დვანის წმინდა გიორგის ეკლესია

დვანის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ჩრდილო-დასავლეთით, კონუსური მთის წვერზე. სტილისტური ნიშნებით ნ. ჩუბინაშვილი VI საუკუნის III მეოთხედით ათარიღებს,[1] ხოლო ნ. გენგიური – VIII საუკუნით[2]. ადგილობრივი მცხოვრებლები უწოდებენ წმინდა გიორგი კვართისას, ანუ ქრისტეს კვართის მცველ წმინდა გიორგის. აქ იმართებოდა ხატობა – „კვართობა“. მოგვიანებით ამ დღესასწაულისთვის დაურქმევიათ „კოხიჯვრობა“. ეკლესიას ამჟამად წმინდა გიორგი კოხიჯვრისასაც უწოდებენ.[3]

დვანის წმინდა გიორგის ეკლესია კუპელჰალეს ტიპის პირველი ნაგებობაა საქართველოში. იგი წარმოადგენს დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებულ, გარე სწორკუთხედში მოთავსებულ გუმბათოვან ეკლესიას, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარშემოსავლელი შემოუყვება. გუმბათი დასავლეთით შვერილთა წყვილს ეფუძნება, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის კუთხეებს.[3]

აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზედა, ოდნავ ნალისებრი ნაწილი გამოყვანილია სუფთად გათლილი ქვებით და მთელი კედლის სისქეში ჩადგმულია მუქი წითელი ფერის მთლიანი ვიწრო საკეტი ქვა.[1] ეკლესიაში 1697 წელს გარდაცვლილი პაატა ყარალაშვილის საფლავის ქვაა.[4]

ეკლესია ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 კინწურაშვილი, 1990, გვ. 367
  2. ნ. გენგიური, „კუპელჰალე“, 2005 წ.
  3. 3.0 3.1 დვანის წმინდა გიორგის ეკლესია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-01-30.
  4. გვასალია, 1989, გვ. 11