ავრამ ნოამ ჩომსკი (ინგლ. Avram Noam Chomsky; დ. 7 დეკემბერი, 1928) — ამერიკელი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პოლიტიკური აქტივისტი და სოციალური კრიტიკოსი. ხშირად მას უწოდებენ „თანამედროვე ლინგვისტიკის მამას“. არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის დამსახურებული პროფესორი. 100-ზე მეტი წიგნის ავტორია. ჩომსკი წარდგენილი იყო მსოფლიოს საუკეთესო გამოჩენილ ინტელექტუალთა შორის და ის ამ ტიტულისთვის კენჭს იყრიდა 2005 წელს.

ნოამ ჩომსკი
ინგლ. Noam Chomsky
Noam Chomsky portrait 2017 retouched.png
დაბ. თარიღი 7 დეკემბერი 1928(1928-12-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (92 წლის)
დაბ. ადგილი East Oak Lane[11]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ეროვნება ებრაელები და აშქენაზები
საქმიანობა generative grammar, ენათმეცნიერება, communication theory, ენის ფილოსოფია, philosophy of mind, ფსიქოლოგია, ეთიკა და პოლიტიკა
მუშაობის ადგილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[12]
ალმა-მატერი პენსილვანიის უნივერსიტეტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, Central High School, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და Oak Lane Day School
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე კეროლ ჩომსკი
მამა უილიამ ჩომსკი
შვილ(ებ)ი Aviva Chomsky
ჯილდოები ორუელის პრემია, გუგენჰაიმის სტიპენდია, ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, ჰელმჰოლცის მედალი, Thomas Merton Award, Sretenje Order, ჯეიმზ ჯოისის ჯილდო, Erich Fromm Prize, William James Fellow Award, Albertus-Magnus professorate, Kyoto Prize in Basic Sciences, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჯილდო ფსიქოლოგიაში შეტანილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილი, honorary doctor of the University of St Andrews, კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, უფსალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Honorary doctor of the University of Bologna, Honorary doctorate of the Vrije Universiteit Brussel[13] , ათენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Honorary doctorate from University of Toronto, კიოტოს პრემია, Fellow of the Cognitive Science Society, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, Fellow of the Linguistic Society of America, Honorary Doctorate of University of Buenos Aires, honorary doctor of the McGill University, honorary doctor of the Peking University[14] , BBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო, მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Q68796930?, honorary doctorate of the Autonomous University of Madrid, honorary doctor of the University of Chile, Associate Member of the Tunisian Academy of Sciences, honorary doctor of the University of Calcutta, Honorary doctorate from university of Florence და Q105812880?
ხელმოწერა Noam Chomsky signature.svg
საიტი chomsky.info

დაიბადა აშშ-ში, ფილადელფიაში, საშუალო კლასის ოჯახში. ლინგვისტიკის სწავლა ნოამ ჩომსკიმ დაიწყო პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც მან მიიღო ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი.

ცნობილია თავისი რადიკალური მემარცხე ნეპოლიტიკური შეხედულებებითა და აშშ მთავრობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის კრიტიკით. ამის გამო ბევრი დისიდენტადაც თვლის. თავს ლიბერტარიანელ სოციალისტსად აანარქო–სინდიკალიზმის მომხრესუწოდებს. როგორც ნიუ–იორკტაიმ სბუქრევიუმ” აღნიშნა, „ თუ მისი ენერგიის, მასშტაბისა და იდეების ზეგავლენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩომსკი დღეს, შესაძლოა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოღვაწე იყოს ინტელექტუალთა შორის.“ 1980–1992 წლებში ჩომსკი ყველაზე უფრო ხშირად ციტირებული ცოცხალი მეცნიერი იყო, და მერვე ადგილს იკავებს ყველა დროის ციტირებად ავტორთა შორის.

ნოამ ჩომსკიმ დიდი კვალი დატოვა მეცნიერულ აზროვნებაზე, როგორც ენისა და აზროვნების შესწავლის ახალი, კოგნიტური ჩარჩოს შემქმნელმა. მისმა იდეებმა აშშ–ის საგარეო პოლიტიკის, ნეოლიბერალიზმისა და თანამედროვე სახელმწიფო კაპიტალის შესახებ, ისევე, როგორც ომების, შეიარაღებული კონფლიქტებისა და მეინსტრიმული მედიის შეფასებებმა დიდი ზემოქმედება იქონია ანტიკაპიტალისტურ და ანტი–იმპერიალისტურ მოძრაობებზე. ის არაერთხელ დაადანაშაულეს ანტიამერიკანიზმშიც. ჩომსკი ღიად დაუპირისპირდა აშშ–ს ჩართვას ვიეტნამის ომში, რომელიც ამერიკული იმპერიალიზმის გამოვლინებად მიიჩნია. ჩომსკი არაერთხელ დააპატიმრეს და პრეზიდენტ ნიქსონის მტრების სიაშიც შეიყვანეს. 2003 წელს მან გამოხატა თავის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ერაყის დაპყრობისა და მისი თანმხლები საოკუპაციო მოძრაობისადმი.

