დენის ლევერტოვი
პრისკილა დენის ლევერტოვი (ინგლ. Priscilla Denise Levertov)(დ. 24 ოქტომბერი, 1923 — გ. 20 დეკემბერი, 1997) — ამერიკელი პოეტი. [12] იგი იყო ლანანის ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ლევერტოვის „როგორები იყვნენ ისინი?“ ამჟამად შედის Pearson Edexcel GCSE-ის (9–1) ინგლისურენოვანი ლიტერატურის პოეზიის ანთოლოგიაში. [13] [14]
დენის ლევერტოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 ოქტომბერი, 1923[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | Ilford[6] |
გარდაცვალების თარიღი | 20 დეკემბერი, 1997[1] [2] [3] [5] (74 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სიეტლი[6] |
საქმიანობა | პოეტი, მთარგმნელი და მწერალი[7] |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო აშშ[8] [6] |
ალმა-მატერი | საშინაო განათლება[6] |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[9] , Academy of American Poets Fellowship[10] და Shelley Memorial Award[11] |
მეუღლე | Mitchell Goodman[6] |
ადრეული ცხოვრება და გავლენა
რედაქტირებალევერტოვი დაიბადა და გაიზარდა ილფორდში, ესექსში, ინგლისი. [15] დედამისი, ბეატრის ადელაიდ (ნიი სპუნერ-ჯოუნსი) ლევერტოფი, წარმოშობით იყო ჩრდილოეთ უელსის პატარა მეშახტეთა სოფლიდან. [16] მისი მამა, პოლ ლევერტოფი, ასწავლიდა ლაიფციგის უნივერსიტეტში და როგორც რუსი ჰადიდური ებრაელი, როგორც მტრის მომხრეს ეთნიკური განსხვავებულობის გამო შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ის ემიგრაციაში წავიდა დიდ ბრიტანეთში და გახდა ანგლიკანური მღვდელი ქრისტიანობაზე გადასვლის შემდეგ. არასწორი რწმენის თანახმად, რომელიც გულისხმობდა, რომ მას ენდომებოდა ქადაგება ებრაულ სამეზობლოში, გადაიყვანეს საცხოვრებლად ილფორდიდან აღმოსავლეთ ლონდონში, შორდიჩში, ეკლესიასთან. [17]
ხუთი წლის ასაკში, მან განაცხადა, რომ მწერალი გახდებოდა. 12 წლისამ რამდენიმე ლექსი გაუგზავნა ტომას სტერნზ ელიოტს, რომელმაც უპასუხა წამახალისებელი წერილით. 1940 წელს, როდესაც ის 17 წლის იყო, ლევერტოვმა ოფიციალურად გამოსცა პირველი პოემა. ბლიცის დროს, ლევერტოვი მსახურობდა ლონდონში სამოქალაქო მედდად. მისი პირველი წიგნი, ორმაგი სურათი, გამოიცა ექვსი წლის შემდეგ. 1947 წელს იგი შეხვდა ამერიკელ მწერალ მიტჩელ გუდმანს და მალევე იქორწინა, ხოლო შემდეგ წელს მასთან ერთად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. [15] მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ დაშორდნენ 1975 წელს, დარჩათ ერთი ბიჭი, ნიკოლაი, ამიტომ ერთად ცხოვრობდნენ ნიუ-იორკში, ხოლო ზაფხულს მენის შტატში ატარებდნენ . 1955 წელს იგი გახდა ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქე.
მოგვიანებით ცხოვრება და სამუშაოები
რედაქტირება1960-1970-იან წლებში ლევერტოვის ცხოვრებაში საგრძნობლად იმატა პოლიტიკურმა აქტიურობამ. როგორც The Nation- ის პოეზიის სფეროს რედაქტორმა, შეძლო დახმარებოდა და გამოექვეყნებინა ფემინისტი და სხვა მემარცხენე აქტივისტი პოეტების ნაშრომები. ვიეტნამის ომს თავის პოეზიაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდა, რომელშიც ხშირად ცდილობდა ერთმანეთში ჩაექსოვა პირადი გრძნობები და პოლიტიკური შეხედულებები, როგორც მის ლექსში „მწუხარების ცეკვა“, სადაც თავისი დის გარდაცვალებაზე წერს. ასევე ვიეტნამის ომის საპასუხოდ, ლევერტოვი შეუერთდა ომის წინააღმდეგობის ლიგას, ხოლო 1968 წელს ხელი მოაწერა „მწერალთა და რედაქტორთა ომის საგადასახადო პროტესტის“ დაპირებას, რომლის თანახმადაც, უარი თქვა გადასახადების გადახდაზე. [18] ლევერტოვი იყო ომის მოწინააღმდეგე კოლექტივის დამფუძნებელი წევრი, ნოამ ჩომსკის, მიტჩელ გუდმანთან, უილიამ სლოან კოფინთან და დუაიტ მაკდონალდთან .
