დიმიტრი გედევანიშვილი

ქართველი ნიადაგთმცოდნე
(გადამისამართდა გვერდიდან დიმიტრი გედევანიშვილი (ნიადაგთმცოდნე))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გედევანიშვილი.
ტერმინს „დიმიტრი გედევანიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დიმიტრი გედევანიშვილი (ფიზიოლოგი).

დიმიტრი პანტელეიმონის ძე გედევანიშვილი (დ. 1 დეკემბერი [ძვ. სტ. 19 ნოემბერი], 1884, კირბალი, გორის მაზრა — გ. 20 დეკემბერი, 1958, თბილისი) — ქართველი ნიადაგთმცოდნე, პროფესორი (1930), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1943). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1950). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1956).

დიმიტრი გედევანიშვილი
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი (1 დეკემბერი), 1884
დაბ. ადგილი კირბალი, გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 20 დეკემბერი, 1958(1958-12-20) (74 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ნიადაგთმცოდნე
ჯილდოები წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

დიმიტრი გედევანიშვილმა დაამთავრა ნოვოალექსანდრიის (პოლონეთი) სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი (1914). 1910-1912 წლებში მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის, აზიისა და ამიერკავკასიის ნიადაგების გამომკვლევ ექსპედიციებში, რომლებსაც აკადემიკოსი კონსტანტინე გლინკა ხელმძღვანელობდა.

 
დიმიტრი გედევანიშვილის ბიუსტი ვაკის სასაფლაოზე

დაღესტანში მუშაობდა ოლქის აგრონომად. შემდეგ იყო ნიადაგთმცოდნეობისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე თსუ-ში (1919-1929) და ერთდროულად (1921-1924) — თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ნიადგთმცოდნეობის კათედრას. გედევანიშვილმა გამოიკვლია საქართველოს მევენახეობისა და მეჩაიეობის რაიონები, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგები. მისი ხელმძღვანელობით შედგა საქართველოს ნიადაგების რუკები.

გედევანიშვილი იყო ნიადაგთმცოდნეობის საკავშირო საზოგადოების საქართველოს განყოფილების უცვლელი თავმჯდომარე. დაჯილდოებულია 2 წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონის შესასვლელში.

თხზულებები რედაქტირება

  • გედევანიშვილი დ., ნიადაგმცოდნეობა, ტფ., 1935;
  • გედევანიშვილი დ., ნიადაგმცოდნეობის კურსი, თბ.,1955;
  • გედევანიშვილი დ., ნიადაგთმცოდნეობის კურსი, თბ., 1961 (თანაავტ.:გ. ტალახაძე);
  • გედევანიშვილი დ., ტფილის-ბაკურიანის მარშრუტის ნიადაგები = Почвы маршрута Тифлис-Бакуриани = Soils of the Tiflis-Bakuriani route, ტფ., 1930.

ლიტერატურა რედაქტირება