ბიოგრაფიარედაქტირება

ავრამ ნოამ ჩომსკი დაიბადა ისტ ოუკ ლეინში, ფილადელფიის მახლობლად, პენსილვანიაში. მისი მშობლები ებრაელი იმიგრანტები იყვნენ, მამა, ზევ უილიამ ჩომსკი (უილიამი), შემდგომში ცნობილი ებრაისტი, 1913 წელს რუსეთის იმპერიიდან სამხედრო სამსახურს გაექცა.თავიდან ფიზიკურად მუშაობდა ბალტიმორის სახელოსნოში, შემდეგ – ებრაულ დაწყებით სკოლაში.მოგვიანებით ფილადელფიის „მიკვეჰ ისრაელ“ სამრევლო რელიგიური სკოლის დირექტორიდა გრაცის პედაგოგიური უნივერსიტეტის კოლეჯის საპატიო პროფესორიცგახდა.დედა,ბელარუსში დაბადებული ელსისიმონოვსკი,პროფესიით მასწავლებელი,აქტიურად იყო ჩართული 1930–იანი წლების პოლიტიკურ მოძრაობებში.

ჩომსკიმ ბავშვობაშითავის თავზე გამოსცადა ანტისემიტიზმი. არაერთხელ გახდა საშუალო სკოლაში იერარქიული და განსხვავებულთა მიმართ მკაცრი სასწავლო მეთოდების მსხვერპლი. ჩომსკი თავის მშობლებს აღწერს, როგორც „რუზველტის ეპოქის დემოკრატებს, ცენტრისტულ–მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებებით. თუმცა, მასზე დიდი კვალი დატოვა მისმა ბიძამ თავისირადიკალური მემარცხენე განწყობილებებით. ჩომსკი დაეწაფა მემარცხენე ლიტერატურას და 10 წლისამ დაწერა თავისი პირველი სტატია სკოლის გაზეთისათვის ფაშიზმის გავრცელების შესახებ სამოქალაქო ომის შემდგომ ესპანეთში. 12 წლიდან ის უფრო ანარქისტულ პოლიტიკას ეცნობა, რასაც მოგვიანებით „ იღბლიანი შემთხვევას“ უწოდებსდა რაც მასკრიტიკულად განაწყობს სტალინიზმისა და მარქსიზმ–ლენინიზმის სხვა ფორმებისადმი.

1945 ჩომსკი წელს პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტია. უნივერსიტეტით იმედგაცრუებულს მისი დატოვების გადაწყვეტილება ენათმეცნიერმა ზელიგ ჰარისმა შეაცვლევინა, რომელმაც ჩომსკი თეორიული ლინგვისტიკით დააინტერესა. ჩომსკი საბაკალავრო ხარისხს და შემდეგ, 1951 წელს, სამაგისტრო ხარისხს იღებს ნაშრომისთვის თანამედროვე ებრაული ენის მორფოფონემიკის შესახებ. 1955 წელსამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მას დოქტორის ხარისხი კვლევისათვის „ტრანსფორმაციული ანალიზი“.

1949 წელს ჩომსკიმ იქორწინა კეროლ დორის შაცზე, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა. მათ სამი შვილი შეეძინათ. ქორწინება 59 წელი გაგრძელდა კეროლის გარდაცვალებამდე. 2014 წელს ჩომსკი ვალერია ვასერმანზე დაქორწინდა.

ჩომსკის ლინგვისტური თეორიარედაქტირება

უნივერსალური გრამატიკარედაქტირება

ჩომსკის ლინგვისტური თეორიის საფუძველი ბიოლინგვისტიკაში ძევს, რომელიც ეყრდნობა პრინციპს, რომ ენის სტრუქტურა ბიოლოგიურად მოცემულია ადამიანის გონებაში და გენეტიკურადაა განპირობებული. უნივერსალური გრამატიკის ამ იდეის საფუძველი კარტეზიანული ლოგიკაში უნდა ვეძიოთ. ის ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანი იზიარებს ერთსა და იმავე ლინგვისტურ სტრუქტურას, მიუხედავად სოციო-კულტურული განსხვავებებისა.

