დიდი წერეთის კოშკები

დიდი წერეთის კოშკები — კოშკები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი წერეთის მახლობლად.

ცილინდრული კოშკი

პირველი კოშკი დგას სოფლის დასავლეთით, ხეობაში, ძველ ნასახლარებთან. თარიღდება XIV-XV საუკუნეებით. კოშკი ცილინდრულია (შიდა დიამეტრი 3,5 მეტრი, კედლის სისქე 1,4 მეტრი), ზევით ოდნავ ვიწროვდება, ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: შემორჩენილია ოთხი სართული და მეხუთე სართულის (თუ ბანის) კედლების მცირე ფრაგმენტები. ჩანგრეულია სართულშუა ხის გადახურვები. შესასვლელი სამხრეთით, მეორე სართულზეა, მიწიდან ოთხიოდე მეტრზე. კარის სწორკუთხაა. ამ სართულს აქვს ერთი სარკმელი და ხის აივანი. კოშკის პირველი სართული ნანგრევებით არის სავსე. მესამე სართულზე, სამხრეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით თითო პატარა სარკმელია. მეოთხე სართულს ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული ოთხი სარკმელი აქვს.

მეორე კოშკი დგას სოფლის ჩრდილოეთით. სავარაუდოდ ესეც თარიღდება XIV-XV საუკუნეებით. კოშკი პირამიდულია, გეგმით კვადრატული. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია — ჩანგრეულია ზედა ნაწილი, სამხრეთ კედელი, სართულშუა ხის გადახურვები. შემორჩენილი კედლების მიხედვით კოშკი სამსართულიანი უნდა იყოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.