდებული. მალე მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსებენ, თუმცა ძმის დახმარებით ის შედარებით იზოლირებულ ადგილას გადაჰყავთ. ამბის თხრობა მთავრდება მისი იმ კომენტარით, რომ „ამჟამად, ის თავს არც ბედნიერად გრძნობს და არც უბედურად“.

თემები და ანალიზი

რედაქტირება

დისკვალიფიცირებული როგორც ადამიანი ფართოდ განიხილება, როგორც ნახევრად ავტობიოგრაფიული ნოველა, რამდენადაც მკითხველი აშკარად აწყდება პარალელს მთავარი გმირის - ობა იოძოს - ცხოვრებასა და ავტორ ოსამუ დაძაის ბიოგრაფიულ ელემენტებს შორის. ნაწარმოები ეხმიანება ისეთ თემებს, რომელთაც დიდი ადგილი ეკავათ როგორც ავტორის, ისე გმირის ცხოვრებაში, როგორებიცაა თვითმკვლელობა, სოციალური გაუცხოება და დეპრესია.[7] აღსანიშნავია ისიც, რომ პროტაგონისტმა, მწერლის მსგავსად, ხუთჯერ სცადა თვითმკვლელობა, თუმცა, განსხვავებით მწერლის ხვედრისა, მთავარი გმირის ბედი მკითხველისთვის ტექსტის ბოლოს უცნობი რჩება (ავტორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით მეხუთე მცდელობისას საკუთარ სიყვარულის ობიექტთან, ტომი იაძაკისთან ერთად დაამთავრა).[8]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

2014 წელს, ნაწარმოების მიმოხილვისას, უილიამ ბრედბერიმ The Japan Times-ში წიგნს „მარადიული რომანი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ინდივიდის ბრძოლა ნორმალიზებულ საზოგადოებაში დამკვიდრებისთვის ისეთივე აქტუალურია დღესაც, როგორც ნამუშევარზე მუშაობისას არსებობდა“. მან, ასევე, დასძინა, რომ ერთგვარი „ბლაგვი“ სტილი კიდევ უფრო აშორებდა ავტობიოგრაფიული ტონალობისგან, მიუხედავად მრავალი აშკარა პარალელისა ნაწარმოების ავტორის ცხოვრებასა და თავად ამ ნაწარმოების სიუჟეტს შორის.[9]

ერთ-ერთმა თანამედროვე ანალიტიკოსმა, ნაოკო მიაჯიმ, აღნიშნა, რომ დაძაი მძიმე პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებოდა მაშინ, როცა აღნიშნულ ნაწარმოებზე მუშაობდა.[10]

ადაპტაციები

რედაქტირება
  • 2019: Ningen Shikkaku (რეჟ. მიკა ნინაგავა) [11]
  • 2019: Human Lost (რეჟ. ფუმინორი კიძაკი)

ანიმე სერიალი

რედაქტირება
  • 2009: აოი ბუნგაკუ
  • 2009: No Longer Human (ავტ. უსუმარუ ფურუია) [12]
  • 2017: No Longer Human (ავტ. ჯუნჯი იტო)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Dazai, Osamu (1948). No Longer Human. Norfolk, Connecticut: New Directions Publishing. 
  2. 2.0 2.1 Dazai, Osamu (2023). A Shameful Life. Berkeley, California: Stone Bridge Press. 
  3. (2005) The Columbia Anthology of Modern Japanese Literature. New York: Columbia University Press, გვ. 660. 
  4. Takeshi Obata Illustrates Cover for Best-Selling Japanese Novel (August 22, 2007). ციტირების თარიღი: 2009-07-27
  5. 5.0 5.1 没後70年、作家・太宰治を生んだ「三つの空白期」 ja (6 June 2018). ციტირების თარიღი: 21 June 2023
  6. https://www.goodreads.com/book/show/194746.No_Longer_Human
  7. Eugene Thacker. "The Disqualified Life of Ozamu Dazai." The Japan Times (26 March 2016).
  8. Osamu Dazai. ციტირების თარიღი: 2022-02-17
  9. Bradbury, William. No Longer Human (25 October 2014). ციტირების თარიღი: 14 March 2015
  10. Betrayed as Boys: Psychodynamic Treatment of Sexually Abused Men, Japanese edit pp. 448–451 by Naoko Miyaji (2005, mainly Richard Gartner) ISBN 4-86182-013-8
  11. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ja (December 3, 2018). ციტირების თარიღი: December 2, 2018
  12. No Longer Human. Vertical, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 10 December 2011