ამ პოზიციით, ჩომსკი უპირისპირდება სკინერის ბიჰეივიორისტულ ფსიქოლოგიას, რომელიც ქცევას, მათ შორის საუბარსა და ფიქრს განიხილავს, როგორც ორგანიზმებსა და მათ გარემოს შორის ურთიერთობის მთლიანად დასწავლის პროდუქტს. ამის შესაბამისად, ჩომსკი ამტკიცებს, რომ ადამიანი ყველა სხვა ცხოველისგან განსხვავდება კომუნიკაციის ფორმით და რომ ენა არის ადამიანთა მოდგმის უნიკალური პროდუქტი. ჩომსკის ნატივისტური, ინტერნალისტური ხედვა შეესაბამება „რაციონალიზმის“ ფილოსოფიურ სკოლას და და უპირისპირდება ემპირიციზმს, რომლის მიხედვითაც, ყველა ცოდნა, მათ შორის ენისაც, გარეგანი სტიმულებისგან მომდინარეობს.

სინტაქსური ცოდნა, სულ მცირე, სანახევროდ თანდაყოლილია, რაც გულისხმობს, რომ ბავშვებს სწავლობენ თავიანთი მშობლიური ენის მხოლოდ სპეციფიურ მახასითებლებს. ჩომსკი თავის არგუმენტს ამყარებს ადამიანის მიერ ენის შეთვისებაზე დაკვირვებით. და აღწერს „სტიმულების სიღარიბეს“, უზარმაზარ უფსკრულს, რომელიც ლინგვისტურ სტიმულებსა და მდიდარ ლინგვისტურ კომპეტენციას შორისაა, რომელსაც ისინი იძენენ. ბავშვები ეცნობიან მხოლოდ ძალიან ცოტა და საზღვრულ ოდენობას დასაშვები სინტაქსური ვარიანტების თავიანთი პირველი ენისა, თუმცა წინადებების უსრული რაოდენობის წარმოქმნის მაღალორგანიზებულ და სისტემური უნარის მიღწევას ახერხებენ. ამას მეცნიერი თადაყოლილი ლინგვისტური უნარებით ხსნის და მას „ენის შეთვისების მექანიზმს“უწოდებს (Language Acquisition Device- LAD).ჩომსკი ამავდროულად, ხდება ფილოსოფიური მენტალიზმის წარმომადგენელიც, ტრადიციისა, რომელიც რენე დეკარტიდან მომდინარეობს.

ჩომსკის ტრანსფორმაციულ–გენერატიული (წარმომშობი) გრამატიკარედაქტირება

ეს არის მრავლისმომცველი თეორია, რომელიც მშობლიურ ენაზე მოსაუბრის ლინგვისტური შესაძლებლობების მოდელირებას, კოდირებასა და დედუქციას ახდენს . ენა განიხილება არა ენობრივ ერთეულთა სტატიკურ ერთობლიობად, არამედ გამართული ფრაზების წარმოქმნის დინამიკურ მექანიზმად. ეს მოდელები, იგივე „ფორმალური გრამატიკები“, გვიჩვენებს სპეციფიური ენის აბსტრაქტულ სტრუქტურებს, რომლებიც შეიძლება მიემართებოდნენ სხვა ენების სტრუქტურებსაც. ენათმეცნიერი აქ საუბრობს ენაში სიღმისეული და ზედაპირული სტრუქტურების არსებობაზე.ზედაპირული სტრუქტურები ეხება ფონეტიკური წესების ბგერად გადაქცევას, ხოლო სიღრმისეული–სიტყვებსა და კონცეპტუალურ მნიშვნელობებს.

ჩომსკიმ პირველმა განსაზღვრა ინდივიდუალური ენის გამონათქვამი მეტაენის გამოყენებით. გრამატიკის კლასები, რომლებიც მეტაენიდან წარმოიქნმნება, ჩომსკიმ იერარქიებად დაყო(„ჩომსკის იერარქია“). ეს კლასიფიკაცია იყო და რჩება ფორმალური ენის თეორიისთვის ფუნდამენტურად, და ასევე რელევანტურია კომპიუტერული მეცნიერებისთვის.

პოლიტიკური შეხედულებებირედაქტირება

ჩომსკის, როგორც ყველაზე ციტირებადი ავტორის სტატუსი, ძირითადად, მის პოლიტიკურ ნაშრომებს უკავშირდება, რაც რაოდენობით ბევრად აღემატება მის ლინგვისტურ შრომებს. ჩომსკი თავის თავის იდეტიფიკაციას ახდენს, როგორც ანარქო–სინდიკალისტი და ლიბერტარიანელი სოციალისტი და ამ თეორიებს განიხილავს იდეალებს, რომლებიც, მისი აზრით, უკეთ აკმაყოფიელებს ადამიანთა ძირითად საჭიროებებს: თავისუფლებას, ერთობასა და გაერთიანების თავისუფლებას. განსხვავებით სხვა სოციალისტებისგან, კერძოდ მარქსისტებისგან, ჩომსკი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა მეცნიერების გარეთაა, თუმცა, თავის იდეებს იდეალური საზოგადოების შესახებ აფუძნებს ემპირიულ მონაცემებსა და ემპირიულად გამართლებულ თეორიებზე.

