დასავლეთი შელფური მყინვარი
დასავლეთი შელფური მყინვარი (ინგლ. West Ice Shelf) — ერთ-ერთი ყველაზე დიდი შელფური მყინვარი აღმოსავლეთ ანტარქტიდაში. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება დეივისის ზღვა, დასავლეთით თანამეგობრობის ზღვა, ხოლო სამხრეთით ლეოპოლდისა და ასტრიდის ნაპირი და პრავდის ნაპირი. სიმაღლე ზღვის დონიდან 25–100 მ.[1]
დასავლეთი შელფური მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 68°36′29″ ს. გ. 77°53′37″ ა. გ. / 68.60806° ს. გ. 77.89361° ა. გ. | |
ფართობი | 36 ათ. კმ² |
სიგრძე | 580 კმ |
სიგანე | 65–95 კმ |
დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 580 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 65–95 კმ-ზე. ყინულის სისქე 100–580 მ. ფართობი 36 ათ კმ².[შენიშვნა 1] მრავალ ადგილას დასერილია ნაპრალებითა და ჩანაქცევებით. ცენტრალურ ნაწილში აღმართულია ყინულქუდები, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 200 მ აღწევს. მოხაზულობა შეცვლილია ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.[1]
1901–03 წლებში დასავლეთი შელფური მყინვარი აღმოაჩინა და სახელი უწოდა ერიხ დრიგალსკის გერმანულმა ანტარქტიდულმა ექსპედიციამ. 1957–60 წლებში დეტალურად გამოიკვლია საბჭოთა ანტარქტიდულმა ექსპედიციამ. 1960 წლის მაის-ივლისში მყინვარის ცენტრალურ ნაწილში მუშაობდა საბჭოთა მეტეოროლოგიური სადგური „დრუჟბა“.[2] 1964–91 წლებში აისბერგების მოწყვეტის გამო მყინვარის ფართობი არსებითად შემცირდა, შემდგომ კვლავ აღდგა.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Западный шельфовый ледник | Большая российская энциклопедия
- ↑ Труды Советской антарктической экспедиции. Том 36, Морской транспорт, 1965
შენიშვნა
რედაქტირება- ↑ მყინვარის მორფომეტრიული მონაცემები ახალი კვლევების შესაბამისად, შესაძლოა განსხვავებულ სურათს იძლეოდეს.