პოლიტიკური პოეზია
რედაქტირებაროგორც პოლიტიკა, ასევე ომი ძირითადი თემებია ლევერტოვის პოეზიაში. ლევერტოვის შესახებ გამოქვეყნდა Black Mountain-ის მიმოხილვაში 1950-იან წლებში, მაგრამ თვითონ უარყო ჯგუფთან რაიმე ფორმალური ურთიერთობა. მან ამ გავლენის საშუალებით დაიწყო საკუთარი უნიკალური ლირიკული სტილის პოეზიის ჩამოყალიბება. მან იგრძნო, რომ ვიეტნამის ომის უსამართლობის შესახებ ხმის ამაღლება პოეტის შინაგანი გამოძახილის ნაწილი იყო, სწორედ ამიტომ მონაწილეობდა მიტინგებში, ზოგიერთის მიმდინარეობისას კითხულობდა თავის შემოქმედებას. მისი ზოგიერთი ნამუშევარი ომის თემატიკაზე გამოიცა 1971 წელს, მის წიგნში — „To Stay Alive“, ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო წერილების, გაზეთების, დღიურის ჩანაწერების და საუბრების კრებულში. წიგნში დამატებითი თემები გულისხმობს ინდივიდის და ჯგუფის (მთავრობის) დაპირისპირებას და ამ დაპირისპირებით გამოწვეულ დაძაბულობას.. თავის პოეზიაში ხელს უწყობს საზოგადოებისა და ჯგუფების შეცვლას ინდივიდის წარმოსახვის გზით და ხაზს უსვამს ინდივიდებს, როგორც ძალას, რომელსაც არსებული რეალობის შეცვლა შეუძლია. მან ასევე დაუკავშირა პირადი გამოცდილება სამართლიანობასა და სოციალურ რეფორმას.
მიღწევები
რედაქტირებალევერტოვმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში დაწერა და გამოაქვეყნა პოეზიის 24 წიგნი, ასევე კრიტიკები და თარგმანები. გამოსცა მრავალი ანთოლოგია. მის ბევრ ჯილდოსა და პრიზის სიაში შედის: შელის მემორიალი, ჯორჯ რობერტ ფროსტის მედალი, ლენორ მარშალის პრემია, ლანანის ჯილდო, კეტრინ ლუკის მემორიალური გრანტი, გრანტი ხელოვნებისა და წერილების ეროვნული ინსტიტუტისგან და გუგგენჰემის სტიპენდია .
გარდაცვალება
რედაქტირებადენის ლევერტოვი გარდაიცვალა 74 წლის ასაკში, 1997 წლის 20 დეკემბერს, სიეტლში, ვაშინგტონში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დენის ლევერტოვი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში
- [1]
- პროფილი და პოემები მწერალთა ფონდში
- პროფილი თანამედროვე ამერიკული მწერლობის ვებ-გვერდზე დაარქივებული 2009-02-01 საიტზე Wayback Machine.
- ლევერტოვი, წრონოლოგია
- დენის ლევერტოვის გვერდი
ლიტერატურა
რედაქტირება- „The United States In Literature“, გვ. 602, ილ., 1985
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Discogs — 2000.
- ↑ FemBio database
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Keene A. T. Levertov, Denise (1923-1997), poet // American National Biography Online / S. Ware — [New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229 — doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1603376
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2004.
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ https://poets.org/academy-american-poets/prizes/academy-american-poets-fellowship
- ↑ https://psa.fcny.org/psa/awards/frost_and_shelley/shelley_winners/
- ↑ "Denise Levertov", The Academy of American Poets
- ↑ Pearson Edexcel GCSE (9-1) English Literature Poetry Anthology. Pearson Education Limited. 2014. ISBN 9781446913451.
- ↑ Towards a World Unknown. Oxford University Press. ციტირების თარიღი: June 21, 2019
- ↑ 15.0 15.1 Couzyn, Jeni (1985) Contemporary Women Poets. Bloodaxe, p74
- ↑ Light Up the Cave.
- ↑ Couzyn, Jeni (1985) Contemporary Women Poets. Bloodaxe, p78
- ↑ "Writers and Editors War Tax Protest" 30 January 1968 New York Post