დიდი წერეთი
დიდი წერეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული მღებრიანი).
მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. თხინალის (ტანის მარჯვენა შენაკადი) სათავეში, ზღვის დონიდან 1540 მ-ზე. გორიდან დაშორებულია 48 კილომეტრით.
სოფლის ცენტრში დგას XIV–XV საუკუნეების ღვთისმშობლის ერთნავიანი დაზიანებული ეკლესია. სოფლის მახლობლად, ნასოფლარის ტერიტორიაზე ნატეხი ქვით ნაგები, ამავე ხანის 2 კოშკისა და ეკლესიის ნანგრევებია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 0 | 0 | 0 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 540.
- ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II