დიდი არალის ზღვა, სამხრეთი არალის ზღვა ან დიდი არალი — ყოფილი არალის ზღვის აუზში არსებული ტბა, რომელიც წარმოიქმნა 1989 წელს უკანასკნელის ამოშრობის შედეგად. მდებარეობს ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთის და უზბეკეთის ტერიტორიებზე. დიდი არალის ზღვა წარმოადგენს გაუდინარ არეს, ბუნებრივი წარმოშობის ტბას.

დიდი არალის ზღვა
დიდი არალის ზღვა თანამგზავრული ფოტოსურათი, 2014 წლის აგვისტო
ზოგადი ინფორმაცია
ტიპი გაუდინარი
ფართობი დასავლეთი არალის ზღვა (2005) 3500 კმ²
აღმოსავლეთ ზღვის მერყევი ფართობი 42,100 (1989) კმ²
საშუალო სიღრმე 14-15 
უდიდესი სიღრმე 40 
მარილიანობა 70-100 

2003 წელს დიდი არალის ზღვა გაიყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან უზუნ-არალის ვიწრო სრუტით, რომელიც ზღვის დონიდან 29 მ სიმაღლეზე მდებარეობს.[1] ასეთი მდებარეობა ხელს უშლის ორი წყალსატევის წყლების აქტიურ შერევას. მარილიანობა 70-100 ‰.

2005 წელს მცირე არალის ზღვა დიდი ქოქარალის კაშხლიდან შემოზღუდეს. 2009 წლის მაისში აღმოსავლეთ არალის ზღვა მთლიანად გაშრა.[2][3] 2010 წელს კვლავ აივსო ამუდარიის წყლით,[4] თუმცა ოთხი წლის შემდეგ ისევ ამოშრა. ზღვის დასავლეთი სეგმენტი უმნიშვნელოდ იმსება გრუნტის წყლებით, რაც არსებითად ანელებს მის ამოშრობას.[5]

2007 წელს დიდი არალის ზღვის დასავლეთ ნაწილში მარილიანობა შეადგენდა 70 გ/ლ-მდე, ხოლო აღმოსავლეთში 100 გ/ლ-მდე, რაც ყოველმხრივ გამორიცხავს რაიმე ტიპის სამეურნეო საქმიანობას აღნიშნულ რეგიონში.[6] დიდი არალის ზღვის დასავლეთი ნაწილის ფართობი უდრის 3500-3800 კმ², საშუალო სიღრმე — 14-15 მ, ხოლო მაქსიმალური — 37-40 მ. მიწისქვეშა წყლები საშუალოდ წელიწადში იძლევიან 2 კმ³ წყალს. აღმოსავლეთ არალის ზღვა თითქმის მთლიანად გაშრა 2009 წლის მაისში, ხოლო 2010 წლის გაზაფხულზე აღდგა და 2014 წელს კვლავ გაშრა.[7]

2015 წლის გაზაფხულზე დროებით დაიღვარა წყალსატევი (მთელი არალის ზღვის 10780 კმ²-დან 7300 კმ²-მდე), ხოლო 2015 წლის შემოდგომისთვის მისი წყლის ზედაპირი კვლავ შემცირდა, აღმოსავლეთ არალი ისევ გაშრა.[8]

2007 წლის მდგომარეობით დიდი არალის ზღვა მდებარეობდა ზღვის დონიდან 2007 მ სიმაღლეზე.

მთლიანობაში, არალის ზღვის ფართობის შემცირება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, როდესაც საბჭოთა კავშირმა გადაწყიტა, რომ მასში ჩამდინარე ორი მდინარე — ამუდარია და სირდარია სარწყავად უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რის გამოც დაირღვა მდინარეთა წყლის რეჟიმი და დაიწია თვით არალის ზღვის დონემაც.

არალის ზღვა მდებარეობს დედამიწის ქერქის დამრეცი როფის არეში არსებულ ღრმულში, რომელიც ტბის თანამედროვე დონეზე რამდენიმე ათეული მეტრით ქვემოთ, ძველი ალუვინითაა ამოვსებუილი. მეოთხეული პერიოდის დასაწყისში არალის ტბის ადგილას ვრცელდებოდა მდინარეების ხეტიალის შედეგად წარმოქმნილი ალუვიური ვაკე. ეს მდინარეები მიემართებოდენ უზბოისკენ და ჩაედინებოდნენ სამხრეთ-დასავლეთით.

შუამეოთხეულში დინება სამხრეთ-დასავლეთით შეწყდა და წარმოიშვა ტბის აუზი, რომელიც ამუდარიისა და სხვა მდინარეთა წყლებს იერთებდა. მხოლოდ ამუდარიის ნაწილი განაგრძობდა დენას უზბოისკენ, კასპიის ზღვაში.

დღეისათვის, მდინარე სირდარია, რომლის სიგრძეა 2212 კმ, შესართავს პოულობს მცირე არალის ზღვაში,[9] ხოლო მდინარე ამუდარია, რომლის სიგრძეა 1415 კმ აღწევს ერთვის დიდი არალის ზღვას.[10]

  1. Материалы XI научного семинара "Чтения памяти К.М. Дерюгина" გვ. 55. Санкт-Петербургский университет (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-17. ციტირების თარიღი: 2012-04-08.
  2. Aralsee: Ostbecken ist jetzt Wüste. Scinexx. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-29. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  3. Дренажи Аральского моря. FEOW. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-29. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  4. Аральское море восстанавливается. Earth Observatory. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  5. Грунтовые воды в Аральском море с 1960 года. SciVerce. ციტირების თარიღი: 2011-04-25.[მკვდარი ბმული]
  6. Peter O. Zavialov, 2005, Physical oceanography of the dying Aral Sea, С. 112
  7. World of Change: Shrinking Aral Sea : Feature Articles
  8. Карта динамики Аральского моря с 1960 по 2015 годы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2016-11-01.
  9. Современная энциклопедия — Сырдарья
  10. Современная энциклопедия — Амударья