ჩომსკის შეხედულებით, პოლიტიკურ რეალობის სიმართლე სისტემატურად მახინჯდება ანითრგუნება ელიტური კორპორატოკრატიის მიერ, რომელიც თავისი პროპაგანდისტული მიზნებისათვისიყენებს კორპორაციულ მედიას, რეკლამასა და ა.შ. მას სურს ფარდა ახადოს ასეთ მანიპულაციებსა და წარმოაჩინოს გაბუნდოვანებული სიმართლე. ჩომსკის სჯერა, რომ სიყალბის ეს ქსელი შიძლება დაამსხვრიოს „პრაქტიკულმა ჭკუამ“, კრიტიკულმა აზროვნებამ, თავის მოტყუების როლების გააზრებამ. ინტელექტუალები უარს აცხადებენ თავიანთ მორალურ პასუხისმგებლობაზე, სიმართლე უთხრან მსოფლიოს, რადგან არ სურთ, დაკარგონ პრივილეგიები და დაფინანსება. ჩომსკი თვლის, რომ მისი, როგორც ინტელექტუალის მოვალეობაა, გამოიყენოს თავისი სოციალური პრივილეგია, რესურსები და გამოცდილება და დაეხმაროს სახალხო დემოკრატიულ მოძრაობებს თავიანთ ბრძოლაში.

ჩომსკის პოლიტიკური შეხედულებები გარკვეულად განაპირობა მისივე მიდგომამ ენისა და გონების შესახებ,რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანის ბუნების მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია შემოქმედებითობა. თუმცა, თავად ხშირად აღნიშნავს, რომ კავშირი მის ენის თეორიასა და პოლიტიკას შორის მხოლოდ „აბსტრაქტულია“. მჭიდრო კავშირი უნდა დაეფუძნოს ადამიანის ბუნების სრულყოფილად განვითარებულ მეცნიერებას, რომლის მეშვეობითაცდადგინდება და გამოიყვანება ფუნდამენტური ადამიანური საჭიროებანი. მაგრამ ასეთი მეცნიერება არ არსებობს. და თუკი ასეთი რამ იქნებოდა, ეს კავშირი დამატებით დამყარებოდა იმის აღიარებას, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის საუკეთესო ფორმა არის სწორედ ის, რომელიც ადამიანური საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებს. ამის შემდეგ კი რჩება შეკითხვა, რა პრაქტიკული ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ შეკითხვაზე პასუხს მხოლოდ მეცნიერება ვერ გასცემს.

კაპიტალიზმი და სოციალიზმირედაქტირება

ჩომსკის ახალგაზრდობიდანვე არ მოსწონდა კაპიტალიზმი და მატერიალური სიმდიდრის ძიება. იმის ნაცვლად, რომ გავრცელებული შეხედულება გაზიარებინა სახელმწიფო და კერძო მფლობელობასშორისსხვაობაზე, ის გვთავაზობს განსხვავებას ეკონომიკის ტოტალურ დემოკრატიულ და ტოტალურ ავტოკრატიულ კონტროლს შორის. ჩომსკი აცხადებს, რომ დასავლური დემოკრატიული ქვეყნები რეალურად არც არიან დემოკრატიულნი , რადგან ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში მის ყველა წევრს თავისი ხმა აქვს საჯარო ეკონომიკურ პოლიტიკაში. მან ჩამოაყალიბა თავისი ოპოზიციური დამოკიდებულება მმართველი ელიტებისადმი, მათ შორის, ისეთი ინსტიტუტებისადმი, როგორიცაა IMF, World Bank,და GATT ( WTO–ს წინამორბედი).

შეერთებულ შტატებს ის ახასიათებს, როგორც de facto ერთპარტიულ სახელმწიფოს, განიხილავს რა რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს, როგორც ერთი, „ბიზნეს პარტიის“ წარმომადგენლებს, რომლებსაც კორპორატიული და ფინანსური ინტერესები წარმართავს. მეცნიერი განმარტავს, რომ დასავლურ ლიბერალური დემოკრატიის სახელმწიფოებში, სულ ცოტა, მოსახლეობის 80% –ს არ აქვს კონტროლი ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე.

