ჯორჯიაშვილი
(გადამისამართდა გვერდიდან დიდი ენაგეთი)
ჯორჯიაშვილი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (აბრამეთი, არდისუბანი, ბოგვი, საღრაშენი, ფარცხისი).[1] მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე ალგეთის ნაპირას, ზღვის დონიდან 660 მეტრზე, თეთრიწყაროდან 17 კმ, ბოგვიდან 1 კმ.
სოფელი | |
---|---|
ჯორჯიაშვილი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ჯორჯიაშვილი |
კოორდინატები | 41°34′50″ ჩ. გ. 44°37′31″ ა. გ. / 41.58056° ჩ. გ. 44.62528° ა. გ. |
მოსახლეობა | 721[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის ძველი სახელწოდებაა დიდი ენაგეთი. საბჭოთა პერიოდში სახელი ეწოდა სოფელში დაბადებული რევოლუციონერის, არსენ ჯორჯიაშვილის პატივსაცემად. სოფელშივე დაიდგა მისი ძეგლი. განვითარებული იყო მეთესლეობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 721 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1047 | 503 | 544 |
2014[1] | 721 | 358 | 363 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 574.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
ჯორჯიაშვილი ვიქსიკონში |