დვანის მეორე ნასოფლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვანის ნასოფლარი.

დვანის მეორე ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ჩრიდილო-დასავლეთით, მთის ბუნებრივად მოსწორებულ წვერზე (ფართობი 2 ჰა), წმ. გიორგის ეკლესიასთან. სამი მხრიდან ღრმა ხევები ჩაუდის, მისასვლელი გზა მხოლოდ ჩრდილოეთიდანაა. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესიის გარშემო შეინიშნება სხვადასხვა ნაგებობის კვალი. იპოვება კერამიკული ჭურჭლისა და კრამიტის ფრაგმენტები. კულტურული ფენა მიწითაა დაფარული.

ლიტერატურა

რედაქტირება