ჩომსკი ლიბერტარიანული სოციალიზმისა დაანარქო–სინდიკალიზმის იდეებს განმანათლებობის ხანის კლასიკური ლიბერალური იდეების შთამომავლებად მიიჩნევს და თვლის, რომ მისი იდეოლოგიური პოზიცია „ადამიანის არსების ლიბერტარიანული და შემოქმედებითი ხასიათის ირგვლივ ტრიალებს".მისი იდეალია მშრომელი ადამიანის მიერ წარმოების საშუალებების უშუალო კონტროლი და მთავრობების ნაცვლად მშრომელთა საბჭოების შექმნა, რომელთა წარმომადგენლები გენერალურ ანსამბლეაზე ხვდებიან ერთმანეთს. მას სწამს, რომ არ იქნება პოლიტიკური პარტიების საჭიროება.ჩომსკი მიხაილ ბაკუნინის ანარქისტულ იდეებს ემხრობა, რომელიც გულისხმობს ეკონომიკურ თავისუფლებას, წარმოების კონტროლს მშრომელების და არა მესაკუთრეების მიერ, რომლებიც მათზე მაღლა დგანან და ყველა გადაწყვეტილბას აკონტროლებენ.“ასეთ სოციალიზმს თვლის ის „ნამდვილად“ და მიაჩნია, რომ სსრკ–ს დაშლა იყო არა კაპიტალიზმის, არამედ „სოცილიზმის პატარა გამარჯვება“, რადგან საბჭოთა კომუნიზმი ეს „არაჭეშმარიტი სოციალიზმი“ იყო.

ვიეტნამის ომირედაქტირება

ჩომსკი ყოველთვის ინტერესდებოდა პოლიტიკით, თუმცა საჯაროდ მასში მხოლოდ 1964 წელს ჩაება, როცა სავალდებულოდ ჩათვალა, შეერთებოდა მათ, ვინც აპროტესტებდა აშშ–ს როლს ვიეტნამის ომში (ან, როგორც თვითონ ამბობს, აშშ–ს მიერ ვიეტნამის დაპყრობას).მან განაცხადა, რომ ვიეტნამის ომი ერთი–ერთი იყო იმ სერიულ ქმედებათაგან, როცა აშშ ცდილობდა თავისი სამხედრო ძალით ეკონომიკური კონტროლი მოეპოვებინა განვითარებად სამყაროზე.

ჩომსკის აზრით, შეერთებული შტატების პოლიტიკა ვიეტნამში იყო ზედმეტად „წარმატებული. ამერიკამ მიზნად დაისახა სამხრეთ ვიეტნამელი გლეხობის ნაციონალისტური მოძრაობის განადგურება, და არა მათი ჩრდილოეთ ვიეტნამელთა აგრესიისგან დაცვა.“ ვიეტნამის ომში შტატებმა სწორედ პირველი დაიწყო 1962 წელს. ჩომსკის თქმით, მთავარი ომი სწორედ სამხრეთ ვიეტნამელების მიმართ ხორციელდებოდა. რასაც ამერიკული ისტორია არ აღიარებს. ჩომსკის ვერსიით, 1962-1965 წლებში აშშ შეეცადა, ხელი შეეშალა სამხრეთ ვიეტნამის დამოუკიდებლობისთვის.

1965 წელს ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ჩრდილოეთ ვიტნამის დაბომბვა, ვითომდა ჩრდილოეთ ვიეტნამის ჯარებისგან სამხრეთის დასაცვად. ჩომსკის აზრით, სამხრეთ ვიეტნამის დამოუკიდებლობისთვის ხელის შეშლა იყო შიში იმისა, რომ ამ ქვეყნის წარმატებული სოციალური და ეკონომიკური განვითარება მას ამერიკის ორბიტიდან მოსწყვეტდა. შესაბამისად, შეხედულებას, თითქოს ამერიკამ ვიეტნამის ომში წააგო, ნაომ ჩომსკი სრულიად არ ეთანხმება .

ჩომსკი თვლიდა, რომ შეერთებული შტატებისა თუ სხვა მთავარი კაპიტალისტური ქვეყნების შიდა პოლიტიკური სცენა ის თეატრია, სადაც მთავარი კორპორაციები და მათი ელიტური მმართველები ცდილობენ, დაიცვან და გაზარდონ თავიანთი ეკონომიკური პრივილეგიები და ძალაუფლება.საპროტესტო მარშებში მონაწილეობის მიუხედავად, ჩომსკის მთავარი ასპარეზი მაინც განათლებისა და პუბლიკაციის სფერო იყო, მან არაერთი პოლიტიკური ნაშრომიდა საჯარო ლექცია მიუძღვნა მოქალაქეთა პოლიტიკური შეგნების ამაღლებას. ჩომსკი დაუფარავად აკრიტიკებდა ამერიკულ იმპერიალიზმს. მისი აზრით, აშშ საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრინციპია, ღია საზოგადოებების შექმნა, რომლებსაც ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად გააკონტროლებს და საკუთარ ბიზნესს ააყვავებს.

