დიდი წერეთის ღვთისმშობლის ეკლესია

დიდი წერეთის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი წერეთის ცენტრში. თარიღდება XIV-XV საუკუნეებით.

დიდი წერეთის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (12,5 X 7,5 მ). გარე კედლები ნაგებია თლილი ქვით, შიგნიდან - ნატეხი ქვით, კონსტრუქციული ნაწილები - თლილი შირიმით. გარედან არქიტრავით გადახურული, შიგნიდან ტიმპანიანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში ერთი სარკმელია, სამხრეთის კედელში - ორი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია; ცენტრში დგას სწორკუთხა ვიწრო სატრაპეზო ქვა. კედლები მოხატული ყოფილა (ჩანს საღებავის კვალი).

ლიტერატურა

რედაქტირება