დიდთავა გროსჰეიმია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიდთავა გროსჰეიმია (ლათ. Grossheimia macrocephala) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ერთ მეტრამდე სიმაღლის, დატოტვილი, იშვიათად დაუტოტავნი, სქლად შეფოთლილი, დაღარული ღერო აქვს. ქვედა ფოთლები მოგრძოა, ლანცეტური; ზედა ფოთლები – შედარებით მოკლე. ღერო და ფოთლები (ორივე მხარეზე) ხუჭუჭა ბეწვებითაა მოფენილი. ყვავილები ყვითელია, მილისებრი; შეკრებილია სფეროსებრი ფორმის ყვავილებად (კალათებად). კალათას შუა ყვავილები ორსქესიანია, რამდენიმე რიგად განლაგებული; განაპირა ყვავილები – უსქესო, ერთრიგად განლაგებული. ყვავილედი ხეშეში ფოთლებისაგან შექმნილი საბურვლითაა გარშემორტყმული. ნაყოფი თესლურაა, "ქოჩრიანი". ყვავილობს ივლისში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში. საქართველოში გავრცელებულია რაჭა-ლეჭხუმში, ქართლში, გარე კახეთში, თრიალეთში, მესხეთ-ჯავახეთში; მთის ზედა და სუბალპურ სარტყლებში. იზრდება მდელოებზე და სუბალპურ მაღალბალახეულობაში. აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და შიდა ქართლში, მთის ზედა სარტყელში მდელოებზე იზრდება აგრეთვე მრავალფოთოლა გროსჰეიმია.

დიდთავა გროსჰემია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  გროსჰემია
სახეობა:  დიდთავა გროსჰემია
ლათინური სახელი
Grossheimia macrocephala (Muss.-Puschk. ex Willd.) Sosn. et Takht.

Grossheimia-ს გვარის რამდენიმე სახეობა გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. საქართველოში 2 სახეობაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დავით ქიქოძე, მაია თავართქილაძე, თეიმურაზ სვანიძე., საქართველოს მცენარეები. საველე მეგზური, თბ., 2007. — გვ. 58.