დიდი თხილნარა
(გადამისამართდა გვერდიდან დიდი თხინალა)
დიდი თხილნარა, ყოფ. დიდი თხინალა — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ხცისი).
მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ძამის წყალგამყოფის — ყელეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1080 მეტრზე, ხაშურიდან 11 კმ დაშორებით. 2002 და 2014 წლების აღწერებით მუდმივი მოსახლეობა არ არის. სოფლის სასაფლაოზე დგას ღვთისმშობლის ეკლესია.
ისტორია
რედაქტირება1886 წლის აღწერით, დიდ თხინალაში 22 კომლი მოსახლე სახლობს (119 კაცი და 153 ქალი, სულ 346 კაცი). ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით მოსახლეობა მთლიანად ოსურია. დიდი თხინალა, როგორც სოფელი, მოიშალა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 416.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 16, 22 აპრილი, 2019, გვ. 3.