ჩომსკი თვლის, რომ აშშ ყოველთვისამერიკული ინტერესებისადმი კეთილგანწყობილ მთავრობას დააყენებს ამ ქვეყნებში. როგორც ჩომსკი ამბობს, აშშ–სა და დიდი ბრიტანეთი თავიანთ ექსტრატერიტორიულ ოპერაციებს ყოველთვის ისე წარმოადგენდნენ,როგორც დემოკრტიის შემომტანებს, როგორც ეს ადრექრისტიანობის გავრცელებისას ხდებოდა.თუმცა, როგორცჩომსკი აღნიშნავს, ლიბერალური დემოკრატიის საარჩევნო სისტემა მოქალაქეებს ამერიკის პოლიტიკაზე ზემოქმედებისსაშუალებას აძლევს. ის იმედოვნებს, რომმოსახლეობაში აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზეცნობიერების ამაღლებით შესაძლებელი გახდება ოპოზიციური პოლიტიკის შექმნა.ადამიანებმა უნდა კრიტიკულად გაიაზრონ თავიანთი მთავრობების ქმედებები, გადაწყვეტილებები,პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ქმედებებსა და მოსაზრებებზე, და იგივე სტანდარტებით მიუდგნენ სხვებსაც.

1967 წელს მისმანაშრომმა „ინტელექტუალთა პასუხისმგებლობა“ ვიეტნამის ომში აშშ–ს ჩარევის შესახებ მას დისიდენტის რეპუტაცია მოუტანა. ესეში ჩომსკი რადიკალურად დაუპირისპირდა ამერიკის პოლიტიკას და მიმართა ინტელექტუალებს, რომელთა წევრად საკუთარ თავსაც თვლიდა, და უფრო ღრმა დაფიქრებისკენ და ქმედებისკენ მოუწოდებდა. ეს ესე სხვა პოლიტიკურ სტატიებთან ერთად გამოიცა 1969 წელს, როგორც ჩომსკის პირველი პოლიტიკური წიგნის „ამერიკული ძალაუფლება და ახალი მანდარინები" ნაწილი. ამას მოჰყვა სხვა პოლიტიკური ნაშრომები, მათ შორის „ომი აზიასთან“(1971), „უკანაოთახის ბიჭები„ (1973), „სახელმწიფოს გონებისთვის“(1973), „მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში“ (1975)

კამბოჯის გენოციდის უარყოფა 1976–1980რედაქტირება

1970-იანი წლების დასაწყისში ჩომსკიმ დაიწყო თანამშროლობა ედ. ს. ჰერმანთან, რომელიც ასევე აქვეყნებდა კრიტიკულად წერილებს აშშ–ს ვიეტნამის ომის წინააღდეგ. მათი ერთობლივი ნაშრომია „ კონტრ-რევოლუციური ძალადობა: სასაკლაო ფაქტებითა& პროპაგანდით,“ წიგნი, რომელმაც გააკრიტიკა აშშ–ს სამხედრო ჩარევა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და მეინსტრიმული მედიის მიერ მისი გაშუქება, თუმცა კომპანიამ წიგნი არ მოიწონა და მისი ყველა ასლის განადგურება მოითხოვა. ჩომსკის ნაშრომის განახლებული ვარიანტი ორ ტომად 1979 წელსდაბეჭდა, როგორც „ადამიანთა უფლებების პოლიტიკური ეკონომია“,

სადაცერთმანეთთანშედარებულიააშშმედიისდამოკიდებულებაკამბოჯისგენოციდსადაინდონეზიისმიერაღმოსავლეთტიმორისოკუპაციასთან. ავტორების აზრით, აშშ–მ მიჩქმალა აღმოსავლეთ ტიმორის ისტორია და მთავარი ყურადღება გადაიტანა კამბოჯაზე. ამერიკულმა მედიამ დატალურად გააშუქა ეს ოკუპაცია და ლისაბონში ლტოლვილებთან გამართული შეხვედრები. მარქსისტმა მეცნიერმა სტივენ ლიუკსმა ჩომსკის საჯაროდ დასდო ბრალი ანარქისტული იდეალების ღალატსა და კამბოჯის ლიდერის , პოლ პოტის აპოლოგეტობაში.ამ წინააღმდეგობრივმა გამოსვლამ ჩომსკის შეურყია რეპუტაცია. ჩომსკის მტკიცებით, მის წინააღმდეგ შეგნებული ცილისწამება დაიწყო.ათწლეულების შემდეგ, მეცნიერმა აღიარა, რომ თანამედროვე პერიოდის უდიდესი გენოციდი სწორედ პოლ პოტის სახელს უკავშირდება.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტირედაქტირება

