ნაცუმე სოსეკი (ნამდვილი სახელი — კინ ნოსკე; დ. 9 თებერვალი, 1867, ტოკიო — გ.9 დეკემბერი, 1916, იქვე) — იაპონელი მწერალი. ახალგაზრდობიდანვე თხზავდა ჰაიკუს. 1905 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი „თქვენი მონა-მორჩილი ხვადი კატა“ — სატირა იაპონურ საზოგადოებაზე. ამ რომანის თემა — პიროვნების ბედი, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე სამყაროს მორალურ-ეთიკურ პრობლემებთან, აერთიანებს ნაცუმე სოსეკის დანარჩენ 14 რომანს. წერდა ფსიქოლოგიურ რომანებს („გული“, 1914; „სინათლე და წყვდიადი“, 1916, დაუმთავრებელი დარჩა). ნაცუმე სოსეკის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ 1905-1916 პერიოდს იაპონურ ლიტერატურაში „ნაცუმეს წლებს“ უწოდებენ. მის მრავალ მიმდევარს შორის იყო აკუტაგავა რიუნოსკეც.

ნაცუმე სოსეკი
იაპონ. 夏目漱石
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1867(1867-02-09)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი კიკუიტო
გარდაცვალების თარიღი 9 დეკემბერი, 1916(1916-12-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] (49 წლის)
გარდაცვალების ადგილი Waseda-Minamichō
დასაფლავებულია ძოსიგაიას სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, პოეტი, რომანისტი და უნივერსიტეტის პროფესორი
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა იაპონია
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ნისოგაკუშის უნივერსიტეტი, ოტანომიძუს დაწყებითი სკოლა, ჰიბიის უმაღლესი სკოლა და პირველი უმაღლესი სკოლა
Magnum opus გული, Botchan, მე კატა ვარ, Kusamakura, 210-ე დღე, Nowaki, The Poppy, The Miner, Sanshirō, Sorekara, კარიბჭე, To the Spring Equinox and Beyond, The Wayfarer, Grass on the Wayside, სინათლე და წყვდიადი, The Tower of London, Koto no Sorane, The Heredity of Taste, Bunchō, Ten Nights of Dreams, Eijitsu Shōhin, Kairo-kō და Mankan Tokorodokoro
მეუღლე ნაცუმე კიოტო
შვილ(ებ)ი ძინიტი ნაცუმე, სინროკუ ნაცუმე და Fudeko Natsume
ნათესავ(ებ)ი ნაცუმე იოსინობუ, იოკო მაცუოკა მაკ-კლეინი და მარიკო ჰანდო

ნაცუმე სოსეკი ცნობილია აგრეთვე როგორც ჩინებული კალიგრაფი და მხატვარი. მისი კალიგრაფიული ნამუშევრები გამოირჩევა ორიგინალობით. ფერწერაში იგი ძირითად აკვარელით მუშაობდა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 BD Gest'
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია