დელავერი (მდინარე)

დელავერი (ინგლ. Delaware River) — მდინარე აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 660 კილომეტრი. აუზის ფართობი 31,1 ათასი კმ². სათავე აქვს კეტსკილის მთებში, კვეთს აპალაჩების ღერძულ ნაწილს, პიდმონტის პლატოსა და ატლანტისპირა დაბლობს. ერთვის ატლანტის ოკეანეს. შესართავთან აჩენს ესტუარს, რომლის სამხრეთ ნაწილს ეწოდება დელავერის ყურე. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. წყლის საშუალო ხარჯი ქალაქ ტრენტონთან 350 მ³/წმ, მაქს. — 9 ათასი მ³/წმ, მინ. — 35 მ³/წმ. სანაოსნოა ქალაქ ტრენტონამდე. მდინარის ნაპირზეა გაშენებული ქალაქები: ისტონი, ტრენტონი, ფილადელფია, უილმინგტონი.

დელავერი
Middle Delaware River above Walpack Bend crop.jpg
მდინარე დელავერი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ქალაქები ისტონი, ტრენტონი, ფილადელფია, უილმინგტონი
სიგრძე 660 კმ
აუზის ფართობი 31,1 კმ²
დელავერი (მდინარე) — აშშ
დელავერი (მდინარე)
დელავერი (მდინარე)
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
link=commons:Category:{{{Commons}}} დელავერი ვიკისაწყობში

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება