დემურ დანელია
დემურ დანელია (დ. 25 თებერვალი, 1937, ხონი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი.
დემურ დანელია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 თებერვალი, 1937 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1959 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით, მოგვიანებით — იმავე უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტურა.
მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „საქჰიდროენერგომშენის“ სისტემაში დამპროექტებლად, მშენებელ ინჟინრად. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ამჟამად სტუ) მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე — ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად. 1990-2010 წლებში ხელმძღვანელობდა მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის: 5 მონოგრაფიის, 25 სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი. სხვადასხვა დროს მივლინრბული იყო საზღვარგარეთ, ავღანეთსა და კამბოჯის რესპუბლიკაში, სადაც კითხულობდა ლექციების კურსს. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თელავის, რუსთავის, გორის, ზესტაფონის, ბათუმის, ფოთისა და ზუგდიდის ფილიალებში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მასალათა გამძლეობის საფუძვლები : სახელმძღვ. სტუ-ს სამშენებლო ფაკ. სტუდ. (თანაავტორი). თბ., ტექნიკური უნ-ტი, 2009, გვ. 87
- დრეკადობის, პლასტიკურობის და ცოცვადობის თეორიების საფუძვლები : სახელმძღვ. სტუდ. (თანაავტორი). თბ., ტექნ. უნ-ტი, 2005, გვ. 191
- მასალათა გამძლეობა : ლექციების კურსი ტექნ. უმაღლ. სასწავლ. სტუდ. (თანაავტორი). თბ., ტექნიკური უნ-ტის გამ-ბა, 2004, გვ. 118
- მთაგორიან გზებზე სტიქიურ მოვლენებთან ბრძოლის მეთოდები და ღონისძიებები (თანაავტორი). თბ., ტექნიკური უნ-ტის გამ-ბა, 2002, გვ. 56
- მასალათა გამძლეობა : დამხმ. სახელმძღვ. (თანაავტორი). თბ., ტექნ. უნ-ტი, 1996, გვ. 197
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. თბ., 2017, გვ. 188