ჩომსკიმ ბევრი დაწერა ისრაელ–პალესტინის კონფლიქტის შესახებაც. 1983 წელსდაბეჭდა „საბედისწერო სამკუთხედი“ რომელშიც ამტკიცებდა, რომ აშშ გამუდმებით იყენებდა ისრაელი–პალესტინის კონფლიქტს თავისი მიზნებისათვის. 1988 წელს ჩომსკი ესტუმრა პალესტინას, რათა თავისი თვალით ენახა ისრაელის ოკუპაციის შედეგები. 2009 წელს დაიწერა მისი ესე „ ყოველი სისასტიკის განადგურება “.

ჩომსკი ემხრობოდა მემარცხენე, ბინაციონალურ პროგრამას ისრაელსა და პალესტინაში. ის თვლიდა, რომ ისრაელ-პალესტინის მაგალითი, ერთ სახელმწიფოიანი გადაწყვეტა მხოლოდ ამერიკული მოდელის წახალისებას უწყობდა ხელს, კერძოდ: ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებასა და ამოხოცვას. ამის საპირისპიროდ, კარგი იქნებოდა ბინაციონალური გადაწყვეტის ადვოკატირება, იმის აღიარება, რომ ტერიტორიაზე ვხვდებით ორ სამართლიანად განსხვავებულ საზოგადოებას. მსგავსი იდეაჰქონდა ცნობილ მოაზროვნეს ედუარდ საიდსაც.

ჩომსკი აქტიურად აკრიტიკებდა ისრაელის სახელმწიფოს ძალადობას პალესტინაში. მისი თქმით, ისრაელიწლების განმავლობაში იყენებდათვითმფრინავებსადაფლოტისგემებსპალესტინისმჭიდროდდასახლებილლტოლვილთაბანაკებისდასაბომბად.„ასევესკოლების, საცხოვრებელიკვარტლების, მეჩეთების, დამიწურების, რომლებსაცარგააჩნიათსაჰაეროძალები, ანთავდაცვა, არცფლოტი, არც არტილერია, ანჯავშნიანიიარაღი, არანაირიკონტროლიდაარანაირიარმია.დაამასეძახიანომს ...ესარარისომი, ესარისმკლელობა.“ჩომსკის აზრით,ის, რაც ისრაელს ყველაზე კარგად ესმის, არისბრძანება ვაშინგტონიდან. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს ისრაელისმხრიდან დათმოს გარკვეული პოლიტიკებისდათმობას, ისრაელი ამას, როგორც წესი, ემორჩილება. შესაბამისად, რეგიონალურ კონფლიქტში ამერიკის როლი დიდია და აშშ–ს ჩარევა ისრაელ–პალესტინის კონფლიქტში, ხშირ შემთხვევაში, აჩერებდა მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობას.

კონფლიქტის მოგვარება, ჩომკის პოზიით, აუცილებელია თავად ისრაელისთვის. ქვეყნას ექნებოდა ნორმალიზებული ურთიერთობებები, დაცულობა და ინტეგრაცია რეგიონში. მაგრამ აშკარად არალეგალური ექსპანსია, კონფლიქტი და ძალადობის განმეორებადი დემონსტრირება, არის არა მარტო კრიმინალი, მკვლელობა და განადგურება, არამედ დროის ფართო მონაკვეთში საკუთარი დაცულობისთავად ნგრევა.

ერაყის ომის კრიტიკა 2001–2017რედაქტირება

11 სექტემბრის ნაშრომში „ჰეგემონია ან გადარჩენა“ ჩომსკი ამტკიცებდა, რომ ტერორისტული ომი არ იყო ახალი, ბუშის ადმინისტრაციის ახალი იდეა, არამედ აშშ–ს საგარეო პოლიტიკის კურსისა და სულ ცოტა, რეიგანის პერიოდის თანმხლები რიტორიკის გაგრძელება, რომელმაც 1981 წელს რეიგანის ადმინისტრაციის მოსვლისთანავე გამოაცხადა „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“. 11 სექტებრის შემდგომ ტერორიზმთან ბრძოლის გამოცხადება კი-ამ ომის ხელახალი გამოცხადება იყო.

