არდისუბანი[2] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ჯორჯიაშვილის თემში.[1] მდებარეობს მდინარე ბოგვისხევის (მდინარე ალგეთის შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 780 მ სიმაღლეზე. ქალაქ თეთრიწყაროდან დაშორებულია 19 კილომეტრით.

სოფელი
არდისუბანი

ღვთისმშობლის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°36′04″ ჩ. გ. 44°36′16″ ა. გ. / 41.60111° ჩ. გ. 44.60444° ა. გ. / 41.60111; 44.60444
ცენტრის სიმაღლე 780
მოსახლეობა 138[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
არდისუბანი — საქართველო
არდისუბანი
არდისუბანი — ქვემო ქართლი
არდისუბანი
არდისუბანი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
არდისუბანი

სოფლის მიდამოებში შუა საუკუნეების მრავალი ძეგლია: სოფლის დასავლეთით ბორცვზე დგას ქვაჯვარი კაცის თავის გამოსახულებით. სოფლის ჩრდილოეთით, 1,5 კმ-ზე ნასოფლარია — ძველი ბოგვი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 138 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 237 111 126
2014[1]   138 73 65

ლიტერატურა

რედაქტირება