რეიგანის დროს მსგავს ტერორისტულ სახელმწიფოდ ნიკარაგუა დასახელდა, ხოლო შვილი ბუშის დროს -ერაყი. ჩომსკის თქმით, ვაშინგტონის მხრიდან მსგავს ომს ტერორიზმის წინააღმდეგ მკაცრი ფსიქოლოგიური შედეგებიც მოაქვს:დიქტატურის გადაგდების შემდგომი ოპტიმიზმი, სიცოცხლისუნარიანობა და ენერგიულობა დიდხანს ვერ იარსებებს, რადგან მმართველი სუპერძალის ინტერვენცია ყოველნაირ იმედს ძირს უთხრის.

ერაყის წინააღმდეგ ომით , ჩომსკის დაკვირვებით, რესურსების მოპოვებისთვის ბრძოლის გარდა, ამერიკამდააშინა დანარჩენი მსოფლიო, რომ თუ გინდა დაიცვა თავი , უნდა იყოს ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ღირებული საფრთხე. ჩომკსითვის ტერორიზმისგან საფრთხე , რომელიც თითქოს ერაყიდან მოდიოდა, მცდარია. მსგავს საფრხთეს არ გრძნობდა ერაყიის, როგორცრეგიონში ყველაზე ღარიბი სახელმწიფოს არცერთი მეზობელი ქვეყანა.

ერაყის ოკუპაცია, ჩომსკისთვის თქმით, ამერიკულ -ბრიტანული მხარისთვის ბევრად უფრო ფართო მიზანს ემსახურებოდა, ვიდრე ეს იყო „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ.“ ერაყის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ომი, ჩომსკის აზრით, საერთოდ არ არის მსგავსი იმ ომისა, რომელიც ვიეტნამის წინააღმდეგ ხორციელდებოდა, რადგან არ არსებობს მიზანი ერაყის განადგურებისთვის. ერაყის რესურსები ბევრად ღირებულია, ვიდრე ვიეტნამის. ის იყო ბოლო სივრცე მსოფლიოში, რომლის ტერიტორიაზე ნავთობის მასა ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი.

ჩომსკი და საქართველორედაქტირება

2008 წლის რუსულ -ქართულ-ოსურ კონფლიქტიდან, ე. წ. „აგვისტომის ომიდან“ ერთი თვის თავზე ნოამ ჩომსკი წერს სტატიას სახელით „ოსეთი-რუსეთი-საქართველო“, სადაც ის ახლახან მომხდარი მოვლენების ისტორიულ კონტექსტს და ამასთან, მისი გეოპოლიტიკურ როლის ანალიზს გვთავაზობს. ჩომსკის თქმით, სამხრეთ ოსეთში პირველი კონფლიქტური სიტუაცია მას შემდეგ ჩნდება, რაცსაქართველოს ულტრანაციონალისტი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1990 წელს აუქმებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიას და იკავებს სამხრეთ ოსეთს. მტიკივენულ ომს შედეგად მოჰყვება ათასი გარდაცვლილი და ათი ათასობით ლტოლვილი. ჩომსკი ესეში 2008 წლის აგვისტოს ომის პროპაგანდისტულ მხარეს აქცევს ყურადღებას, სადაც ის ამ სფეროში რუსეთის მარცხზე ამახვილებს ყურადღებას. ქართული მხარის პროპაგანდისტულ გამარჯვება, ჩომსკის თქმით, იმის დამსახურებაა, რომ რაც უფრო თავისუფალი ხდება ქვეყანა და რაც უფრო მეტად კარგავს სახელმწიფო მოსახლეობაზე კონტროლს, მით უფრო ყალბდება პროპაგანდა. ტექსტში ყურადღება ექცევა ამერიკის ინტერესს საქართველოსა და მისი ტერიტორიული მნიშვნელობისადმი, როგორც იმ ქვეყნისა, რომელიც ბილ კლინტონმა აირჩია კორიდორად და რუსეთისა და ირანისშემოვლით გზად. ჩომსკი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველო არის ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯიდანიდან მომავალი მილსადენების გამტარი ქვეყანა.[15]

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Хомский Ноам // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. http://www.nytimes.com/2013/11/22/movies/is-the-man-who-is-tall-happy-a-michel-gondry-documentary.html
  4. SNAC — 2010.
  5. Discogs — 2000.
  6. Munzinger-Archiv — 1913.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Indiana Philosophy Ontology Project
  9. Proleksis enciklopedija — 2009.
  10. The Fine Art Archive — 2003.
  11. Хомский Ноам // Хомский Ноам / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. https://web.archive.org/web/20200804235511/https://www.bostonmagazine.com/news/2017/08/29/noam-chomsky-mit-arizona/
  13. https://cavavub.be/nl/eredoctoraten
  14. http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/tnull_44386.html中华人民共和国教育部.
  15. ნოამ ჩომსკი, „ოსეთი-რუსეთი-საქართველო“, ჟურნ. ცხელი შოკოლადი, თბ., 2008, № 42, გვ. 105-117